საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა არჩილ არველაძეს ვთხოვეთ
ნაკრები მარადიული თემაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს საშველი ვერა და ვერ დაადგა.

ნაკრებში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე აზრის გამოთქმა ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ არჩილ არველაძეს ვთხოვეთ. ტყუპისცალს კახა კალაძის ჯეროვნად გაცილებაზეც ჩამოვუდგეთ სიტყვა...

- ჩვენი ნაკრების ბოლო შეხვედრაზე რას გვეტყოდით?

- თურქეთთან მატჩის პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი. მეორე ტაიმისთვის საქართველოს ნაკრებში პოზიტიური ცვლილებები მოხდა.

კარგად ჩაერთო თამაშში ლევან მჭედლიძე. დაცვაშიც უფრო მობილიზებულად გამოვიყურებოდით, თუმცა არ მეგონა, რომ საბოლოო ჯამში სამ გოლს გავუშვებდით. თურქეთის ნაკრებს აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, თუმცა მათ აქვთ იმის საშუალება, რომ სხვა ფეხბურთელებზეც გააკეთონ აქცენტი.

- თემურ ქეცბაიამ ლევან ყენია თურქეთთან არ ათამაშა, რასაც ფეხბურთელისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა...

- ქეცბაიას ძალიან მოსწონს ეს ფეხბურთელი და ძალიან უნდა, რომ ლევანი რაც შეიძლება მალე შევიდეს ფორმაში. ქეცბაიამ ამდენი ხნის უთამაშებელი ყენია ნაკრებში გამოიძახა, ხასიათზე მოიყვანა.

ისიც უნდა ვიკითხოთ, ამ ეტაპზე ღირსი იყო ყენია ნაკრებში გამოსაძახებლად?

ყენიას ახლა ახალგაზრდულ ნაკრებში შეუძლია თამაში და თავის გამოჩენა. დარწმუნებული ვარ, ქეცბაიას სურვილია, რომ ხელი შეუწყოს ამ მართლაც ნიჭიერ ფეხბურთელს.

- ზოგადად, მწვრთნელს სანაკრებოდ ყველა საინტერესო ფეხბურთელისთვის უნდა სურდეს ხელის შეწყობა...

- მასეც არის. მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს ვიყავი ჩასული და ქეცბაიაც იქ იყო, ჩემი თანდასწრებით ესაუბრა ყენიათი დაინტერესებულ ერთ-ერთი ევროპული კლუბის წარმომადგენელს და უთხრა, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ყენია დიდ ფეხბურთს ითამაშებსო.

- ამ ცოტა ხნის წინ კახა კალაძე რედაქციაში გვყავდა სტუმრად და სხვათა გარდა ისიც გვითხრა, თუ ხელს არ შემიშლიან, გამოსათხოვარი მატჩის გამართვას სექტემბერში ვაპირებო. ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებისგან არ არის ინიციატივა ასეთი შეხვედრის ჩატარებაზე?

- თუ ვინმე იმსახურებს ასეთი მატჩის გამართვას, პირველ რიგში, კახა კალაძე. საქართველოში არ მეგულება ისეთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ კალაძე ამას არ იმსახურებს.

- კალაძე ნაკრებიდან ისე წავიდა, მადლობა მისთვის არავის უთქვამს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ასეთი ეტიკეტი ვერ დავინახეთ...

- კალაძეს ტელეფონით არაერთმა ყოფილმა ნაკრებელმა და ქართულ ფეხბურთში მოსაქმე სხვა ადამიანმა გადაუხადა მადლობა. საერთო ჯამში, ლამაზად და კარგად რომ ვერ მოხდა ყველაფერი, ეს სწორი პრეტენზიაა.

- როგორ ფიქრობთ, კალაძეს არ დართავენ გამოსამშვიდობებელი მატჩის "დინამო არენაზე" ან მიხეილ მესხის სტადიონზე გამართვის ნებას?

- არა მგონია, რომ კალაძეს ამაში ვინმემ ხელი შეუშალოს. თუ მაინც მოხდება ასეთი რამ, არ მომერიდება იმის თქმა, რომ არასწორია.

შოთის გაცილება რომ იყო, ფინანსური მხარე მთლიანად ჩვენს მიერ იყო უზრუნველყოფილი. დიდი შეღავათი გაგვიწიეს იმ მხრივ, რომ სტადიონის იჯარის ფული არ გადაგვახდევინეს. ერთი სიტყვით, ძალიან გაგვიხარდება, თუ კალაძე ასეთ მატჩს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა

განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი

tijana513
ეხლა ყურადღებით მისმინეთ ამდენი ხნის უტამაშებელი ბავშვია მერე ხელი ხო უნდა შეეწყო ქეცბაიას მიტუმეტეს იტალიური გრანდის ს.კ ლაციოს სკაუტები იყვნენ ჩამოსულები დაეტმო 20 წუთით მაინც ხო შეეძლო მზად რო არ ყოფილიყო არ გამოიძახებდა ქეცბაია მაგ ადამიანს ფსიქოლოგიურად დახმარება ჩირდებოდა
leqs
ყენიამ ჯერ ერთ გუნდში მაინც (თუნდაც ყველაზე დაბალი დონის) ძირითადში ითამაშოს და ლიდერი გახდეს და პრეტენზიები ნაკრების ძირითადში თამაშის მერე გამოხატოს. ბოლოს ვის გახსოვთ როდის ითამაშა ოდნავ ნორმალურად მაინც. რაც ამ ბავშვზე ავანსები იყო გაცემული 1%-თაც ვერ გაამართლა ჯერჯერობით. იმედია გონზე მოვა და ფეხბურთის თამაშზე უფრო მეტს იფიქრებს ვიდრე სხვა რამეზე. რაც შეეხება ქეცბაიას ის მწვრთნელია და შედეგზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ვის ათამაშებს გუნდში, მისი გადასაწყვეტია. ასეთია ჩემი აზრი
nana k
ქეცბაია ისეთი მწვრთნელი არ არის, ვინმე ღირსი იყოს და არ ათამაშოს! ბოლოსდაბოლოს მის ინტერესშია გუნდმა წარმატებას მიაღწიოს და ამ საქმეს თუ ვინმე წაადგება, სულელი უნდა იყოს, ის დაბლოკოს. უბრალოდ, ქართველ ახლაგზრდებს ძალიან მალე უვარდებათ თავში და მომეტებული პრეტენზიები აქვთ. ჯერ არაფერს წარმოადგენს და "არ ვითამშებ ნაკრებშიო". ასეთი შეგნების ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, თუ რას ნიშანვს ქბვეყნის ნაკრებში თამაში,არც უნდა მიიწვიოს. ნაკრებში თამაშს დამსახურება უნდა და მარტო კარგი ფეხბურთელობა არ არის საკმარისი, ზნეობაც უნდა ჰქონდეს. არ იტამაშებს და ნუ ითამაშებს. ერთი ყენია ვერაფერს შეცვლილს, თუ გუნდმა არ ივარგა. ქართველ ფეხბურთელებს ყველაზე მეტად ზენობისა და კაცობის დეფიციტი აქვთ, ამით უდან დაიწყინ და დანარჩენი იქნებ ისწავლონ მერე!
arti
დავით მართალი ხარ გაიხარე
messi
ყენია უნიჭიერესია და ქართული ფეხბურტის იმედია მაგრამ ამ სემთხვევაში ქეცბა 100% მართალია. არ იყო მზად და გამოძახებაც გასაკვირი იყო დაჟე. ეროვნული ნაკრები ქვეყნის სიამაყეა და არა დეზერტირების ბაზარი არა აქვს მნიშველობა ამხანაგურია თუ ოპიციალური იმან უნდა ითამაშოს ვინც მზადაა
daviti
აკაკი ხუბუტია რუმინეთში თამაშობდა და ქეცბაიამ ყველა თამაშში ათამაშა,გაიყიდა მერე ეს ბიჭი თურქეთში,ამ ტრანსფერში რომ დიდია ნაკრებში თამაშების როლი არ უნდა ამას დიდი მტკიცება.თითქოს უკეთეს ლიგაშია და სტაბილურადაც ძირითადშია ხუბუტია მაგრამ,ამ ტრანსფერის შემდეგ 1 წუთიც არ უთამაშია ნაკრებში.მაპატიეთ მაგრამ იწვევს ეს ამბავი ეჭვს,ამ ტრანსფერისთვის ხომ არ ათამაშებდა მანამდე?6 თვის უთამაშებელი და პრაქტიკულად ნორმალურ,თუნდაც სავარჯიშო პირობების არ მქონე დაუშვილის,საშუალო ბერძნულ კლუბის სათადარიგო კვირკველიას მუდმივი გამოძახება,გასაყიდად გამზადებული ლორიას ბოლო თამაშებში შეუცვლელად თამაში,არის კითხვები რომელსაც პასუხები სჭირდება.ფეხბურთელებმა სხვა რამეც იციან ალბათ ნაკრების სამზარეულოდან და არ მიმაჩნია მთლად საფუძველს მოკლებული ყენიას განაწყენება.სამწუხაროდ ქართველი სპორტული ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი მძაფრი კითხვის დასმას კიარა,ქეცბაიას დანახვაზე მუხლები უკანკალებთ და ცივი ოფლი ასხამთ,ვნახეთ ეს პირდაპირ ეთერში.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად