რუსეთის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ
ლიტვა-რუსეთი 0:0

ლიტვა (4-4-2): შეტკუსი - ანდრიუშკევიჩიუსი (85. ვაიტკუნასი), ბოროვსკი, კლიმავიჩიუსი, მიკუცკისი - ვიციუსი (49. რადავიჩიუსი), მიკოლიუნასი (71. ილიშასი), ჩესნაუსკისი (57. პაპშისი), შერნასი (81. მატულევიჩიუსი) - ველიჩკა, პილიბაიტისი (63. პანკა).

რუსეთი (4-4-1-1): აკინფეევი - ანიუკოვი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, კომბაროვი (46. ჟირკოვი) - დენისოვი, ზირიანოვი (46. ძაგოევი), იზმაილოვი (46. კოკორინი), შიროკოვი (72. სემშოვი) - არშავინი - კერჟაკოვი (46. პავლიუჩენკო).

რუსეთის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ და თუ ურუგვაისთან ეს საპატიოდ ჩაითვალა, ლიტვასთან ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით... შედეგი იქით იყოს და, დიკ ადვოკაატის შეგირდებმა ძალიან უსახური მატჩი ჩაატარეს და ნამდვილად არ იმსახურებდნენ გამარჯვებას.

მართალია, ტერიტორიულ უპირატესობას სწორედ რუსეთის ნაკრები ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ლიტვის კართან მხოლოდ ერთი შეიქმნა, როდესაც ალეკსანდრ კერჟაკოვმა ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყა.

ეს იყო და ეს, რუსებს შეტევაში მეტი არაფერი გამოსვლიათ. ამად იყო, რომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ადვოკაატს კითხვები დააყარეს და მასაც ვრცელი კომენტარების გაკეთება მოუწია - ბოლოს სწორედ ჰოლანდიელ სპეციალისტს გადავცეთ სიტყვა:

"ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ფეხბურთელთა ფიზიკურ კონდიციას აქვს და ამ კუთხით, ძალიან კმაყოფილი ვარ. მეორე საქმეა, რომ შეტევაში კრეატიულობა არ გვყოფნიდა და შესაბამისად, მომენტების შექმნა გვიჭირდა.

ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნა, რაც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ლიტვის ნაკრებისგან ასეთ წინააღმდეგობას ველოდი, რადგან კარგად ორგანიზებული გუნდია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.

მთლიანობაში, სპარინგმა ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია, ჩემთვის კი დღეს სწორედ ესაა მთავარი და არა შედეგი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად