თურქული სუპერლიგის V ტური შოთა არველაძის "ქაისერისფორისთვის" უიღბლო აღმოჩნდა. შოთასა და ალექსანდრე ამისულაშვილის გუნდის წაუგებელი სერია შეწყდა...

თურქული სუპერლიგის V ტური შოთა არველაძის "ქაისერისფორისთვის" უიღბლო აღმოჩნდა. შოთასა და ალექსანდრე ამისულაშვილის გუნდის წაუგებელი სერია შეწყდა - ქაისერელები "ანთალიასფორთან" სტუმრად 1:2 დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ ამისულაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა.

პირველი წაგების მიზეზებსა და მომდევნო მატჩზე შოთა არველაძეს თურქი ჟურნალისტები დაეკითხნენ.

"შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშზე იგივეს ვერ ვიტყოდი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი შანსიდან ერთზე მეტი ბურთი ვერ გავიტანეთ. არადა, პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მეორე ბურთი გაგვიტანეს. საკმაო დრო კი გვქონდა მატჩის გადასარჩენად. თუმცა სხვა საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით. "ანთალიასფორი" კარგი გუნდია და ძლიერ მეტოქესთან წავაგეთ", - ასე გაიხსენა შაბათს ჩატარებული მატჩი არველაძემ.

26 სექტემბერს შოთა არველაძეს ყოფილ გუნდთან, "ტრაბზონსფორთან" მოუწევს დაპირისპირება და ბუნებრივია, მედიელთა კითხვა ამ მატჩსაც ეხებოდა.

"მიხარია, რომ წაგების მიუხედავად, ცხრილში მოწინავე პოზიციები შევინარჩუნეთ. ანთალიური მარცხი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩისთვის სრული მობილიზებით მოვემზადოთ. კვირას "ტრაბზონსფორს" შინ ვეთამაშებით და ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მოთამაშის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წლები "ტრაბზონსფორში" გავატარე და ამ გუნდს ჩემს მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თუმცა "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელი ვარ და "ტრაბზონსფორიც" ისეთივე მეტოქეა ჩემთვის, როგორც ნებისმიერი სხვა გუნდი", - განაცხადა ქართველმა მწვრთნელმა.

შოთას თურქეთის ჩემპიონატის დონეზეც ჰკითხეს: "მწვრთნელის რანგში თურქულ სუპერლიგაში დებიუტო სეზონი მაქვს. ამ ლიგაში მუშაობა იოლი ნამდვილად არ არის. ბევრი გუნდი თანაბარი დონისაა და ძნელია, რომელიმეს ფავორიტად ან აუტსაიდერად დასახელება. ტიტულოვან გუნდებს სხვა შუაადგილოსნებთან უჭირთ თამაში და ასეთ მოწინააღმდეგესთან სულაც არ აქვთ წარმატება გარანტირებული. მეტოქეებზე მეტ-ნაკლები წარმოდგენა მაქვს და მოწინააღმდეგე გუნდებს ყოველი მატჩის წინ ვსწავლობ. ახლა სრულად "ტრაბზონსფორზე" ვარ ორიენტირებული. იმედი მაქვს კვირას შინ მოვიგებთ და კიდევ ერთხელ გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს", - აღნიშნა შოთამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო