სამი ტურის შემდეგ ჩემპიონატს უდანაკარგოდ ორი ლიდერი ჰყავს - ჩინელი ჰუნ ქიანი და პია კრამლინგი

პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ინიციატივით 31 მაისს ბათუმში დაიწყო რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი: 25 წუთს + 10 წამი ყოველ სვლაზე) ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 18 ქვეყნის 50 წარმომადგენელი ჩაება.

პირველ ტურში ასპარეზობის სლოვენიელი რეიტინგფავორიტი ანა მუზიჩუკი (2592) შავი ფიგურებით 2000 წლის ევროპის ჩემპიონ ნატალია ჟუკოვას (უკრაინა) დაუზავდა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ინდოელმა ჰამფი კონერუმ (2589) ნინო ბაციაშვილი დაამარცხა. გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა ჟაო სიუმ (ჩინეთი) თანაგუნდელ თან ჟონის სძლია.

წარმატებას მიაღწია ნანა ძაგნიძემ - თეთრი ფიგურებით მან შოტლანდიაში გათხოვილ თანამემამულე ქეთევან არახამია-გრანტს აჯობა.

შესანიშნავად წარმართეს თავიანთი პარტიები ხუთ-ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონებმა - ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ, რომლებმაც, შესაბამისად, გერმანელი ელიზაბეტ პეტცი და მაია ლომინეიშვილი დაამარცხეს.

ჩვენებურთა პირველი ტურის პარტიები ასე დამთავრდა: სოფიკო ხუხაშვილი - ვალენტინა გუნინა (რუსეთი, ევროპის ჩემპიონი) 0:1, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი) - სალომე მელია 1:0, ვან იუე (ჩინეთი) - ბელა ხოტენაშვილი 1:0, მერი არაბიძე - მონიკა სოჩკო (პოლონეთი) 0,5:0,5, პია კრამლინგი (შვედეთი, ორგზის ევროპის ჩემპიონი) - მაკა ფურცელაძე 1:0, ირინა კრუში (აშშ) - სოფიო გვეტაძე 0,5:0,5, ინგა ჭარხალაშვილი - ნინო ხურციძე 0,5:0,5, მირანდა მიქაძე - ანა უშენინა (უკრაინა) 0:1, ლელა ჯავახიშვილი - მაშა კლინოვა (ისრაელი) 1:0, ნათია ჯანჯღავა - ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი) 0:1, სვეტლანა ბეზგოდოვა (რუსეთი) - ანა მათნაძე (ესპანეთი) 1:0.

ასევე საინტერესო იყო რამდენიმე პაექრობა სახელოვანი დიდოსტატების მონაწილეობით: ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) - კატერინა ლაგნო (უკრაინა, ორგზის ევროპის ჩემპიონი) 0,5:0,5, ჟუ ჩენი (ყატარი, მსოფლიოს ჩემპიონი) - გუო ქი (ჩინეთი) 1:0, გულნარა მამადოვა (აზერბაიჯანი) - ალექსანდრა კოსტენიუი (მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი) 0:1, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, ორგზის ევროპის ჩემპიონი) - ჰუან ქიანი (ჩინეთი) 0:1.

მეორე ტურში ერთქულიანთა და ჩვენებურთა ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: კოსტენიუკი - კონერუ 0,5:0,5, ჟაო სიუ - მარია მუზიჩუკი 1:0, უშენინა - ძაგნიძე 0,5:0,5, გუნინა - ჯავახიშვილი 0,5:0,5, მკრტიჩიანი - სტეფანოვა 0,5:0,5, პოგონინა - ჩიბურდანიძე 0:1, ჰუან ქიანი - ჟუ ჩენი 1:0, ვან იუე - დანიელიანი 1:0, გაფრინდაშვილი - კრამლინგი 0:1, ანა მუზიჩუკი - ბეზგოდოვა 1:0, სოჩკო - ჭარხალაშვილი 1:0, ხურციძე - კრუში 1:0, გვეტაძე - ჟუკოვა 1:0, ხოტენაშვილი - არაბიძე 1:0, მათნაძე - ფურცელაძე 1:0, ბაციაშვილი - მამადოვა 0:1, გურიელი - თან ჟონი 0:1, არახამია-გრანტი - მიქაძე 1:0, კლინოვა - ხუხაშვილი 1:0, მელია - ჯანჯღავა 1:0 ლომინეიშვილი - უმუდოვა 1:0. ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ჩიბურდანიძე, კრამლინგი, ჟაო სიუ, ჰუან ქიანი და ვან იუე დაწინაურდნენ.

მე-3 ტური. კრამლინგი - ჟაო სიუ 1:0, ჩიბურდანიძე - ქიანი 0:1, კონერუ - იუე 1:0, კოსტენიუკი - ა. მუზიჩუკი 1:0, ძაგნიძე - ხურციძე 0:1, უშენინა - ლაგნო 0,5:0,5, მკრტიჩიანი - გუნინა 0,5:0,5, სტეფანოვა - გვეტაძე 1:0, ჯავახიშვილი - სოჩკო 0,5:0,5, არახამია-გრანტი - ჰარიკა დრონავალი 0,5:0,5, კოვალევსკაია - ხოტენაშვილი 1:0, ჟუ ჩენი - მელია 1:0, ლომინეიშვილი - პეტცი 0:1, მ. მუზიჩუკი - გაფრინდაშვილი 1:0, მამადოვა - მათნაძე 0,5:0,5, ჟუკოვა - არაბიძე 1:0, ჭარხალაშვილი - ტ. კოსინცევა 0,5:0,5, მიქაძე - ბაციაშვილი 0:1, უმუდოვა - ხუხაშვილი 0,5:0,5, დინ ისინი - გურიელი 0:1, ფურცელაძე - ჯანჯღავა 1:0.

სამი ტურის შემდეგ ჩემპიონატს უდანაკარგოდ ორი ლიდერი ჰყავს - ჩინელი ჰუნ ქიანი და პია კრამლინგი.

ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან და მესამე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ ჰამფი კონერუ, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანტოანეტა სტეფანოვა და ნინო ხურციძე. 15 მოჭადრაკეს, მათ შორის - ჯავახიშვილსა და ჩიბურდანიძეს, 2-2 ქულა აქვს. დანარჩენ ქართველთა მონაგარი ასეთია: ძაგნიძე, გვეტაძე - 1,5-1,5, გაფრინდაშვილი, ჭარხალაშვილი, მელია, ლომინეიშვილი, ხოტენაშვილი, გურიელი, ფურცელაძე, ბაციაშვილი - 1-1, არაბიძე, ხუხაშვილი - 0,5:0,5, მიქაძე, ჯანჯღავა - 0 ქულა.

1 ივნისს ტურნირზე კიდევ სამი ტური გათამაშდება. მე-4 ტურში ლიდერები ასე დაწყვილდნენ: ქიანი - კრამლინგი, ხურციძე - კონერუ, სტეფანოვა - კოსტენიუკი, გუო ქი - ჩიბურდანიძეს გაუწევს მეტოქეობას, ჯავახიშვილი - ჟუ ჩენს, ძაგნიძე - კოვალევსკაიას, გვეტაძე - პოგონინას, ხოტენაშვილი - გაფრინდაშვილს, ფურცელაძე - დანიელიანს, ბაციაშვილი - ჭარხალაშვილს, მელია - გურიელს, კლინოვა - ლომინეიშვილს, არაბიძე - კრუშს, ხუხაშვილი - ისინის, ჯანჯღავა - მიქაძეს.

ბათუმში სტუმრები ლაღობენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა