ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

როლან გაროსი. V დღე: მარათონელი ჯონ ისნერი

როლან გაროსი. V დღე: მარათონელი ჯონ ისნერი

ამერიკელი ჯონ ისნერი კიდევ ერთხელ შევიდა ჩოგბურთის ისტორიაში

ამერიკელი ჯონ ისნერი კიდევ ერთხელ შევიდა ჩოგბურთის ისტორიაში. სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს არასოდეს დაავიწყდებიათ 2010 წლის უიმბლდონი, როცა ისნერმა ისტორიაში ყველაზე გრძელი მატჩი ითამაშა ფრანგი ნიკოლა მაუს წინააღმდეგ. მაშინ მეხუთე სეტი ამერიკელმა 70:68 მოიგო.

გუშინ, როლან გაროსზე ისნერს ისევ ფრანგი მოწინააღმდეგე ჰყავდა - პოლ-ანრი მატიო. და ამჯერადაც, ისნერი პოლ-ანრისთან ერთად რამდენიმე რეკორდის თანამონაწილე გახდა. ამ მატჩში ჩატარდა ყველაზე გრძელი მეხუთე სეტი როლან გაროსის ისტორიაში, გარდა ამისა, გათამაშდა ყველაზე მეტი გეიმი მატჩში - 76.

მატიომ 69 "ვინერსი" და 40 უნებლიე შეცდომა დააგროვა, ისნერის ანალოგიური მაჩვენებლები იყო - 107 "ვინერსი" და 98 უნებლიე შეცომა. ჯონმა 41 ეისი ჩააწოდა, სულ კი ჩოგბურთელებმა 449 ბურთი გაითამაშეს.

მატჩი 5 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა (ხანგრძლივობით მეორე როლან გაროსზე და მეოთხე "დიდი სლემის" ტურნირებზე).

რაც შეეხება მატჩის საბოლოო შედეგს, გამარჯვებული მატიო გამოვიდა - 6:7(2), 6:4, 6:4, 2:6, 18:16. ფრანგი უფრო იმსახურებდა შემდეგ წრეში გასვლას. მას 24 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (17 მეხუთე სეტში), ისნერს მხოლოდ ოთხი. ამერიკელმა ექვსი მატჩბოლი მოიგერია, თავად კი ასეთი შანსი არცერთხელ არ ჰქონია.

სხვა მხრივ, გუშინდელმა დღემ მშვიდად, განსაკუთრებული სენსაციების გარეშე ჩაიარა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, მე-19 ნომრად განთესილი ელენა იანკოვიჩის წაგება იყო.

სერბი უზბეკეთში დაბადებულ ამერიკელთან ვარვარა ლეპჩენკოსთან დამარცხდა. თამაში სამი საათი და ექვსი წუთი გაგრძელდა და ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 7:6(4), 4:6, 6:4. ლეპჩენკო კარიერაში "დიდი სლემის" ტურნირებზე მეთხუთმეტედ თამაშობდა და პირველად გავიდა მესამე წრეში.

გუშინდელმა დღემ დაადასტურა ენდი მიურეის პრობლემები. როგორც იცით, ბრიტანელს ბოლო დროს მოსვენებას არ აძლევს ზურგის ტრავმა და ერთი პირობა, ენდი როლან გაროსის გამოტოვებას აპირებდა. დაზიანებამ მიურეის გუშინ, ფინელ იარკო ნიემინენთან მატჩში შეახსენა თავი.

ბრიტანელმა სტარტზე ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და კორტზე ექიმს უხმო. თამაში დაახლოებით ათ წუთში გაგრძელდა და მიურეიმ მაშინვე ბრეიკი გააკეთა, თუმცა პირველი პარტიის გადარჩენა ვერ შეძლო.

ბრძოლა იყო მეორე სეტშიც, რომელიც ნიემინენის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მიურეი დროულად მოეგო გონს და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი 4:4-ზე თავად აიღო მეტოქის მოწოდება და ამის შემდეგ ბრიტანელის უპირატესობა ეჭვი აღარ იწვევდა.

II წრე

კაცები

ფაბიო ფონინი (იტა)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 28) 6:2, 3:6, 4:6, 6:3, 8:6; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-სედრიკ-მარსელ შტებე (გერ) 6:2, 4:6, 6:2, 6:1; დავიდ გოფენი (ბელ)-არნო კლემანი (საფ) 3:6, 7:6(2), 0:6, 6:2, 6:1; დავიდ ფერერი (ესპ, 6)-ბენუა პერი (საფ) 6:3, 6:3, 6:2; მიხაილ იუჟნი (რუს, 27)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:3, 7:6(5), 6:4; პოლ-ანრი მატიო (საფ)-ჯონ ისნერი (აშშ, 10) 6:7(2), 6:4, 6:4, 3:6, 18:16; ტომი ჰაასი (გერ)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:2, 6:3, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 17)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 5:7, 7:5, 6:2, 6:3; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 25) 6:4, 6:1, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-იარკო ნიემინენი (ფინ) 1:6, 6:4, 6:1, 6:2; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ჟერემი შარდი (საფ) 7:6(4), 6:1, 7:5; ჟულიან ბენეტო (საფ, 29)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:4, 6:4, 6:4; ლეონარდო მაიერი (არგ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 24) 7:6(5), 7:6(4), 7:5; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 6:3, 7:5; ხუან მონაკო (არგ, 13)-ლუკას როსოლი (ჩეხ) 7:6(4), 6:0, 7:6(5); მილოშ რაონიჩი (კან, 19)-იესე ლევინი (აშშ) 6:4, 7:5, 6:2; ედუარდო შვანკი (არგ)-ფლორიან მაიერი (გერ, 32) 2:6, 6:3, 6:4, 7:6(4); რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-დენის ისტომინი (უზბ) 6:2, 6:2, 6:0.

ქალები

ანჟელიკ კერბერი (გერ, 10)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:3, 6:2; ნა ლი (ჩინ, 7)-სტეფანი ფორეტცი (საფ) 6:0, 6:2; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-ლორენ დევისი (აშშ) 6:1, 6:3; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:1, 6:0; კარლა სუარესი ნავარო (ესპ)-სესილ კარატანჩევა (ყაზ) 4:6, 6:4, 6:1; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 14)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 2:6, 6:3, 6:1; ვარვარა ლეპჩენკი (აშშ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 19) 7:6(4), 4,6, 6:4; ნინა ბრატჩიკოვა (რუს)-კლერ ფოიერშტეინი (საფ) 3:6, 6:3, 7:5; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:1, 6:3; არანჩა რუსი (ჰოლ)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:3, 7:6(3); იულია გორგესი (გერ, 25)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:3, 6:4; კაია კანეპი (ესტ, 23)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:4, 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 9)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:1, 6:4; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-მარია კირილენკო (რუს, 16) 6:4, 3:6, 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 22)-მელინა ჩინკი (უნგ) 4:6, 6:3, 6:3; შუაი პენგი (ჩინ, 28)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა

ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა

"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა