მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა სერბმა ჯოკოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ოლიმპიადაზე არ ითამაშებს

მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ოლიმპიადაზე არ ითამაშებს შერეულ წყვილთა თანრიგში.

შეგახსენებთ, ადრე ვრცელდებდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონში ჯოკოვიჩი ელენა იანკოვიჩთან ან ანა ივანოვიჩთან ერთად ითამაშებდა მიქსტში.

"სავარაუდოდ, არ ვითამაშებ შერეულ წყვილთა თანრიგში, რადგან უკვე დავგეგმე ერთეულებსა და წყვილებში თამაში.

ვფიქრობ, სამ ფრონტზე გამოსვლა მეტისმეტი დატვირთვა იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ. მაგრამ, საერთო ჯამში, მხარს ვუჭერ ამ ტურნირს. აქამდე რატომ არ უნდა ყოფილიყო ოლიმპიადაზე შეჯიბრი შერეული წყვილებისთვის?!" - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ოლიმიადის წინ გაურკვევლობაშია როჯერ ფედერერიც. მან ჯერ არ იცის, გახდება თუ არა ლონდონის თამაშების გახსნის ცერემონიაზე შვეიცარიის ოლიმპიური ნაკრების მედროშე. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა აღნიშნა, რომ ძალიან უნდა ამის გაკეთება.

"არ ვიცი, ჩამაბარებენ თუ არა ოლიმპიადაზე შვეიცარიის დროშას. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მომისმენია - ჩემამდე მხოლოდ ჭორები აღწევს. ამას კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავაკეთებდი.

ორჯერ ვიყავი ნაკრების მედროშე: ათენსა და პეკინში. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი ოცნების ასრულება იყო.

მოუთმენლად ველი ჩემს მეოთხე ოლიმპიადას", - ამბობს როლან გაროსის ოფიციალურ ვებგვერდზე ფედერერი.

როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, როჯერ ფედერერი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებული მატჩების რაოდენობით. აი როგორ გამოიყურება ამ მაჩვენებლით ყველა დროის საუკეთესო ათეული, რომელშიც სულ მალე შეიძლება შევიდნენ რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ჩოგბურთელი წლები AO RG WIM US სულ

1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 1999-2012 63-9 51-12 59-7 61-7 234-35

2. ჯიმი კონორსი (აშშ) 1970-1992 11-1 4 0-13 84-18 98-17 233-49

3. ანდრე აგასი (აშშ) 1986-2006 48-5 51-16 46-13 79-19 224-53

4. ივან ლენდლი (აშშ) 1978-1994 48-10 53-12 48-14 73-13 222-49

5. როი ემერსონი (ავსტრალია) 1954-1971 46-9 50-11 60-14 61-14 217-48

6. პიტს სამპრასი (აშშ) 1988-2002 45-9 24-13 63-7 71-9 203-38

7. სტეფან ედბერგი (შვედეთი) 1983-1996 56-10 30-13 49-12 43-12 178-47

8. კენ როზუოლი (ავსტრალია) 1951-1978 40-9 24-3 47-11 57-10 168-33

9. ჯონ მაკინროი (აშშ) 1977-1992 18-5 25-10 59-11 62-15 164-41

10. ბორის ბეკერი (გერმანია) 1984-1999 29-9 26-9 71-12 37-10 163-40

რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 2003-2012 35-7 46-1 35-5 34-8 150-21

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 2005 - 2012 32-5 27-7 27-6 33-6 119-24

შენიშვნა: AO - ავსტრალიის ღია, RG - როლან გაროსი; WIM - უიმბლდონი; US - აშშ-ის ღია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა