მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ინდივიდუალურად საუკეთესოთა შორის არიან
მას მერე, რაც მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე იტალიაში გადავიდნენ, მათმა გუნდებმა ყველაზე წარუმატებლად სწორედ წლეულს ითამაშეს.

2009-10 წლების სეზონის მეოთხედფინალში ვიქტორის "ვირტუსს" მანუჩარის "კანტუმ" აჯობა, თუმცა ნახევარფინალში "მონტეპასკის" გადაეყარა და ფინალს ვერ მიაღწია. სწორედ მაშინ მიიღო მარკოიშვილმა შეთავაზებები "ვირტუსიდან" და სიენას "მონტეპასკიდან", თუმცა "კანტუში" დარჩენა ამჯობინა და სწორადაც მოიქცა.

2010-11 წლებში მეოთხედფინალში სანიკიძის "ვირტუსმა" სიენელებთან 1:3 დათმო. კანტუელებმა ფინალს მიაღწიეს და კვლავ "მონტეპასკის" შეეჭიდნენ. მანუჩარის გუნდმა ჩემპიონატში საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა და ევროლიგის საგზური მოიპოვა.

მიმდინარე, 2011-12 წლების სეზონში მარკოიშვილს "კანტუში" გიორგი შერმადინი შეუერთდა. იყო შარშანდელი შედეგის გამეორების იმედი, მაგრამ კანტუელებმა "პესაროსთან" მეოთხედფინალში 2:3 დათმეს.

"ვირტუსმა" კი ნიკა მეტრეველის "დინამოსთან" წააგო - 0:3.

ასე რომ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ერთი ქართველი შემოგვრჩა - მეტრეველი, რომლის გუნდი ნახევარფინალში ურთიერთობას "მონტეპასკისთან" არკვევს.

მანუჩარ მარკოიშვილისთვის მიმდინარე სეზონი მაინც წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ, თუმცა მისი გუნდი ჩემპიონატში მეოთხედფინალს ვერ გასცდა. მანუ ხომ "კანტუს" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ. არადა, წინა სეზონებთან შედარებით, გუნდში არაერთი სახელიანი კალათბურთელი გამოჩნდა - ჯანლუკა ბაზილე, დორონ პერკინსი...

სერია A-ში მანუ 15-20 ქულამდე არაერთხელ ასულა. იტალიური სეზონის რეკორდი კი 22-ია ("ვენეციასთან").

რაც შეეხება აბსოლუტურ რეკორდს, მანუჩარმა ის ევროლიგაზე დაამყარა: "ჟალგირისთან" 32 ქულა მიითვალა და "კანტუს" ლიტვაში გაამარჯვებინა. შედეგად იგი ევროლიგის ბოლო ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

გიორგი შერმადინი იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 9 ქულასა და 5.2 მოხსნას აგროვებდა, ევროლიგის ტოპ-16-ში კი - 13.2 ქულასა და 6.3 მოხსნას. სხვაობა საგრძნობია. ამის მიზეზი მანუჩარმა აგვიხსნა: "გიორგის იტალიის ჩემპიონატში ფოლების პრობლემა აქვს, ამიტომ სათამაშო დრო ეზღუდება.

მსაჯებმა შესაძლოა, ზოგიერთი დარღვევისთვის ახალბედა დააჯარიმონ, ხოლო გამოცდილის იგივე სახის ფოლზე თვალი დახუჭონ. იტალიაში ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, მეც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი".

შერმადინმა სეზონი ბოლომდე ვერ ჩაამთავრა, აპრილში ფეხის თითის ძვალი გაუტყდა და მკურნალობდა. იგი გუნდს ნახევარფინალში აუცილებლად დაეხმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, "კანტუ" მეოთხედფინალს ვერ გასცდა.

მიმდინარე სეზონი შერმადინის აქტივში უნდა ჩავწეროთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგი იტალიის ჩემპიონატის ვარსკვლავთა მატჩში მიიწვიეს.

ვიქტორ სანიკიძე მესამე წელია, ბოლონიის "ვირტუსის" ღირსებას იცავს, თამაშს თანდათან აუმჯობესებს, თუმცა კლუბი ვერც ერთხელ გასცდა მეოთხედფინალს და სანიკიძეს ევროტურნირებზე თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. იგი გუნდს წლეულს დატოვებს და ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ესაა - უმაღლესი დონის ტურნირზე (ანუ ევროლიგაზე) თამაში სურს.

მას იტალიაში იმდენად ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა (საშუალოდ ორმაგი დუბლი: 12 ქულა, 10.9 მოხსნა), რომ მსურველები უკვე გამოუჩნდნენ. მაგალითად, სიენას "მონტეპასკი" სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ქართველი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვიქტორი "სან ანტონიოს" თვალთახედვის არეალშიცაა...

ვიქტორი იტალიელებმა უკვე აღიარეს: გამოცემა "ბასკეტინსაიდმა" იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფორვარდად და #1 ევროპელად დაასახელა.

მანუჩარი, ვიქტორი, გიორგი... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა