ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დები უილიამსები დაიფანტნენ

დები უილიამსები დაიფანტნენ

როლან გაროსი. IV დღე
როლან გაროსზე 30 მაისს მეორე წრე დაიწყო და მამაკაცებს შორის ისევ უდანაკარგოდ აგრძელებენ წინსვლას ფავორიტები.

გუშინდელი დღის პროგრამა გახსნა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც სლოვენიელ ბლაჟ კავჩიჩს ხვდებოდა. ამ უკანასკნელმა თავდაპირველად ვერაფერი დაუპირისპირა სერბ ჩოგბურთელს, რომელმაც საწყისი შვიდი გეიმი აიღო.

მხოლოდ ამის შემდეგ მოიგო პირველი გეიმი კავჩიჩმა, ცოტა ხანში 1:2-ზე ბრეიკიც გაახერხა და მერვე გეიმში მეტოქის მოწოდების აღების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ბოლოს კი მაინც ჯოკოვიჩმა იძალა და სეტი 6:4 მოიგო.

კავჩიჩმა ბრძოლა გააგრძელა, მაგრამ ბოლომდე საქმის მისაყვანად ოსტატობა არ ეყო. მან სამი მატჩბოლი მოიგერია, თუმცა ბოლოს მაინც იძულებული გახდა, დანებებოდა მეტოქეს - 0:6, 4:6, 4:6.

ამასობაში როჯერ ფედერერმა დაამყარა რეკორდი “დიდი სლემის” ტურნირებზე მოპოვებული გამარჯვებებით. რიგით 243-ე მატჩი მან რუმინელ ადრიან უნგურთან შეხვედრაში მოიგო. შვეიცარიელი ბოლომდე ოპტიმალურ ფორმაში არ არის. შეგახსენებთ, რომ წინა წრეში მან სამი გეიმი დათმო თავის მოწოდებაზე. ამჯერად კი საერთოდ სეტი წააგო უნგურთან, რომელმაც წინა წრეში დავიდ ნალბანდიანი გამოთიშა ბრძოლას.

შვეიცარიელმა ექვსი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, თუმცა რუმინელმა ვერცერთი გამოიყენა. სამაგიეროდ, მესამე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო. ამ პარტიაში როჯერს ორი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ თავად გაირთულა საქმე. დანარჩენ პარტიებში კი ფედერერის კლასი იგრძნობოდა და მან ოთხ სეტში მოამთავრა საქმე.

24 საათის განმავლობაში გამოეთიშა როლან გაროსს ორივე უილიამსი. თუ სერენას მარცხი ვირჟინ რაზანოსთან უდიდეს სენსაციად მოინათლა, ვენუსის წაგება აგნიეშკა რადვანსკასთან სავსებით კანონზომიერი იყო. დღეს პოლონელი გაცილებით უკეთეს ფორმაში იმყოფება, უფროსი უილიამსი კი მხოლოდ ახლა ცდილობს ოპტიმალური კონდიციების დაბრუნებას.

რადვანსკა მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა კორტზე და მხოლოდ ერთხელ მოდუნდა, რითაც თამაშის გადარჩენის მცირე იმედი მისცა ამერიკელს.

ეს იმ დროს მოხდა, როცა მეორე სეტში ანგარიში 5:1 გახდა (პირველი პარტია აგნიეშკამ 6:2 მოიგო) პოლონელი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

ვენუსმა ზედიზედ ორი გეიმი აიღო და 5:3 გახადა ანგარიში, მეცხრე გეიმში კი ერთი ქულა აკლდა ანგარიშის მინიმუმამდე შესამცირებლად, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. რადვანსკამ კი მატჩბოლი გამოიყენა და ლოგიკურად გააგრძელა როლან გაროსზე წინსვლა.

წინა წრეში წაგებას სასწაულებრივად გადარჩენილმა ვიქტორია აზარენკამ მეორე რაუნდი სავარჯიშოდ გამოიყენა. მისი სპარინგ-პარტნიორი როლან გაროსის გერმანელი დებიუტანტი დინა პფიცენმაიერი იყო, რომელმაც მოიგო პირველი გეიმი, მაგრამ შემდეგ ერთი-მეორეს მიყოლებით დათმო ზედიზედ 11 გეიმი. თამაში ჯამში 55 წუთი გაგრძელდა.

აზარენკამ, როგორც ჩანს, დაივიწყა პირველი წრის კოშმარი, როცა გადამწყვეტ სეტში 0:4-იდან გადაარჩინა ბრიანტისთან შეხვედრა.

ჯერჯერობით წარმატებით მიიწევს წინ სერბი ანა ივანოვიჩი, რომელმაც გუშინ ერთნაირი ანგარიშით - 6:2 მოუგო ორი სეტი შაარ პეერს.

ივანოვიჩს კარიერაში “დიდი სლემის” ერთადერთი ტურნირი სწორედ პარიზში აქვს მოგებული, მაგრამ ბოლო სამი წელია, აქ მეოთხედფინალამდე ვერ მიაღწია.

სერბმა თითქოს დაძლია კრიზისი, რომელიც მის თამაშში ბოლო სამი სეზონის განმავლობაში შეინიშნებოდა, მაგრამ ანას ყოველ ჯერზე რაღაც აკლდება დიდი წარმატების მისაღწევად. მაგალითად, წელს მან არაერთ ტურნირზე აჩვენა კარგი თამაში, მაგრამ მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ უთამაშია ფინალში.

დღე არ ჩაივლის, რომ ქალთა ტურნირში ერთი მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირდეს. ამჯერად ტურნირს გამოეთიშა ფრანგული პუბლიკის მთავარი იმედი, მერვე ნომრად განთესილი მარიან ბარტოლი.

შარშანდელმა ნახევარფინალისტმა 14 ორმაგი შეცდომა დააგროვა მსოფლიოს 50-ე ჩოგანთან, ხორვატ პეტრა მარტიჩთან.

ფრანგს შეუძლია, თავის აქტივში მეორე სეტი ჩაიწეროს, როცა ასე თუ ისე ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ დანარჩენ პარტიებში აშკარად იგრძნობოდა, რომ მარიონი ჯერ არ არის ოპტიმალურ ფორმაში.

II წრე

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:0, 6:4, 6:4; ნიკოლა დევილდერი (საფ)-მიხაელ ბერერი (გერ) 7:6(5), 6:4, 6:4; ანდრეას სეპი (იტა, 22)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:7(5), 6:2, 2:6, 6:1, 6:2; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 14)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:7(5), 6:3, 6:2, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 11)-ბრაიან ბეიკერი (აშშ) 6:4, 6:1, 6:7(4), 1:6, 6:0; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 7:6(3), 6:7(4), 6:2, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ადრიან უნგური (რუმ) 6:3, 6:2, 6:7(6), 6:3; ნიკოლა მაუ (საფ)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 4:6, 6:4, 7:6(5), 6:3; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ფლორან სერა (საფ) 7:6(0), 6:2, 7:6(4); ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 6:7(5), 7:6(3), 6:4, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 21)-ხუან კარლო ფერერო (ესპ) 7:6(4), 6:2, 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 31)-ორასიო სებალიოსი (არგ) 6:3, 3:6, 6:3, 6:0; ტომაშ ბერდიხი (სერ, 7)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:2, 6:3, 6:3.

ქალები

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-დინა პფიცენმაიერი (გერ) 6:1, 6:1; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-ჟიე ჟენგი (ჩინ, 31) 6:2, 6:4; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 20) 6:4, 7:5; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 15)-ვანია კინგი (აშშ) 6:0, 6:2; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:1, 6:1; მატილდ იოჰანსონი (საფ)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ, 24) 7:6(1), 6:2; ნადია პეტროვა (რუს, 27)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:3, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 6)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:1, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-ვენუს უილიამსი (აშშ) 6:2, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 26)-იუნ-იან ჩანი (ტაივ) 6:4, 7:6(4); სერა ერანი (იტა, 21)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:2, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 13)-შაარ პეერი (ისრ) 6:2, 6:2; ფლავია პენეტა (იტა, 18)-ალექსა გლეტჩი (აშშ) 6:3, 6:1; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 29)-ირენა პავლოვიჩი (საფ) 6:3, 6:2; პეტრა მარტიჩი (ხორ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 8) 6:2, 3:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო

"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს