ბუნდესლიგამ გაგვანებივრა: გასულ უქმეებზე გამართულ ბრწყინვალე ტურს დღეს და ხვალ ე.წ. ინგლისური ტური მოსდევს, რომელიც მთლად სამ დერბის ვერ გვთავაზობს, მაგრამ არანაკლებ საინტერესო მატჩებს კი ნამდვილად გვპირდება.

მაინცი-კიოლნი 22:00

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 22:00

ჰანოვერი-ვერდერი 22:00

ლევერკუზენი-აინტრახტი 22:00

ბორუსია (დ)-კაიზერსლაუტერნი 22:00

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 22:00

ბორუსია (მ)-ზტ. პაული 22:00

ფრაიბურგი-შალკე 22:00

ნიურნბერგი-შტუტგარტი 22:00

ბუნდესლიგამ გაგვანებივრა: გასულ უქმეებზე გამართულ ბრწყინვალე ტურს დღეს და ხვალ ე.წ. ინგლისური ტური მოსდევს, რომელიც მთლად სამ დერბის ვერ გვთავაზობს, მაგრამ არანაკლებ საინტერესო მატჩებს კი ნამდვილად გვპირდება. "მაინცი" დღეს "კიოლნთან" მატჩში ლიდერობის დაცვას შეეცდება, "ბაიერნს" იმედი აქვს, რომ უგოლო სერიას "ჰოფენჰაიმთან" დაასრულებს, წნეხის ქვეშ მყოფი "ვერდერი" კი "ჰანოვერში" ჩადის. ხვალინდელი მატჩებიდან კი ყველაზე დიდ ინტერესს დორტმუნდის "ბორუსიასა" და "კაიზერსლაუტერნის" დაპირისპირდება იწვევს. იმასაც ვნახავთ, გამოვა თუ არა მიონხენგლადბახის "ბორუსია" ნოკდაუნიდან და შეძლებს თუ არა "შალკე" ბოლოს და ბოლოს პირველი ქულების (სამის თუ არა ერთის მაინც) მოპოვებას.

"მაინცი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ოთხივე თამაში მოიგო და თომას ტუხელის განებივრებული ბიჭები დღეს იმის გაკეთებას შეეცდებიან, რაც წინა ტურში თვით "ბაიერნმა" ვერ მოახერხა - საუბარია "კიოლნის" დამარცხებაზე. "თხებმა" ბოლო ორ ტურში ძალიან კარგად იასპარეზეს (მოგება "ზტ. პაულისთან" და ფრე მიუნხენში). შესაბამისად, "მაინცისთვის" ამ გუნდის დამარცხება იოლი ნამდვილად არ იქნება. მით უმეტეს, რომ "კიოლნს" დაცვაში მყარად გამაგრება ეხერხება და მას მერე, რაც ზვონიმირ სოლდომ ტაქტიკა შეცვალა და 4-1-4-1-ზე გადაერთო, კიოლნელებმა ზედიზედ ორჯერ კარი მშრალად შეინახეს. ანუ, "მაინცს" ასე იოლად ვერ მივიჩნევთ ფავორიტად.

"მაინცს" კუდში "ჰოფენჰაიმი" მისდევს და "კრაიხგაუელი სოფლელები" დღეს "ბაიერნს" მასპინძლობენ. რეკორდმაისტერმა ზედიზედ სამ თამაშში ვერ შეძლო გოლის გატანა. "ბაიერნს" ბოლოს ასეთი ანტიშედეგი 1997/1998 წლების სეზონში ჰქონდა. ლუის ვან გაალი ამბობს, ძალიან მიხარია, რომ "ჰოფენჰაიმს" ვხვდებით, რადგან ეს გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მე კი ვერ ვიტან, როცა მეტოქე დაცვაში გვიდგებაო. "ჰოფე" მართლაც შემტევი გუნდია (ტაქტიკა 4-3-3) და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს მიუნხენური კლუბი რალფ რანგნიკის სამწყსოს წინააღმდეგ. ისიც ვთქვათ, რომ ვან გაალი შეგირდებს უახლოეს ორ თამაშში მხოლოდ და მხოლოდ ექვს ქულას სთხოვს. სხვათა შორის, "ჰოფნჰაიმის" მერე "ბაიერნი" "მაინცს" ეთამაშება...

"ვერდერს" "ბაიერნზე" ერთი ქულით ნაკლები აქვს და დღეს "ჰანოვერს" სტუმრობს. "მუსიკოსთა" დამრიგებელი თომას შააფი იმედოვნებდა, რომ ნალდო, მერტეზაკერი და პისარო დღეს საღამოსთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და ხსენებული ტრიო ბრემენში დარჩა.

"ლევერკუზენი" მძიმე რეალობის წინაშე დადგა. "ფარმაცევტებმა" სეზონი ძალიან კარგად, დორტმუნდში გამარჯვებით დაიწყეს, მაგრამ მერე სამი თამაშიდან ვერცერთი მოიგეს და თანაც, უკვე ორი მთავარი ფიგურა დაკარგეს: მიხაელ ბალაკის შემდეგ, გუნდის უმთავრესი გოლეადორი შტეფან კისლინგიც დაშავდა. მიუხედავად ამისა, იუპ ჰაინკესის გუნდს ხვალ არც ისე რთული მისია ექნება შესასრულებელი: "ლევერკუზენი" ფრანკფურტის "აინტრახტს" მასპინძლობს.

წინა კვირა დორტმუნდის "ბორუსიასთვის" ბრწყინვალე იყო: იურგენ კლოპის შესანიშნავ ფორმაში მყოფმა შეგირდებმა ჯერ ევროპის ლიგაში "კარპატისთან" გადაიტანეს ომი, რომელიც 4:3 მოიგეს, კვირას კი მოსისხლე მტერი "შალკე" მისსავე მოედანზე დააჩოქეს (3:1) და "კაიზერსლაუტერნს" კარგ ხასიათზე მყოფები ხვდებიან. თავის მხრივ, "ლაუტერნმაც" დიდი ომი გამოიარა (2:2 "ჰოფენჰაიმთან").

"ვოლფსბურგის" დამრიგებელმა სტივ მაკლარენმა ამ უქმეებზე ტაქტიკური სქემა შეცვალა, ორი თავდამსხმელით ითამაშა და შედეგიც მიიღო: "მგლებმა" "ჰანოვერი" 2:0 დაამარცხეს და პირველი ქულები აიღეს. დღეს კი "ვოლფებს" "ჰამბურგთან" მოუწევთ საქმის დაჭერა და ცხადია, რომ მაკლარენი ისევ ორი ფორვარდით ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრაფიტე და ჯეკო კვლავ ერთად გავლენ მოედანზე. საინტერესო ისაა, რომ "ჰამბურგს" არმინ ფეე წვრთნის - სპეციალისტი, რომელიც წინა სეზონში "ვოლფსბურგის" თავკაცი იყო და რომელიც წარუმატებლობების გამო გააგდეს. ასე რომ, ფეე ყოფილ გუნდზე შურისძიებას ეცდება.

ბოლოს და ბოლოს, რა გუნდია "გლადბახი"? ლევერკუზენში 6:3-ს "აინტრახტთან" 0:4 და "შტუტგარტთან" 0:7 მოჰყვა. შესაბამისად, მიონხენგლადბახური კლუბი ნოკდაუნშია. დღეს მიხაელ ფრონტცეკის ამოუცნობი და შერცხვენილი გუნდი "ზანკტ პაულის" მასპინძლობს, რომელსაც კვირას ჰამბურგის დერბი ჰქონდა (1:1 HSV-სთან). ნოკდაუნშია (თუ უკვე ნოკაუტში არა) "შალკეც" და გელზენკირხენული კლუბი მდგომარეობით სასიკეთოდ შემოტრიალებას "ფრაიბურგთან" მატჩით ეცდება. შაბათს შვიდი გოლის გამტანი "შტუტგარტი" კი "ნიურბერგსაც" გოლების წვიმით ემუქრება. თუმცა ფრანკების დამარცხება ახალ სეზონში ჯერჯერობით საკმაოდ რთულია; "ნიურნბერგს" ოთხი თამაშიდან სამი ფრედ აქვს დამთავრებული (1 წაგება) და პირველ მოგებას ნატრობს.

გოტფრიდ ლენცი

თ მ ფ წ ბ ქ

1. მაინცი 4 4 0 0 10-4 12

2. ჰოფენჰაიმი 4 3 1 0 9-3 10

3. ბორუსია (დ) 4 3 0 1 8-4 9

4. ფრაიბურგი 4 3 0 1 6-5 9

5. ჰამბურგი 4 2 2 0 7-4 8

6. კაიზერსლაუტერნი 4 2 1 1 8-5 7

7. ჰანოვერი 4 2 1 1 6-6 7

8. ლევერკუზენი 4 1 2 1 7-8 5

9. ბაიერნი 4 1 2 1 2-3 5

10. ზტ. პაული 4 1 1 2 4-4 4

11. ვერდერი 4 1 1 2 5-8 4

12. კიოლნი 4 1 1 2 4-7 4

13. ბორუსია (მ) 4 1 1 2 7-15 4

14. შტუტგარტი 4 1 0 3 9-7 3

15. აინტრახტი 4 1 0 3 6-6 3

16. ნიურნბერგი 4 0 3 1 3-4 3

17. ვოლფსბურგი 4 1 0 3 6-8 3

18. შალკე 4 0 0 4 3-9 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა