"სანის" ჟურნალისტმა ტომ ბერკლიმ "ჩელსის" ახალწვეულ ედენ აზარზე საინტერესო ფაქტები შეაგროვა
"სანის" ჟურნალისტმა ტომ ბერკლიმ "ჩელსის" ახალწვეულ ედენ აზარზე საინტერესო ფაქტები შეაგროვა და მკითხველს მიაწოდა. მასალას ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ.

1. აზარის კარიერაში რთული მომენტებიც იყო

შეიძლება ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ აზარი ყოველთვის არ იყო ასეთი დარწმუნებული საკუთარ ძალებში.

2010 წლის სექტემბერში "ლილის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფეხბურთელი ძირითადი გუნდის ვარჯიშებს ჩამოაშორა, რადგან მიიჩნია, რომ ის მეტისმეტად ცუდ ფორმაში იყო.

ჩემპიონატის მეორე ნახევარში ის ხმაურიანად დაბრუნდა და აღიარა: "სეზონის პირველი ორი თვე ჩემთვის ძალიან რთული იყო. ვერ ვიტყოდი, რომ ჩემს თავში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მაინც ძალიან გამიჭირდა".

2. ოჯახი-გუნდი

ედენ აზარის ოჯახში იმდენი ტალანტია, რომ მას შეუძლია 5-კაციანი საფეხბურთო გუნდიც კი შეკრიბოს და სათადარიგოთა სკამზეც კი დატოვოს ერთი ადამიანი.

მისი მშობლები ნახევრად პროფესიულ დონეზე თამაშობდნენ. ედენის 19 წლის ძმა ტორგანი "ლანსში" თამაშობს, ეტანი (14 წლის) და კილიანი (6) კი ედენის ყოფილი კლუბის, "ტიუბიზეს" შემადგენლობაში ვარჯიშობენ.

3. პირველი ყველგან

აზარი პირველი ფეხბურთელია, ვინც თავისი ტრანსფერის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში ყველას დაასწრო.

მის ანგარიშზეა რამდენიმე საინტერესო რეკორდი. ედენი გახდა პირველი არაფრანგი მოთამაშე, ვინც წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოიგო.

ის გახდა პირველი, ვინც ეს ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო. ბელგიელი გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც "ლილის" შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაუტანია. 2008 წელს, როცა მან "ოსერის" კარში ულამაზესი ბურთი გაიტანა, ის სულ 17 წლის იყო.

4. სიყვარული ჰამბურგერებისადმი

აზარს ბელგიის ნაკრებში ყოველთვის არ გამოსდიოდა საქმე. ზოგიერთი მწვრთნელი მას სიზარმაცეში სდებდა ბრალს.

2010 წელს ის თურქეთთან მატჩის მე-60 წუთზე შეცვალეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ჟურნალისტებმა ის სტადიონის გარეთ მაშინ დააფიქსირეს, როცა ჰამბურგერს გემრიელად მიირთმევდა... თამაში კი ამ დროს ჯერ დამთავრებული არ იყო.

5. აზარი სიმულიანტი არ არის

ხანდახან მოედანზე მისი შრომისმოყვარეობა ეჭვის ქვეშ დგებოდა, მაგრამ მის მიმართ არასოდეს წაუყენებიათ სიმულიანტობის ბრალდება.

"ლილის" ახალგაზრდულ გუნდში მისი ყოფილი მწვრთნელი ჟან-მიშელ ვანდამი აცხადებს, რომ: "ის ნამდვილი მებრძოლია, არასოდეს "ყვინთაობს" და არასოდეს ჩივის, როცა მის წინააღმდეგ უხეშად იქცევიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად