დონალდ ტუსკი ტელეკომპანია BBC-ის ფილმს გამოეხმაურა, სადაც მოთხრობილი იყო, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებში
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ტელეკომპანია BBC-ის ფილმს გამოეხმაურა (იხილეთ ვიდეო), სადაც მოთხრობილი იყო, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებში და მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებას გარანტია მისცა, რომ პოლონეთში გულშემატკივარს არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც რასისტებისა და არც ნეონაცისტების მხრიდან.

მას არგუმენტად მოჰყავს ის, რომ პოლონელ ხალხს რასიზმი საერთოდ არ ახასიათებს და თანაც, ქვეყანას მარტო ბრიტანეთიდან წელიწადში 100 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს. მათ კი ცუდ მოპყრობაზე არსად დაუჩივლიათ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოითხოვა BBC-ის მხრიდან იმის ოფიციალურად უარყოფა, რომ პოლონეთი სტუმრებისთვის საშიში ქვეყანაა.

ინგლისელთა ბრალდებებით აღშფოთება ვერ დამალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ღრმად შეშფოთებულები ვართ დისკრედიტაციის იმ ტალღის გამო, რაც ბოლო დღეებში ბრიტანულ მასმედიაში აგორდა უკრაინაში თითქოსდა მძვინვარე რასისტული სიტუაციის გამო.

ეს მოგონილი, მითიური პრობლემაა, რომელიც ევრო 2012-ის, უკრაინისა და ზოგადად, აღმოსავლეთევროპული ქვეყნების სახელის შებღალვას ისახავს მიზნად.

ამაში ჩვენი საზოგადოების ნაწილის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ რასიზმის დონით, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა უკრაინაზე ბევრად "წინ" დგას. დარწმუნებულები ვართ, რომ ტურნირი ტოლერანტობისა და სტუმართმოყვარეობის ატმოსფეროში ჩაივლის".

დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ იზიარებს BBC-ის ჟურნალისტების შეშფოთებას და ურჩევს გულშემატკივრებს, რომ თამამად გაემგზავრონ ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებში, - ამის შესახებ სპორტის მინისტრმა ჰიუ რობერტსონმა ტელეკომპანია Sky Sports-ის ეთერში განაცხადა.

"ის განცხადებები, რაც ფილმში მოისმინეთ, არასწორია. ჩემი რჩევა იქნება ფანების მიმართ, რომ ჩავიდნენ უკრაინაში და ნაკრებს მხარი დაუჭირონ. რაც უფრო მეტი იქნება გვერდში დგომა, მით უფრო მეტი შანსი გვექნება წარმატების მისაღწევად," - აცხადებს რობერტსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"