საუკეთესო ლეგიონერთა ნომინაციაში ოთხი არმიელია
იხილეთ ნაწილი I

30 მაისს შემოგთავაზეთ ჩვენს გამოკითხვაში საუკეთესო კალათბურთელთა ჩამონათვალი. მწვრთნელებსა და ჟურნალისტებს მხოლოდ სუპერლიგის 2011-12 წლების საუკეთესო კალათბურთელის დასახელება როდი ვთხოვეთ - მათ საკუთარი შეხედულებისამებრ, ჩამოწერეს საუკეთესო ხუთეული, მწვრთნელი, ახალგაზრდა...

გასული წლების გამოკითხვებისგან განსხვავებით, ამჯერად რამდენიმე ნომინაცია ორად გავყავით: ცალკე ლეგიონერების ხუთეული ჩამოვწერეთ, ცალკე - ქართველების.

ასეთი დახარისხება წამყვან ევროპულ საკალათბურთო ქვეყნებში მიღებულია, რადგან ერთმანეთზე უკეთესად ირჯებიან ადგილობრივები და ლეგიონერები.

საქართველოში კი ძლიერი უცხოელი კალათბურთელები მხოლოდ წლეულს გამოჩნდნენ და სწორედ ამიტომ მოგვეცა განაწილების საშუალება.

საუკეთესო ქართველი

მოთამაშე გუნდი ხმა

1. გიორგი ცინცაძე ოლიმპი 21

2. ლაშა გამყრელიძე ოლიმპი 8

3. ლევან ფაცაცია სოხუმი 3

4-7. ანატოლი ბოისა არმია 1

4-7. გიგი ბარბაქაძე ქუთაისი 1

4-7. ლაშა ფარღალავა სოხუმი 1

4-7. რიჩარდ მათიაშვილი ქუთაისი 1

სეზონის საუკეთესო ქართველის წოდება გიორგი ცინცაძემ მიიღო, რომელმაც ზუსტად იმდენი ხმა მიიღო, რა ნომერიც ზურგზე ეწერა - 21.

მეორე ლაშა "გამყრელიძე იყო, რომელზეც დინამოს მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ გვითხრა: "ოლიმპი" გამყრელიძითა და მის გარეშე ორი სრულიად განსხვავებული გუნდი იყოო.

საინტერესოა, რომ ლაშამ სამმაგი დუბლი სწორედ "დინამოსთან" მატჩში შეასრულა: 27 ქულა, 14 პასი, 10 მოხსნა.

ლევან ფაცაცია სამეულში სამართლიანად შევიდა. გემახსოვრებათ, რომ პირველი წრის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ლევანი დავასახელეთ. გამყრელიძეს არც ლევანი ჩამორჩა და რეგულარული ეტაპის 22-ე ტურში სამმაგი დუბლი მიითვალა: 10 ქულა, 17 მოხსნა, 13 პასი.

საუკეთესო უცხოელი

მოთამაშე გუნდი ხმა

1. უილ ტომასი არმია 15

2. ბენ ვუდსაიდი არმია 12

3. ჯერემი რიჩარდსონი არმია 5

4-5. გილერმო დიასი არმია 2

4-5. ლარი ბლერი შსს აკად. 2

ამ ნომინაციაში ხუთიდან ოთხი არმიელია. გასაკვირი არ არის, რომ პირველობა სეზონის საუკეთესო კალათბურთელმა უილიამ ტომასმა არავის დაუთმო.

"შსს აკადემიის" უკანახაზელ ლარი ბლერს გამოკითხვის შედეგების მიხედვით ნამდვილად უკეთეს პოზიციაზე ვიხილავდით, მის გუნდს უკეთესი შედეგი რომ ეჩვენებინა.

შსს მეოთხედფინალში "სოხუმთან" დამარცხდა და საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა. ბლერი სუპერლიგის ბომბარდირი გახდა: საშუალოდ 26.2 ქულა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არმიელებმა ერთგვარად დაჩრდილეს დინამოელები მილან ოლუიჩი და ქიენ კარტერი. მათ მართლაც კარგი სეზონი ჰქონდათ, თუმცა მეოთხედფინალში "ოლიმპთან" დამარცხდნენ.

საუკეთესო ახალგაზრდა

მოთამაშე გუნდი ხმა

1. დუდა სანაძე დინამო 25

2. ბექა ჩიკვილაძე თსუ 3

3. მერაბ ბოქოლიშვილი შსს აკად. 2

4-7. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 1

4-7. რეზო როგავა სოხუმი 1

4-7. ზურაბ მაისურაძე თსუ 1

4-7. ვახტანგ ჩქარეული თსუ 1

დუდა სანაძემ 25 ხმა მიიღო. დუდამ ჩემპიონატი ერთიორად უკეთესად ჩაატარა, ვიდრე წინა სეზონი, რაც მის სწრაფ პროგრესზე მიუთითებს. სანაძეს ხელი კლუბმაც შეუწყო - "დინამოში" მას სრული ნდობა ჰქონდა.

ამ ზაფხულს იგი მერაბ ბოქოლიშვილსა და ნოდარ თენიეშვილთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

დაცვაში საუკეთესო

მოთამაშე გუნდი ხმა

1. ანატოლი ბოისა არმია 9

2. უილ ტომასი არმია 8

3. მილან ოლუიჩი დინამო 5

4. იოაკიმ შელბომი არმია 4

5-7. ლაშა გამყრელიძე ოლიმპი 2

5-7. ბენ ვუდსაიდი არმია 2

5-7. ჯასტინ ტაბსი შსს აკად. 2

8-11. ლევან ფაცაცია სოხუმი 1

8-11. ჯერემი რიჩარდსონი არმია 1

8-11. ნიკოლა ტუტუსი ოლიმპი 1

8-11. თემურ ბაბუნაშვილი ქუთაისი 1

ანატოლი ბოისა საქართველოში ამერიკის კოლეჯების ლიგიდან 2004 წელს ჩამოვიდა. მას მერე გამოკითხვაში საუკეთესო დამცველის ტიტულს არავის უთმობს.

ერთ-ერთმა მწვრთნელმა ამ ნომინაციაში კალათბურთელის გვარი რომ ჩაწერა, დასძინა:

- კარგია, ყოველწლიურად დაცვაში საუკეთესოს რომ ავლენთ. ქართველებს შეტევაში თამაში უფრო გვიყვარს, არადა, დაცვის გარეშე ვერაფერს მოიგებ. ამ კომპონენტზე მეტი ყურადღებაა საჭირო.

საუკეთესო მწვრთნელი

მწვრთნელი გუნდი ხმა

1. კოტე ტუღუში არმია 24

2-3. გია კაზანჯიანი ოლიმპი 4

2-3. დავით უსტიაშვილი ქუთაისი 4

4. ზურაბ ტომარაძე სტუ 2

5. გიორგიოს კეცელიდისი შსს აკად. 1

საუკეთესო მწვრთნელის დასახელებისას გამოკითხულთა უმეტესობა ერთი პრინციპით ხელმძღვანელობდა: რადგან ჩემპიონი გახდა, ე.ი. საუკეთესო მწვრთნელი კოტე ტუღუშიაო.

ჩვენი მხრივ დავძენთ, "არმიის" დამრიგებლის გარჯა დასაფასებელი იმიტომაცაა, რომ სამწვრთნელო კარიერის პირველივე წელს არაერთი მაღალი კლასის, თუმცა ამბიციური კალათბურთელი ერთ მუშტად შეკრა და გუნდზე ათამაშა.

ლეგიონერები

გამთამაშებელი (#1)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. ბენ ვუდსაიდი არმია 35

2. ენტონი მუდი შსს აკად. 1

მსროლელი (#2)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. ლარი ბლერი შსს აკად. 22

2. გილერმო დიასი არმია 16

3. ნიკიცა სლიუკა ოლიმპი 3

4. ჯასტინ ტაბსი 1

მსუბუქი ფორვარდი (#3)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. ჯერემი რიჩარდსონი არმია 26

2. ნიკოლა ტუტუსი ოლიმპი 1

მძიმე ფორვარდი (#4)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. უილიამ ტომასი არმია 32

2. ქიენ კარტერი დინამო 9

3. რაიან რიჩარდსი სოხუმი 1

ცენტრი (#5)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. იოაკიმ შელბომი არმია 14

2. ივან ტოდოროვიჩი ოლიმპი 4

3. სტევან მილოშევიჩი სოხუმი 2

4-5 მილან ოლუიჩი დინამო 1

4-5. ივო ჰოგერი ოლიმპი 1

ქართველები

გამთამაშებელი (#1)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. ლაშა გამყრელიძე ოლიმპი 22

2. ლაშა ფარღალავა სოხუმი 9

3. ბუბა კვიმსაძე არმია 1

მსროლელი (#2)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. გიორგი ცინცაძე ოლიმპი 32

2-3. ანატოლი ბოისა არმია 5

2-3. ბექა ჩიკვილაძე თსუ 5

4-5. მიხეილ ჭოჭუა სამედიცინო 1

4-5. გოგა ცეკვავა ქუთაისი 1

მსუბუქი ფორვარდი (#3)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. ლევან ფაცაცია სოხუმი 13

2. დუდა სანაძე დინამო 11

3. მიხეილ ბერიშვილი ოლიმპი 9

მძიმე ფორვარდი (#4)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. გიგი ბარბაქაძე ქუთაისი 15

2. თორნიკე ნინიაშვილი თსუ 2

3-7. ზვიად ბაბიაშვილი არმია 1

3-7. გიორგი ჯგერენაია სოხუმი 1

3-7. ლაშა კეშელავა ბათუმი 1

3-7. აკაკი დვალიშვილი სამედიცინო 1

3-7. რეზო დიდია ქუთაისი 1

ცენტრი (#5)

მოთამაშე გუნდი ხმა

1. რიჩარდ მათიაშვილი ქუთაისი 25

2. ბექა ბექაური შსს აკად. 2

3-6. დავით უგრეხელიძე არმია 1

3-6. ილია ლონდარიძე შსს აკად. 1

3-6. დავით იმნაძე შსს აკად. 1

3-6. ლუკა ნოზაძე სტუ 1

არმიელთა დომინირებით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა