გასულ კვირას, WTA-ში ორი მთავარი მოვლენა იარმილა გროტისა პირველი ტიტული და ტამირა პაჩეკის "დაბრუნება" გახდა. ამ მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ჩოგბურთელთა გამარჯვებები იმით იყო განპირობებული, რომ ამერიკის ღია პირველობის მთავარმა მოქმედმა პირებმა შესვენება აიღეს და სეზონის დარჩენილი სტარტებისთვის მომზადება დაიწყეს.

გასულ კვირას, WTA-ში ორი მთავარი მოვლენა იარმილა გროტისა პირველი ტიტული და ტამირა პაჩეკის "დაბრუნება" გახდა. ამ მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ჩოგბურთელთა გამარჯვებები იმით იყო განპირობებული, რომ ამერიკის ღია პირველობის მთავარმა მოქმედმა პირებმა შესვენება აიღეს და სეზონის დარჩენილი სტარტებისთვის მომზადება დაიწყეს.

მეორე ეშელონის მოთამაშეები გასულ კვირას ორ ნაწილად გაიყვნენ - ერთნი კანადაში, კერძოდ კვებეკში გაემგზავრნენ, დანარჩენებმა კი ჩინეთის გუანგჯოუში დაიწყეს აზიური ტურნე.

კვებეკში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა - აქ იყო WTA-ის საუკეთესო ოცეულის ორი წევრი: ფრანგები მარიონ ბარტოლი და არავან რეზაი. თუმცა მათ პირველივე წრეში წააგეს. არავანი 36 წლის ვეტერან ამერიკელ ჯილ კრეიბასთან დამარცხდა, მარიონმა კი 20 წლის კანადელ რებეკა მარინოსთან დათმო შეხვედრა. ამ უკანასკნელმა ამერიკის ღია პირველობაზე დაგვამახსოვრა თავი, როცა მეორე წრეში დიდი წინააღმდეგობა გაუწია ვენუს უილიამსს. სამშობლოში მარინომ წარმატების განვრცობა ვერ შეძლო. მან და კრეიბასმა შემდეგ ეტაპზე კვებეკის ტურნირის მომავალ ფინალისტებთან - ბეტანი მატეკთან და ტამირა პაჩეკთან წააგეს.

ბეტანისთვის ეს მეორე ფინალი იყო კარიერაში. პირველად მან ამავე კორტებზე 2008 წელს ითამაშა გადამწყვეტი მატჩი და რუს ნადია პეტროვასთან წააგო. ავსტრიელი პაჩეკის აქტივში კი უკვე იყო WTA-ის ერთი ტიტული - მან 2006 წელს, 15 წლისა და 9 თვის ასაკში სლოვენიურ პორტოროჟში გაიმარჯვა. შემდეგი წელი პაჩეკისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა - ის უიმბლდონის მეოთხე წრეში გავიდა და სეზონი 44-ე ჩოგანის რანგში დაასრულა. მაგრამ 2009 წელს მის კარიერას კინაღამ ხაზი გადაესვა. ზაფხულში ზურგის ტრავმის გამო ხერხემალზე ოპერაცია დასჭირდა, რომლის დროსაც ჩოგბურთელს მისივე სისხლი გადაუსხეს. მოკლედ რომ ვთქვათ, სპორტსმენის სისხლი აიღეს და შემდეგ გამდიდრებული სუბსტანცია ისევ სხეულში შეუშვეს. ეს პროცედურა სპორტში აკრძალულია, ამიტომაც ავსტრიის ანტისადოპინგო სააგენტომ საქმის გამოძიება დაიწყო. სადისციპლინო კომიტეტმა მკურნალობა არალეგალურად მიიჩნია, მაგრამ ახალგაზრდა სპორტმენი არ დასაჯა.

ტამირა კორტზე მხოლოდ ამ სეზონის დასაწყისში დაბრუნდა, მაგრამ დღემდე ვერ ახერხებდა ძველ დონეზე დაბრუნებას. შესაძლოა, კვებეკის ტურნირი გახდეს ახალი პროგრესის დასაწყისი. კანადაში ავსტრიელმა კვალიფიკაციიდან დაიწყო ბრძოლა და ფინალამდე მეტოქეებს სეტი არ დაუთმო. გადამწყვეტი მატჩი სამი საათი გაგრძელდა და პაჩეკის რთული გამარჯვებით დასრულდა - 7:6, 2:6, 7:5. ამ გამარჯვებით ავსტრიელი რეიტინგში 59 პოზიციით წაიწია წინ.

გუანგჯოუს ტურნირის შემადგენლობა უფრო მოკრძალებული იყო. სატურნირო ბადეს სათავეში კლასიფიკაციის 55-ე ნომერი იარმილა გროტი ედგა. ავსტრალიელმა იოლად გაიკვლია გზა ფინალამდე - თითქმის ყველა მატჩში მინიმუმ ერთ სეტს "მშრალი" ანგარიშით იგებდა. იარმილასთვის ეს წელი წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ (აქამდე ავსტრალიელს , მხოლოდ ერთხელ - 2008 წელს ეთამაშა WTA-ის ტურნირის ნახევარფინალში). მან სეზონი 110-ე ჩოგანის რანგში დაიწყო და პირველი ნახევარი მოკრძალებულად ითამაშა. პირველი ლოკალური წარმატება მაისში, ეშტორილის ტურნირზე ეწვია, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია. მაგრამ გროტის შესახებ სერიოზულად უიმბლდონის დროს ალაპარაკდნენ, როცა ის მეოთხე წრემდე მივიდა და იქ თანაბარი ბრძოლა გაუმართა ვენუს უილიამსს. ამას მოჰყვა ნახევარფინალი სტამბოლში, სადაც უმძაფრეს ბრძოლაში წააგო მომავალ ჩემპიონ ანასტასია პავლიუჩენკოვასთან. ხოლო ამერიკის ღია პირველობის პირველის წრის საწყის სეტში ავსტრალიელმა დარტყმების ძალით აშკარად აჯობა მარია შარაპოვას.

რუს ალა კუდრიავცევასთან ფინალი საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა. პირველ სეტში ავსტრალიელმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, თუმცა თამაში თანდათან გათანაბრდა და კუდრიავცევამ მეორე პარტიაში რამდენიმე ბრეიკი გააკეთა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ინიციატივის ხელში ჩასაგდებად. გროტი მეტოქის მოწოდებაზე ძალიან აგრესიულად მოქმედებდა და რუსზე ერთით მეტი ბრეიკი გააკეთა, რითაც წერტილი დაუსვა შეხვედრას - 6:1, 6:4. ამ გამარჯვებამ იარმილას კარიერაში პირველი საჩემპიონო ტიტული და რეიტინგში სარეკორდო - 41-ე პოზიცია მოუტანა.

WTA

Bell Challenge

კვებეკი (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-ბეტანი მატეკი (აშშ) 7:6, 2:6, 7:5.

Guangzhou International

გუანგჯოუ (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

იარმილა გროტი (ავსტრია, 1)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:1, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია