ბერნში, "სტად დე სუისზე" ესპანეთის ნაკრებმა დამაჯერებელი მოგება ჩაიწერა სამხრეთ კორეის გუნდთან - 4:1
ესპანეთი-კორეა 4:1

ესპანეთი (4-3-3): რეინა (81. კასილიასი) - არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი (57. დომინგესი), მონრეალი - კასორლა (57. სოლდადო), ჩაბი ალონსო (65. ბრუნო), ბენიატი - სილვა, ტორესი (57. ნეგრედო), მატა (57. ადრიანი).

გოლები: 1:0 ტორესი (12), 1:1 კიმი (43), 2:1 ჩაბი ალონსო (52-პენ), 3:1 კასორლა (56), 4:1 ნეგრედო (80)

ბერნში, "სტად დე სუისზე" ესპანეთის ნაკრებმა დამაჯერებელი მოგება ჩაიწერა სამხრეთ კორეის გუნდთან - 4:1.

შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინათ ეს გუნდები ერთმანეთს მუნდიალის მეოთხედფინალში შეხვდნენ და არაობიექტური მსაჯობისა და პენალტების სერიის წყალობით ნახევარფინალში აზიელები გავიდნენ.

ასე რომ, ეს ამხანაგური მატჩი გარკვეულწილად შურისძიებადაც შეგვიძლია აღვიქვათ ესპანელთა მხრიდან.

ესპანელთა იმ შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი შემორჩა, ვინც შვეიცარიაში ითამაშა - იკერ კასილიასი.

დაწუნებულთა მონაგარი

სხვათა შორის, ვისენტე დელ ბოსკემ სიის გაცხრილვის შემდეგ დაწუნებული ფეხბურთელები სახლში არ გაუშვა და ამ შეხვედრაშიც ათამაშა.

მორალური თვალსაზრისით ეს შესანიშნავი საქციელია, მაგრამ რას შეჰმატებს ნაკრებს იმათი თამაში, რომლებიც პოლონეთ-უკრაინაში მწვრთნელს ისედაც არ მიჰყავს, გაუგებარია.

მოკლედ, დავიდ დე ხეასა და ისკოს თუ არ ჩავთვლით (რომელთაც ახალგაზრდული ნაკრების ბანაკში გადაინაცვლეს) ამ შეხვედრაში თამაში ხუთივე დაწუნებულს მოუწია - ორი მათგანი, ბენიატ ეჩებარია და ნაჩო მონრეალი სულაც სასტარტოში იყო. შეცვლაზე კი ადრიან ლოპესი, რობერტო სოლდადო და ბრუნო სორიანო შევიდნენ.

სხვათა შორის, დელ ბოსკე შესაძლოა ნანობს კიდევაც, რომ ზოგიერთი მათგანი არ წაიყვანა - ნაჩო მონრეალი ფლანგზე აგრესიული იყო, თანაც დაცვაში - სოლიდური. ბენიატ ეჩებერია ნამდვილად გამოადგება მომავალში ნაკრებს მისი გრძელი პასები და ჩაწოდებები მუდამ სახიფათოა. სწორედ სევილიელის ჩაწოდების შემდეგ გაიხსნა ანგარიში ამ შეხვედრაში.

რობერტო სოლდადო, რომლის დატოვება ყველას გაუკვირდა, ნახევარ საათშიც კი პროდუქტიული გამოდგა - შესანიშნავი საგოლე პასი მიაწოდა ალვარო ნეგრედოს.

რაც შეეხება წინა მატჩის გმირ ადრიან ლოპესს, ეტყობა მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა სიაში ვერ მოხვედრამ - კორეასთან ვერაფერი შექმნა.

ტორესმა მორიენტესს გაასწრო

მატჩის მე-12 წუთზე ფერნანდო ტორესმა ულამაზესი გოლი გაიტანა თავით, თანაც კართან ზურგით მდგომმა. ეს მისი 28-ე გოლია ეროვნულ გუნდში.

"ჩელსის" ფორვარდი "ფურია როხას" ყველა დროის ბომბარდირთა სიაში უკვე მე-4 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ პირველი დავიდ ვილიაა (51 გოლი). ფერნანდო ტორესი გახარებულია, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ტოპ-ფორმაში შედის.

"თავს დიდებულად ვგრძნობ. მონდომებით ვვარჯიშობ. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ევროპის პირველობა.

ხანდახან, როცა დაკარგულს იბრუნებ, შენს მდგომარეობას უფრო მეტად აფასებ. ვტკბები ყოველი წუთით, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ვატარებ.

გოლები კარგია და იმედი მაქვს, რომ ევროს შემდეგ წინ მხოლოდ რაული და ვილია იქნებიან, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ნაკრებს დავეხმარო. ცუდი დროება უკან მოვიტოვე, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ", - განაცხადა მატჩის შემდეგ 28 წლის ფორვარდმა.

აქვე გთავაზობთ ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ტოპ-10 გოლეადორს.

ფეხბურთელი გოლი თამაში

1. დავიდ ვილია 51 82

2. რაული 44 102

3. ფერნანდო იერო 29 89

4. ფერნანდო ტორესი 28 92

5. ფერნანდო მორიენტესი 27 47

6. ემილიო ბუტრაგენიო 26 69

7. ალფრედო დი სტეფანო 23 31

8. ხულიო სალინასი 23 56

9. მიჩელი 21 66

10. ტელმო ზარა 20 20

კასილიასი და მოგება სინონიმები გახდნენ

იკერ კასილიასი მატჩის მიწურულსღა ჩაერთო თამაშში, მაგრამ ეს საკმარისი გახდა, რომ ესპანეთის ნაკრების კაპიტანს რეკორდი დაემყარებინა - აქამდე არავის, არც ერთ ეროვნულ ნაკრებში არ მოუგია ამდენი თამაში - იკერმა ნაკრების ფორმა 130-ედ ჩაიცვა და 95-ე გამარჯვება იზეიმა.

აქამდე რეკორდი ორ ფეხბურთელს ეკუთვნოდა - ფრანგ ლილიან ტურამსა და ეგვიპტელ აჰმედ ჰასანს.

31 კასილიასი ანგარიშზე კიდევ ორი დიდი მიღწევაა - მან 74-ჯერ შეძლო ნაკრების კარის "მშრალად შენახვა". და ის მსოფლიოს გოლკიპერთა შორის მე-4 ადგილზე გადავიდა ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით.

პირველზე საუდის არაბეთის ლეგენდარული მეკარე მოჰამედ ალ-დეაიაა 178 მატჩით. შემდეგ მოდიან თომას რაველი (შვედეთი) - 143 და ლი ვონ-იაე (კორეა) - 132. არაბის რეკორდის რა მოგახსენოთ და დანარჩენ ორს კასილიასი მომავალში ალბათ გაუსწრებს.

საუკეთესო სანტი

როგორც ჩანს, ევრო 2012-ზე ესპანეთის ნაკრებს ახალი ლიდერი ეყოლება - 27 წლის სანტიაგო კასორლა გონსალესი. "მალაგაში" გადასვლის შემდეგ კასორლა კიდევ უფრო კარგად ათამაშდა.

ასტურიელი საუკეთესო იყო სამხრეთ კორეელებთან მატჩში. პირველ ტაიმში საშინელი ძალით დაურტყა აზიელთა გოლკიპერს, თუმცა გოლი არ გავიდა, მეორეში კი სანტიმ ცოცხალ კედელს ქვემოდან გაუძვრინა ბურთი და ესპანელთა მესამე გოლი გაიტანა. ეს კასორლას მე-7 გოლია ეროვნულ ნაკრებში.

ისევ უბარსელონოდ

ესპანეთის ნაკრები ისევ "ბარსელონას" ფეხბურთელების გარეშე გავიდა ფონს. დელ ბოსკემ დასვენების საშუალება მისცა ფინალის ბატალიებგამოვლილი ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი, ანდრეს ინიესტა და პედრო (ისინი შეკრებაზე დღეს გამოცხადდებიან). ტრავმირებულია სესკ ფაბრეგასი.

მოკლედ, დელ ბოსკეს ვერ ვცნობთ: ათამაშებს იმათ, რომლებიც ფინალურ ეტაპზე არ მიჰყავს და ასევენებს ფინალურ ეტაპზე წამსვლელებს. არადა, ჯერ მხოლოდ 61 წლისაა...

ყველაფერი კარგად იყო

"ყველაფერი პოზიტიურად წარიმართა. ჩვენ ბევრი გოლი გავიტანეთ და არავინ დაშავებულა. მეტოქის მთავარი ამოცანა იყო - ესპანეთის ნაკრებს არ ეთამაშა კარგი ფეხბურთი.

ყველა იმ ფეხბურთელმა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე არ მიმყავს, კარგად ითამაშა. 1 ივნისიდან უკვე სხვა გუნდი მეყოლება და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა