მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ როლან გაროსის ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა ინტერვიუ
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ როლან გაროსის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა ინტერვიუ, სადაც ილაპარაკა თავის გზაზე პროფესიულ ტურში, აგრეთვე ჩოგბურთის მიღმა საკუთარ პრიორიტეტებზე.

- თუ გახსოვთ პირველი მატჩი WTA-ის ტურში?

- სიმართლე გითხრათ, კარგად არ მახსოვს ჩემი პირველი მატჩი. როცა დღევანდელი დღით ცხოვრობ, კარიერის აქტიურ ფაზაში იმყოფები, ოდნავ რთულია წარსულში დაბრუნება. შესაძლოა, ეს კარიერის დასრულების შემდეგ გავაკეთო. დღეს ყველაზე კარგად მახსოვს ჩემი წარმატება უიმბლდონზე და ტრიუმფი 2011 წელს ფედერაციის თასზე. ეს ფანტასტიკური სეზონი იყო.

- ბუნებრივია თუ არა ჩეხი ჩოგბურთელისთვის იყოს მარტინა ნავრატილოვას თაყვანისმცემელი?

- შესაძლოა. არ ვიცი რას ფიქრობენ სხვა გოგონები, მაგრამ მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი თამაშით, გამარჯვებებით და ხასიათის სიმტკიცით. მას ძალიან გონიერი მიდგომა ჰქონდა ჩოგბურთის მიმართ, აგრეთვე სასიამოვნოა ურთიერთობაში.

- თქვენი სიმაღლით (183 სმ) შეგეძლოთ კალათბურთში ან ფრენბურთში წასულიყავით - ჩოგბურთის გარდა, ეს თქვენთვის სპორტის ორი საყვარელი სახეობაა. ჩოგბურთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება გაგიჭირდათ?

- ათ წლამდე ვიცდიდი, სანამ საბოლოო არჩევანს გავაკეთებდი. როგორც კი ჩოგბურთზე შევჩერდი, სხვას ყველაფერს თავი დავანებე. კალათბურთს კოლეჯში ვთამაშობდი, მაგრამ საკლუბო დონეზე არასოდეს გამოვსულვარ. თუმცა ფრენბურთით სერიოზულად ვიყავი დაკავებული.

- კორტზე მაქსიმალურად გაწონასწორებული ხართ. როგორ აღნიშნავთ გამარჯვებებს?

- ჭკუიდან არ გადავდივარ, რადგან არ გახლავართ ხმაურიანი საღამოების მოყვარული. თითქმის არ ვეტანები სპირტიან სასმელებს - ეს უბრალოდ ჩემი არ არის. მიყვარს რესტორანში ნათესავებთან, მეგობრებთან და საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად სტუმრობა, მათთან ერთად გემრიელი კერძების მირთმევა.

- მამათქვენი და თქვენი ძმა სკოლაში მუშაობენ, მეორე ძმა – ინჟინერია. როგორც ჩანს, თქვენს ოჯახში განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თქვენ გამონაკლისი ხართ?

- მამაჩემი კატეგორიულად მოითხოვდა კოლეჯი დამემთავრებინა და დიპლომი ამეღო. კარგი მოსწავლე ვიყავი.

ყოველთვის მესმოდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ პროფესიულ ტურში გამოსვლისას არ შემიძლია უნივერსიტეტში სწავლა. მივიღებ თუ არა უმაღლეს განათლებას კარიერის დასრულების შემდეგ? ჯერჯერობით ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი.

- ბევრი ჩოგბურთელი ვერ დაიკვეხნის ისეთი ძლიერი მოწოდებით, როგორიც თქვენ გაქვთ. ამას ბავშვობაში ბიჭების ცემით მიაღწიეთ?

- არა, რა თქმა უნდა (იცინის). ძირითადად, სიმაღლე მეხმარება. აგრესიულად ვთამაშობ უკანა ხაზზე, ამიტომაც მიყვარს შეტევა და ძლიერი დარტყმების შესრულება. ძალა არ არის მთავარი ჩემს თამაშში, მნიშვნელოვანია ზუსტად მოვარტყა ბურთს და კორტის კუთხეში ჩავაგდო.

- როგორც მეოთხე ჩოგანს, გიადვილდებათ ახალგაზრდა მამაკაცების მოხიბვლა?

- მე მყავს ბოიფრენდი, ასე რომ, არაფრის თქმა არ შემიძლია. ერთმანეთი 2011 წლის სეზონის წინ გავიცანით.

- ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მოპოვებულ მილიონებს რას უშვებით?

- ფულს ბანკში ვინახავ და ვცდილობ ბევრი არ დავხარჯო. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. ასე რომ, სიმართლე გითხრათ დიდად არ ვღელავ ამის გამო.

- რომელ ღონისძიებაზე დასასწრებად არ დაინანებდით ფულს?

- მომღერალ Pink-ის კონცერტზე დასასწრებად. ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ.

- შეგიძლიათ შეასრულოთ რაიმე ჩეხური სიმღერა?

- ჩეხური ესტრადა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა არ ვიმღერებ - ასე უკეთესი იქნება თქვენთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა