ჩვენებურმა მოედანზე 65 წუთი დაჰყო და ინგლისელ შუამარბთან, მაიკ თინდოლთან ერთად, ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერმა, მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ "ბარბაროსების" შემადგენლობაში ირლანდიის ნაკრებთან ითამაშა.

შეხვედრა ინგლისში, გლოსტერის "კინგსლომ სთედიუმზე" გაიმართა და "ბარბაროსებმა" მინიმალური სხვაობით, 29:28 მოიგეს.

თვით ის ფაქტი, რომ ქართველი მორაგბეები ზედიზედ მეორე წელიწადია "ბარბაროსების" შემადგენლობაში ასპარეზობენ, თავისთავად მეტყველებს ქართული რაგბის მზარდ ავტორიტეტსა და ჩვენი მორაგბეების მაღალ სათამაშო კლასზე.

გორგოძეზე, როგორც მსოფლიო დონის მოთამაშეზე, არაერთხელ დაწერილა და თქმულა. ჩვენი ქვეყნის გასული წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის "ბარბაროსებში" მიწვევა კარიერის კიდევ ერთი შესანიშნავი ფურცელია.

"ბორჯღალოსანთა" ლიდერი, როგორც სჩვევია, ამ მატჩშიც მთლიანად დაიხარჯა. მან მოედანზე 65 წუთი დაჰყო და ინგლისელ შუამარბთან, მაიკ თინდოლთან ერთად, ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

წინა მატჩისგან განსხვავებით ინგლისის ნაკრებთან, "ბარბაროსები" ამჯერად ბევრად უკეთესად გაისარჯნენ.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ირლანდიელთა თავკაცმა დეკლან კიდნიმ სათამაშოდ "სამყურების" ექპერიმენტული შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც, ცხადია, რომ სათანადოდ შეთამაშებული არ იყო.

ბუნებრივია, რომ იგივე პრობლემა ჰქონდათ "ბარბაროსებსაც", რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთად არასდროს უთამაშია.

მიუხედავად ამისა, მათ აქტიურად შეუტიეს მეტოქეს და მეთერთმეტე წუთზე "ბარბაროსების" ინგლისელმა გარემარბმა იან ბოლშომ ანგარიში ლელოთი გახსნა. გარდასახვა არგენტინელმა ფელიპე კონტეპომიმ დაარტყა ზუსტად - 7:0.

ოთხ წუთში "ბარბაროსებმა" შეტევისას ბურთი დაკარგეს, რაც "სამყურებმა" კარგად გამოიყენეს. მათი სწრაფი კონტრიერიში გარემარბმა კრეიგ გილორიმ ეფექტურად დაასრულა. გარდასახვა ირლანდიელთა ყველაზე გამოცდილმა მორაგბემ, მგეზავმა რონან ოგარამ უნაკლოდ შეასრულა - 7:7.

ოთხ წუთში მამუკა გორგოძისა და მაიკ თინდოლის ძალისხმევა იტალიელმა კორნელიუს ფან ზილმა ლელოდ აქცია. კონტეპომიმ გარდასახვა ვერ გაიტანა - 12:7.

ირლანდიელები მატჩში პირველად 26-ე წუთზე დაწინაურდნენ. თავი ისევ უკანახაზელებმა გამოიჩინეს. გილორიმ შეტევა მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო, ბურთი მესამეხაზელ პიტერ ომაჰონის გადააწოდა, რომელმაც შეტევაში ფულბეკი ქის ირლზი ჩართო. ლელო ისევ ოგარამ გარდასახა - 14:12.

"ბარბაროსებმა" მაინც შეძლეს პირველ ნახევარში დაწინაურება. გარემარბმა პოლ სასკიმ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და ლელოში შეაღწია. კონტეპომიმ მონაგარს კიდევ ორი ქულა შესძინა - 19:14. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ თამაშის ხასიათი დიდად არ შეცვლილა. ირლანდიელები 45-ე წუთზე ახალგაზრდა საიმონ ზებოს ლელოთი დაწინაურდნენ, რომელიც ოგარამ გარდასახა - 21:19. ამაზე "ბარბაროსებმა" მალევე ვეტერანი ინგლისელი შუამარბის, მაიკ თონდოლის "ლელოთი" უპასუხეს. კონტეპომიმ ესეც გარდასახა - 26:21.

აიწონა-დაიწონა ამით არ დასრულებულა. 64-ე წუთზე კრეიგ გილორიმ თავისი მეორე ლელო მიითვალა და ანგარიშში წინ ისევ "სამყურები" გაიჭრნენ - 28:26.

საბოლოო წერტილი კი თამაშს არგენტინელმა მგეზავმა 78-ე წუთზე საჯარიმოთი დაუსვა - 29:28. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციის მიხედვით, "ბარბაროსები" საჯარიმოს კარში არ ურტყამენ, თუმცა, როგორც ჩანს, შავ-თეთრებს ისე გაუჭირდათ, რომ ამ ტრადიციის დარღვევაზეც წავიდნენ.

საინტერესოა ერთ-ერთი ახალზელანდიელი ქომაგის კომენტარი, რომელიც ერთ-ერთ სარაგბო ფორუმზე ამოვიკითხეთ:

"შესანიშნავია ირლანდიელთა ახალგაზრდა გარემარბი საიმონ ზებო. მინდა, რომ მან ჩვენს გუნდში, "ბეი ოფ პლენტიში" ითამაშოს. ძალიან მინდა ხშირად, თანაც ცოცხლად ვხედავდე ქართველი მთაკაცის, მამუკა გორგოძის თამაშს. ასე რომ, მამუკა, ელოდე ზარს ახალი ზელანდიიდან".

მომდევნო შეხვედრას "ბარბაროსები" კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრებთან გამართავს. იმ მატჩში მის შემადგენლობას ლეგენდარული უელსელი გარემარბი შეინ ვილიამსი დაემატება, რომლისთვისაც ეს თამაში კარიერაში ბოლო იქნება.

უელსის ნაკრების შემადგენლობაში კი იასპარეზებს ვეტერანი მარტინ ვილიამსი, რომელიც ამ შეხვედრაში მეასე კეპს მოიხვეჭს.

ბარბაროსები-ირლანდია 29:28

ბარბაროსები (15-9) ემონსი (დონალდი 66)მ სასკი, თინდოლი, ტრაი, ბოლშო (ნაკევა 55), კონტეპომი, ლოუსონი (რისი 70). (1-8) ჯოუნზი (ტიალატა 55), ოგუსტი (მალმანჩი 41), აფოა, ოდრისკოლი, ფან ზილი (ტაელე 24), გორგოძე (ქერა 65), ლოუ, ლაკაფია.

4ლ: ბოლშო, ფან ზილი, სასკი, თინდოლი. 3გ,ს: კონტეპომი.

ირლანდია (15-9) ირლზი, გილორი (სპენსერი 78), კავე, ვოლესი, ზებო, ოგარა, მურეი (მარშალი 77). (1-8) ვილკინსონი, შერი, ფიცპატრიკი (ლონიე 57), ტუოი (ოკალაჰანი 60), რაიანი, მალდუნი, ჰენრი, ომაჰონი (ტრიმბლი 70).

4ლ: ირლზი, გილორი (2), ზებო. 4გ: ოგარა.

მსაჯი: ჯერომ გარსე (საფრანგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otari
სად სჰეიდზლება ამ ტამასჰის ნახვა
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა