ნიუ იორკში გაიმართა 2012 წლის დრაფტის ლატარია
ნიუ იორკში გაიმართა 2012 წლის დრაფტის ლატარია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ლიგის 14 ყველაზე სუსტი გუნდი. მათ ერთმანეთში უნდა გაენაწილებინათ მომავალ დრაფტზე ახალგაზრდა კალათბურთელების არჩევის უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ "შარლოტ ბობკეტსმა" რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა და მომავალ დრაფტზე პირველი ნომრის მიღების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა, ბედმა "ნიუ ორლეან ჰორნეტს" გაუღიმა. სწორედ მან მოიგო 2012 წლის დრაფტის ლატარია.

"ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია მომავალი გამარჯვებებისკენ", - განაცხადა კლუბის მფლობელმა ტომ ბენსონმა.

სხვათა შორის "ნიუ ორლეანს" პირველ რაუნდში ორი კალათბურთელის არჩევის უფლება ექნება.

ეს პრივილეგია "კლიპერსში" კრის პოლის ტრეიდის წყალობით ერგო. როგორც ვარაუდობენ, "ჰორნეტსი" პირველ ნომრად კენტუკის უნივერსიტეტის ცენტრს ენტონი დევისს აირჩევს.

"შარლოტში" კი დრაფტის ლატარიაში წაგება მშვიდად მიიღეს.

"ჩვენ მაინც ავიყვანათ ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელს. როცა გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ შვიდ მატჩს მოიგებს, მას შემადგენლობის გასაძლიერებლად ფართო არეალი ექმნება", - აღნიშნა "შარლოტის" გენერალურმა მენეჯერმა რიკ ჩომ.

დრაფტის 14 საუკეთესო კალათბურთელს ასეთი თანმიმდევრობით აირჩევენ:

1. ნიუ ორლეანი

2. შარლოტი

3. ვაშინგტონი

4. კლივლენდი

5. საკრამენტო

6. ბრუკლინი

7. გოლდენ სტეიტი

8. ტორონტო

9. დეტროიტი

10. ნიუ ორლეანი

11. პორტლენდი

12. მილუოკი

13. ფინიქსი

14. ჰიუსტონი

"ბრუკლინის" ნაცვლად მეექვსე ნომრად "პორტლენდი" აირჩევს. "ბლეიზერსმა" ეს უფლება ტრეიდის მეშვეობით მოიპოვა.

2012 წლის დრაფტის ცერემონია 28 ივნისს ნიუ ჯერსიში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"