კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის, ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით, მას იტალიის პოლიციიდან შეტყობინება არ მისვლია
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის, ფეხბურთელი კახი კალაძის განცხადებით, მას იტალიის პოლიციიდან შეტყობინება არ მისვლია.

როგორც "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ განაცხადა, შესაძლოა, ის მოწმის სტატუსით დაიბარონ, ან შესაძლოა, საერთოდ არც დაიბარონ.

"თუ ვინმეს უნდა კუდი მოაბას ამ ამბავს და ბუზი სპილოდ აქციოს, ეს მისი საქმეა. მთელი ცხოვრება ჩაწყობილ თამაშებს ვებრძვი და სასაცილოა ჩემთვის ეს სიტუაცია", - განაცხადა კალაძემ.

ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერ დროს ჩაფრინდეს იტალიაში და მისცეს ჩვენება მოწმის სტატუსით.

კახი კალაძე მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ნუ გააკეთებენ წინასწარ, მცდარ დასკვნებს და ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას.

რაც შეეხება იტალიურ პრესაში გავრცელებულ სატელეფონო საუბარს, კალაძის განმარტებით, საუბარი ეხება კარებსა და მარმარილოს, რომელიც ქობულეთის სასტუმროსთვის უნდოდა.

"ამ კარებების ყიდვა მინდოდა, თუმცა გარიგება ვერ შედგა, რადგან მას საჭირო ზომების კარებები არ აღმოაჩნდა", - განაცხადა კალაძემ.

იგი ვარაუდობს, რომ იტალიელი სამართალდამცავების ეჭვი შესაძლოა გამოეწვია სიტყვა "კარებს" და ჩაეთვალათ, რომ რაღაც კოდირებულ საუბართან ჰქონდათ საქმე, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

იხილეთ ვიდეო

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

კახა კალაძე: მზად ვარ, იტალიაში ჩავფრინდე და ჩვენება მივცე

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე