"ჩელსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდის მცველს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა
ახლახან "ჩელსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის მცველს, ეშლი კოულს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

კოული მშობლიურ ქალაქში ოლიმპიადას სულმოუთქმელად ელოდება, მაგრამ მეორე მხრივ დამწუხრებულია, რადგან ის მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

- ეშლი, რას ფიქრობთ ოლიმპიადის საფეხბურთო მხარეზე?

- ცოტა აღელვებული ვარ. ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში დავიბადე. ხშირად მითამაშია "ჰენკი მარშესზე" და როცა ვიცი, რომ აქ ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს და მე მასში არ მივიღებ მონაწილეობას, ეს გულს მიკლავს.

თუმცა იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე დიდხანს ვიქნები დაკავებული, შემდეგ კი საფეხბურთო ტურნირს აუცილებლად მივადევნებ თვალს, სადაც ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს აქვს გაბრწყინების შანსი. დიდი სიამოვნებით ვივლიდი თამაშებზე, მაგრამ ამ დროს ნამდვილად წინასასეზონო შეკრებაზე ვიქნები "ჩელსისთან" ერთად.

- ოლიმპიადებიდან ყველაზე ხშირად რომელი მომენტი გახსენდებათ?

- მახსოვს მაიკლ ჯონსონი ოქროსფერი სპორტული ფეხსაცმელებით 1996 წლის ოლიმპიადაზე, სადაც, მგონი, მან ყველანაირი რეკორდი დაამყარა. მე არ ვარ მძლეოსნობის დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ამის ყურება ნამდვილად სასიამოვნო იყო. შემდეგ უსაინ ბოლტი გამოჩნდა და ისევ გამიჩნდა ინტერესი, რადგან იამაიკელი საუკეთესოა თავის სახეობაში. ის დაუჯერებლად იოლად ამარცხებს ყველას.

- რომელიმე ბრიტანელის გულშემატკივრობას თუ აპირებთ თამაშებზე?

- როგორც ვთქვი, მძლეოსნობის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ჯესიკა ენისი ჩვენი იმედი და სიამაყეა. ის, როგორც წესი, ყველგან კარგად გამოდის ხოლმე და იმედია, ოქროს მედალს ახლაც შესწვდება.

ოლიმპიადა აღმოსავლეთი ლონდონისთვის მშვენიერი შანსი იყო. ყველანი აღფრთოვანებულები არიან, რადგან ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და ადამიანებს საქმე გაუჩნდათ. იქ, სადაც გავიზარდე, ახლა ყველაფერი შეცვლილია.

მგონი, ჩემი ძველი სახლი ერთადერთია, რომელიც არ დაუნგრევიათ და თავიდან არ აუშენებიათ. ჩემს უბანში ბევრი ახალი ლამაზი ადგილი გაჩნდა.

- ნახეთ ოლიმპიური სტადიონი?

- შიგნით ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ გარედან ძალიან შთამბეჭდავია. მანქანით ხშირად მიწევს სტადიონთან ახლოს ჩავლა. მის გვერდით გაკეთებული ლამაზი პარკიც მომწონს.

- ოლიმპიადაზე მონაწილეობა რომ შემოგთავაზონ, რომელ სახეობას აირჩევდით?

- გარბენს 1500 მეტრზე, რადგან ჩემს თავს სპრინტერად არ მივიჩნევ და ვიცი, რომ იქ შანსი არ მექნებოდა. შედარებით გრძელ დისტანციაზე კიდევ ჰო.

- ჩელსელებიდან ვის დააყენებდით 4X100 ესტაფეტაზე?

- დავაყენებდი სტარიჯს, რამირესს, შეიძლება ჩემს თავსაც, კიდევ კალუს, ბოსინგვას, ბერტრანდს. ლუკაკუზეც გავიფიქრე, მაგრამ... არა, სირბილი ჩემი სპორტი ვერ იქნებოდა. 400 მეტრზე თუ ვირბენდი, ნამდვილად არ დავიღლებოდი, მაგრამ ამ დისტანციაზეც ლემპარდს დავაყენებდი, მას არაჩვეულებრივი გამძლეობა აქვს.

- თუ არის ისეთი სახეობები, რომელთაც თქვენ სიამოვნებით იხილავდით ოლიმპიადების პროგრამაში?

- იცით, რისი ნახვა მინდა? დარტსის, მაგრამ სხვა წესებით - სამ ცდაში ვინც უფრო მეტ ქულას აიღებდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. ასე რომ, თუკი შენს თამაშს ვერ დაიჭერდი... ეს სუფთა თამაში იქნებოდა გავარდნაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა