საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივნისის ტესტებისთვის ექსპერიმენტული შემადგენლობა შეკრიბა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ ივნისის ტესტებისთვის ექსპერიმენტული შემადგენლობა შეკრიბა.

მან გუნდში რამდენიმე წამყვან მორაგბეს არ უხმო. მათ შორის ერთ-ერთი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მსოფლიოს 2011 წლის საუკეთესო მორაგბე, მესამეხაზელი ტიერი დუსოტუარია.

ფრანგები ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს არგენტინის ნაკრებთან სტუმრად გამართავენ. "პუმებმაც", ფრანგების მსგავსად, ძალიან ბევრ ახალბედას უხმეს, თუმცა მაინც მიიწვიეს 35 წელს გადაცილებული როდრიგო რონსერო და ფელიპე კონტეპომი.

სენტ-ანდრეს სურს, რომ მომავალ მატჩებში ის მორაგბეები იხილოს საქმეში, რომელთა მხრებმა მომდევნო რამდენიმე წელიწადი უნდა ზიდონ ნაკრების მძიმე სვე. ამდენად, ივნისში ქომაგს საშუალება მიეცემა, "ლე ბლოს" მომავალი თაობა იხილოს.

"ზოგიერთ მორაგბეს 15-16 თვეა, არ დაუსვენია. გამუდმებით თამაშობენ. მათ სულის მოთქმა და ძალების აღდგენა სჭირდებათ. არ გვინდა, არგენტინაში ვეტერანი მორაგბეები ვიახლოთ. კარგი იქნება, თუ ისინი როგორც ფიზიკურად, ისე მორალურადაც დაისვენებენ.

გუნდში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მივიწვიეთ. სამ-ოთხ მათგანს, მიგვაჩნია, რომ რეალურად შეუძლია მალე განიცადოს პროგრესი და ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი. საამისოდ კი საჭიროა, ისინი მაღალი დონის გუნდებთან უაღრესად დაძაბულ მატჩებში გამოვცადოთ.

ტიერი დუსოტუარი დღემდე რჩება ჩვენი ნაკრების ლიდერად. მას ძალიან უნდოდა არგენტინაში ტესტების სათამაშოდ წამოსვლა, მაგრამ თუ მას ახლა დასვენების საშუალებას არ მივცემთ, შესაძლოა, საერთოდ დავკარგოთ.

შეუძლებელია კმაყოფილი იყო, როცა ხუთი თამაშიდან ორი მოიგე, ორი წააგე და ერთიც ფრედ დაასრულე.

წლევანდელი ექვსი ერის გათამაშებაში "ლე ბლოს" ასპარეზობა აუცილებლად უარყოფითად უნდა შეფასდეს.

ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით როგორც შეტევის, ისე დაცვის ორგანიზებისას და ახლა ივნისის ტესტებს სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოვიყენებთ" - თქვა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ.

ტიერი დუსოტუარის გარდა, ნაკრებში გამოძახებულნი არ არიან საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში მონაწილე გუნდების, "ტულუზის", "კლერმონის", "მონპელიეს", "კასტრის", "ტულონისა" და "მეტრო რასინგის" მორაგბეები. ასევე - ბიარიცელი ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი.

საფრანგეთის ნაკრები

იოან უგე, მარვინ ოკონორი, ბენუა გუიო, რაფაელ ლაკაფია, ლორან ვენსელსი, ივან ვატრემესი, ტიბო დუბარი, ლუკას დუპონტი, ანტოან ჯილმონი, დავიდ ატუბი, ჟულიენ დიუპიუი, ალექსანდრ ფლანკარტი, პასკალ პაპე, ჯულის პლისონი, რაბან სლიმანი, დიმიტრი სჟარჟევსკი, ბრაის დულინი, მაქსიმ მაშენო, ტომას სინგელი, ფლორიან კაზენავე, დამიენ შული, ჟილემ ჟირადო, მაქსიმ მერმოსი, ჟოფრეი მიშელი, ადრიან პლანტე, რომენ ტაოფიფენუა, კამილ ლოპესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად