რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვის "სპარტაკმა" ნალჩიკში მოუგო ადგილობრივ გუნდს - 2:0. ნალჩიკელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით სირაძემ, გოგიტა გოგუა კი მხოლოდ 75-ე წუთზე გამოვიდა. გამარჯვებულთა შორის 81-ე წუთზე ჯანო ანანიძეც გამოჩნდა.

რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვის "სპარტაკმა" ნალჩიკში მოუგო ადგილობრივ გუნდს - 2:0. ნალჩიკელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით სირაძემ, გოგიტა გოგუა კი მხოლოდ 75-ე წუთზე გამოვიდა. გამარჯვებულთა შორის 81-ე წუთზე ჯანო ანანიძეც გამოჩნდა. მოსკოველები ნალჩიკელებს თითქმის დაეწიენ: გოგუასა და სირაძის "სპარტაკს" 33 ქულა აქვს (მე-5 ადგილი), ანანიძის "სპარტაკს" კი - 32. ლევან გვაზავა სათადარიგო იყო "ტერეკისა" და "ზენიტის" შეხვედრაში - 0:0.

აზერბაიჯანული პრემიერლიგის მე-6 ტურში კახა ცხადაძემ სამწვრთნელო დუელი მოუგო ტონი ადამსს. ტურში ორი ქართული გოლი გავიდა, ერთის ავტორი ცხადაძის ვაჟი ბაჩანაა, რომელიც "ინტერიდან" "სიმურგშია" განათხოვრებული, მეორის - შალვა ფირცხალავა, ვინც ბოლოს "სამტრედიას" ღირსებას იცავდა.

ქართველთა "ინტერი" გაბალას ფავორიტის რანგში ეწვია, მატჩს 1 200 მაყურებელი დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ცხადაძე დისკვალიფიცირებულია, ამიტომ "შეჰერ სტადიონუზე" ბაქოური გუნდი გიორგი ჩიხრაძემ გაიყვანა. გიორგი ლომაიას ნაცვლად კარში დმიტრი კრამარენკო იდგა. 90-90 წუთი ითამაშეს ილია კანდელაკმა, ვალერი აბრამიძემ და დავით ოდიკაძემ. დიდი ხანია არ ჩანს კახა მჟავანაძე, ამის მიზეზი გამოცდილი მცველის სერიოზული ტრავმაა. ტონი ადამსის გუნდს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული გოგა ბერაია, რომელიც 78-ე წუთზე გამოვიდა. ქართველთა გუნდმა როვშან ამირასლანოვის გოლის (35-ე წუთი) წყალობით გაიმარჯვა - 1:0. "ინტერი" 13 ქულით მე-3 ადგილზეა, ჩემპიონი 3 ქულით "ნეფთჩის", ხოლო ქულით "ხაზარს" ჩამორჩება.

ბოლოადგილოსანი "სიმურგი" შინ ვინფრედ შეფერის "ბაქის" დაუზავდა - 1:1. მასპინძლები 34-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ დააწინაურა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. 22 წლის ფორვარდმა 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა. "სიმურგი" (3 ქულა) კვლავ ბოლო ადგილზეა.

აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში 3 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა ადგილობრივი კლუბის და "თურანის" შეხვედრაზე. "განჯაში" სამი ჩვენებურია: გიორგი სეთურიძე 75-ე წუთზე შეცვალეს, ზურაბ ძამსაშვილი - 70-ეზე, ლევან მდივნიშვილი სათადარიგო იყო. სტუმართა გუნდის კონსულტანტი (და რეალურად თავკაცი) რევაზ ძოძუაშვილია, იქაც სამი ქართველი ლეგიონერია: შალვა ფირცხალავა (90 წუთი), გიორგი ჭედია (90) და გიორგი მოდებაძე (მე-60 წუთზე შეცვალეს). 63-ე წუთზე ფირცხალავამ პენალტით დააწინაურა სტუმრები, ეს 26 წლის ნახევარმცველის პირველი გოლია ჩემპიონატში. "თურანი" 3 ქულით ბოლოსწინაა, "განჯას" 5 ქულა აქვს.

გიორგი ადამიას "ყარაბახმა" (5 ქულა 4 თამაშიდან) ვერ შეძლო შინ აზალ-ის (11 ქულა, მე-4 ადგილი) დამარცხება - 0:0. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა. სტუმართა რიგებში მოასპარეზე ნუგზარ კვირტია პირველივე ტაიმში შეცვალეს. წაიფორხილა "ხაზარმაც", ლენქორანელები სალიანში "მუღანს" დაუზავდნენ - 0:0. "ხაზარის" ქართველი ლეგიონერი დავით იმედაშვილი ტრავმირებულია (I ტურის მერე არ უთამაშია), მასპინძელთა რიგებში კი შეუცვლელად ითამაშა დავით სვანაძემ. "მუღანი" 6 ქულით მე-6 ადგილზეა.

"ხაზარის" წაფორხილებით კარგად ისარგებლა "ნეფთჩიმ", რომელმაც აზერბაიჯანული არმიის კლუბი მოიკ-ი 4:0 გაანადგურა. მასპინძელთა კარში ამირან გვენცაძე იდგა, რომელსაც არ ჰქონდა საუკეთესო დღე, 4 გოლი გაუშვა და ყვითელი ბარათი მიიღო. 75-ე წუთზე "ნეფთჩის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი (21 თამაში, 2 გოლი) ლადო ბურდული გამოჩნდა. ეს ლადოს სადებიუტო მატჩია აზერბაიჯანულ ჩემპიონატში (მანამდე ერთხელ სათადარიგო იყო).

ერთი ქართული გოლი გავიდა სომხეთის ჩემპიონატშიც. შოთა ჯიქიას გასროლამ ვერ უშველა "ულისს" და ამ გუნდმა შინ ქულაც ვერ აიღო "მიკასთან" მატჩში - 1:2. ჯიქიამ 69-ე წუთზე გაათანაბრა. 25 წლის ფორვარდი მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში გაგა თიბილაშვილის ნაცვლად, შოთამ ჩემპიონატში მე-4 გოლი გაიტანა. მასპინძელთა რიგებში თენგიზ უგრეხელიძე მე-60 წუთზე შეცვალეს, გიორგი კრასოვსკი - 71-ეზე. "ულისი" 42 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა. "განძასარი" სტუმრად "იმპულსს" 1:1 დაუზავდა. კაპანელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით ხანიშვილმა. "განძასარი" 20 ქულით მე-6 ადგილზეა რვაგუნდიან ჩემპიონატში.

ბელარუსის უმაღლეს ლიგაში ერთი ქართველი ლეგიონერიღა დარჩა - ბრესტის "დინამოში" ზაზა ჭელიძე თამაშობს. 25-ე ტურში "დინამო" ""ნაფტანს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჭელიძემ 90 წუთი ითამაშა.

მოლდოვაში ნაციონალური დივიზიონის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. "დაჩია" "მილსამის" ესტუმრა და 2:1 მოუგო. სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს ლევან კორღალიძემ, დავით გამეზარდაშვილმა და მამუკა ლომიძემ. "ტირასპოლი" "ოლიმპიას" მატჩში (1:3) დამარცხებულთა რიგებში ითამაშა გიგა მამულაშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ის მეორე ტაიმში შეცვალეს. ამავე ტურში დავით კაკულიას "სფინტულ გეორგე" 1:1 დაუზავდა "აკადემიას". 19 წლის ქართველმა 90 წუთი ითამაშა. "დაჩია" 21 ქულით მე-2 ადგილზეა, "სფინტულ გეორგეს" სულ 5 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

სამი ტურია, რაც კვიპროსის საფეხბურთო პირველობა დაიწყო (ყველაზე ბოლოს ევროპაში). კუნძულზე ორი ქართველი ლეგიონერი დარჩა, ორი ვეტერანი: ლევან ქებაძე და ლევან მაღრაძე. 35 წლის ქებაძემ 77-ე წუთამდე ითამაშა "აპოლონთან" 0:2 დასრულებულ მატჩში, შემდეგ ის ბრაზილიელმა ჟელსონმა შეცვალა. მაღრაძე "ერმისშია".

თუკი კვიპროსში სამი ტურია, რაც სეზონი დაიწყო, ფინურ იკონენლიგაში სამ ტურში სრულდება სეზონი. უმაღლეს ლიგაში გადასვლის უპირველესი კანდიდატია "როვანიემი", რომელიც 45 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. იკონენლიგის ჩემპიონი ავტომატურად მოიპოვებს უმაღლესის საგზურს, ხოლო მე-2 ადგილზე გასული გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. საოცარია, მაგრამ ფაქტია - "როვანიემიმ" ერთ-ერთ კონკურენტ პოპას-ს (41 ქულით მე-3 ადგილზეა) 8:1 მოუგო! ამ მატჩში დუბლი შეასრულა პავლე ხორგუაშვილმა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და გოლები 25-ე და 64-ე წუთებზე გაიტანა. 23 წლის ნახევარმცველს უკვე 8 გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი. მისი ტყუპისცალი ვალტერი მოედანზე 36-ე წუთზე გამოჩნდა, 64-ეზე კი შეცვალეს. სირცხვილნაჭამი გუნდის რიგებში კი 72-ე წუთამდე ითამაშა ანზორ კალაძემ.

უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვების თეორიული შანსი კოკოლას კპვ-საც შერჩა, რომელმაც სტუმრად 3:2 დაამარცხა "ესპოო", ამ მოგების შემდეგ კპვ 38 ქულით მე-4 ადგილზეა. ამ მატჩში 69-ე წუთზე სტუმართა მესამე და გამარჯვების გოლი ირაკლი სირბილაძემ გაიტანა. სირბილაძე 14 გოლით ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია. გიორგი ოსიტაშვილის "კოტეპემ" 2:1 მოუგო ვანტაას პ-35-ს, ოსიტაშვილმა 90 წუთი ითამაშა. ქართველის გუნდი 29 ქულით მე-9 ადგილზეა.

ლატვიაში, რიგის დერბიში "სკონტომ" იოლად მოუგო "ოლიმპსს" - 4:0. გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია "ოლიმპსის" ყოფილ შემტევ დავით ჯანელიძეს, ის სათადარიგო იყო. წაგებულებში 90-90 წუთი ითამაშეს გიორგი ჩხიკვიშვილმა (ლატვიის მოქალაქეა) და კოტე ზარნაძემ, ლაშა ღონღაძე კი სათადარიგო იყო. "სკონტო" 53 ქულით ლიდერია, ხოლო "ოლიმპსი" 13 ქულით - ბოლო.

თამაზ პერტიას "დაუგავამ" 2:0 აჯობა "იურმალას". გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩიხრაძემ. "დაუგავა" 40 ქულით მე-4 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა