საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად.

"ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის მთელ რიგ საშუალებებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ოფისში 2012 წლის 17 მაისს გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას კლუბის წარმომადგენლებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანენ რაღაც ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც მარტვილის "მერანსა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის მიმდინარე წლის 2 მაისს გამართული შეხვედრის გარიგებულ ხასიათს დაამტკიცებენ.

მასობრივი ინფორმაციის რიგ საშუალებებში ატეხილი აჟიოტაჟის შედეგად, ზემოთნახსენებ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული (და ხშირ შემთხვევაში, არასწორად ინტერპრეტირებული) საკითხებით დაინტერესდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტიც და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ამ ინფორმაციის "დამადასტურებელი დოკუმენტების" მისთვის მიწოდება დაავალა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ "ზესტაფონი" და მისი ხელმძღვანელობა იმაშიც "დაადანაშაულეს", რომ მათ, სფფ-ს აღმასკომის მოთხოვნის მიუხედავად, ვერ ან არ შეძლეს ვიდეომასალის (?!) წარდგენა. გაჟღერდა ისეთი მოსაზრებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ თავდაპირველი პოზიცია (?!), რომელიც თითქოსდა უფრო დამაჯერებელი იყო, შემდგომში შეცვალა (?!) და მხოლოდ ეჭვებით შემოიფარგლა...

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალიან უცნაური მოსაზრების გაჟღერება კი გვიწევს, მაგრამ, როგორც ჩანს, შექმნილ ვითარებაში მისი ხმამაღლა წარმოთქმა მაინც საჭირო გახდა - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" არ აქვს ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება-წარდგენის უფლებამოსილება, რადგანაც კლუბი არაა არც საგამოძიებო ინსტანცია და არც დეტექტიური ბიურო!

შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს "აღმოჩენა" იყოს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საფეხბურთო კლუბი ძირითადად დაკავებულია ფეხბურთელთა აღზრდა-მომზადებით, სპორტსმენთათვის სათანადო პირობების შექმნით და, რაც მთავარია, ფეხბურთის თამაშით...

რაც შეეხება იმას, თუ რა გაჟღერდა სინამდვილეში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ოფისში 2012 წლის 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო GHN-ის საიტზე განთავსებულ ვიდეომასალას.

ამ მასალის ნახვის შემდეგ მაყურებელი დარწმუნდება იმაში, რომ კლუბის პრეზიდენტი საუბრობს სწორედ საკუთარ ეჭვებსა და "საკუთარ რწმენაზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის უტყუარობის შესახებ" და არა იმაზე, რის თქმაც მას შემდგომში მიაწერეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ წერილი, რომელშიც იმერული კლუბი აცნობს სფფ-ს აღმასკომის წევრებს თავის საფუძვლიანი ეჭვების წარმომავლობას, უკვე გაგზავნილია ფეხბურთის ფედერაციაში.

აქვე დავაზუსტებთ, რომ 17 მაისს ან შემდგომ დღეებში ამ თემასთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტს ცალკე ინტერვიუ არცერთი მედიასაშუალებისთვის არ მიუცია, ხოლო ზემოთნახსენებ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული მოსაზრებების სინამდვილე, სააგენტო GHN-ის საიტზე განთავსებულ ვიდეომასალის გარდა, შესაძლოა დადასტურდეს ტ/კ "რუსთავი-2"-ს, "იმედის", "საზოგადოებრივი მაუწყებლის" და "მაესტროს" გადამღები ჯგუფების მიერ გადაღებული ვიდეომასალის გადამოწმებით".

fczestafoni.ge

arti
შეშინდი ხო კოკაიე ნაგ..ო
shota
რო ამბობს დეტექტივები არ ვართ რო მტკიცებულა გვქონდესო, მაშინ ბრალს რაღატო დებთ, მოიგეთ შეირგეთ რა ვის რაში ჭირდება საქართველოს ძღინკიანი ჩემპოონობა, თქვენც თასი არ აწიოთ რა
dato
რუსთაველი მიისხი რაააააააააა
rustaveli
გაინაღდეთ ბიჭებო ჩემპიონობა და ეხლა ზადნს აძლევძთ? რაც თქვა დომენტიმ თუ არ შეასრულებს ზესტაფონთან დაკავშირებით, კიდევ უფრო დიდი სკანდალი იქნება დამერწმუნეთ
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა