ქართველმა სპორტსმენმა სიგრძეზე ხტომაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა
30 მაისს სასიხარულო ცნობა მივიღეთ ისრაელიდან - თელ-ავივში მძლეოსანთა საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირზე სიგრძეზე მხტომელმა ბოლესლავ სხირტლაძემ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

სხირტლაძე სიგრძეზე ხტომაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. წლეულს ზამთარში იგი სხვა ქართველ სპორტსმენებთან ერთად მოგილიოვში (ბელარუსი) ემზადებოდა.

თებერვლის მიწურულს დიდუბის მანეჟში საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი 7,72 მეტრით მოიგო. ერთი კვირის წინ ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ღია ჩემპიონატში 7,75 მეტრი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა.

მას ერევნელმა ვარდან პახლევანიანმა აჯობა. სომეხმა ათლეტმა 8,12 მეტრით ლონდონის ოლიმპიადის საგზური დაიმსახურა.

მაშინ ჩვენთან საუბრისას ბოლესლავმა თქვა, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის მომდევნო შეჯიბრებებში იბრძოლებდა. საამისოდ 2 ივნისს საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირი ჰქონდა შეგულებული.

ისრაელში კი თავის მწვრთნელს - ორი ოლიმპიადის მონაწილე დავით ილარიანს გაჰყვა საქომაგოდ და ყოველი შემთხვევისთვის იქაც მოსინჯა ძალები. პირველსავე ცდაზე საოლიმპიადე ნორმატივის ნიშნულს (8,10) 2 სანტიმეტრით გადაამეტა.

მაიკო გოგოლაძის (მან ბულგარეთში შეასრულა სიგრძეზე ხტომაში ლონდონის ოლიმპიადის ნორმატივი) შემდეგ სხირტლაძე მეორე სპორტსმენია, რომელმაც მძლეოსნობაში მოიპოვა ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების უფლება.

თუმცა, შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან საამისო შანსი აქვთ დავით ილარიანს (გუშინ მან 110 მეტრი თარჯებით 13,89 წამში დაფარა და ნორმატივის შესასრულებლად 0,3 წამი არ ეყო), ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს, სამმხტომელ ლაშა ღულელაურს, მორბენლებს - ბაჩანა ხორავას და ენდრიკ ზილბერშტეინს.

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა გვითხრა, რომ ზილბერშტეინი, ხორავა და ილარიანი 5 ივნისს ლატვიაში იბრძოლებენ ოლიმპიადის საგზურებისთვის. მანამდე სხირტლაძეს კიდევ ერთი სტარტი ექნება 2 ივნისს საბერძნეთში. რიგიშვილი და ღულელაური კი, შესაბამისად, უკრაინასა და ყაზახეთში იასპარეზებენ.

ოცდამეათე ლიცენზია! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
გილოცავთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა