ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები

ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

პირველად ნაკრებში გიგა ნორაკიძემ, ლევანიჩმა მიმიწვია და ჩემი სანაკრებო პირველი გოლიც მისი ხელმძღვანელობით გავუტანე აზერბაიჯანის ნაკრებს, რომელიც 6:3 დავამარცხეთ. ამის შემდეგ თექვსმეტი წელი საქართველოს ნაკრების ღირსებას ვიცავდი, რაც საამაყოც იყო და ამავე დროს, უდიდესი სიამოვნებაც.

ფიფა-უეფაში საქართველო 1992 წელს გაწევრიანდა, ხოლო პირველი შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ევროპის 1996 წლის საკვალიფიკაციო რაუნდი იყო. ნაკრების მწვრთნელად ალექსანდრე ჩივაძე დანიშნეს. მას არ ჰქონდა სამწვრთნელო განათლება, მაგრამ ჰქონდა ის, რისი სწავლაც არ შეიძლება და რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავ.

საშა ჩივაძე, დიდებული ლიბერო, თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი! ცხადია, ის ნაკრების ფეხბურთელებისთვისაც დიდი ავტორიტეტი გახლდათ.

საშა ჩივაძეს შეეძლო, გუნდში არაჩვეულებრივი ატმოსფერო შეექმნა, მისი სიტყვები ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა. ტაქტიკური სვლებით არ გამოირჩეოდა, უფრო ფეხბურთელების ინდივიდუალიზმზე ცდილობდა თამაშის და გუნდის აწყობას.

შეიძლება ითქვას, ჩივაძე ყველა ფეხბურთელის ნიჭის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობდა.

ფიფას ეგიდით, პირველი საერთაშორისო მატჩი თბილისში გაიმართა. ჩვენი მოწინააღმდეგე მალტის ნაკრები იყო. ეს ტესტ-მატჩი იყო საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანას უნდა ეჩვენებინა და დაერწმუნებინა უეფა და ფიფა, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო საერთაშორისო მატჩების ჩატარება. ამიტომ ამ თამაშს დიდი დატვირთვა ჰქონდა.

მალტის ნაკრებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ეს, ალბათ, ქართული ფეხბურთის დიდი ტრადიციების და ძველი წარმატებების ბრალი იყო.

საშა ჩივაძემ სასტარტო შემადგენლობა რომ დაასახელა, თავდასხმაში მხოლოდ მე ვიყავი. აჩი კი ძირითადში არ დააყენა. ერთი თავდამსხმელით თამაში მალტასთან ყველას გაუკვირდა. აჩი კი სულ გადაირია - მალტასთან თუ ერთი თავდამსხმელით ვთამაშობთ, გერმანელებთან, ალბათ, წინ საერთოდ არავინ გვეყოლებაო.

თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და, როცა ჩივაძემ შენიშვნა მისცა, ცრემლები ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო... ბუცები მოისროლა და გასახდელში მდგომარეობა ცოტა აირია... მე და რეზი, რა თქმა უნდა, ავღელდით და აჩის დაწყნარება ვცადეთ, მაგრამ ვთქვი, თუ აჩი ასეთ მდგომარეობაში იქნება, თამაში მეც ძალიან გამიჭირდება-მეთქი.

ბიჭებიც ჩაერთვნენ, ყველა უხსნიდა აჩის, რომ თამაში აუცილებლად მოუწევდა. ჩვენც მალევე მივხვდით, რომ ეს თამაშისთვის მზადებას ხელს უშლიდა. ასე არეულები გავედით სათამაშოდ...

თამაშის დასაწყისშივე მალტელებმა ჯარიმა გაგვიტანეს. მე ცოცხალ კედელში ვიდექი, როცა კარში დარტყმული ბურთი ფეხში მომხვდა, ტრაექტორია შეიცვალა და ჩვენი მეკარე უძლური აღმოჩნდა!..

0:1 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი. გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო...

ჩივაძემ იცოდა, რისი ბრალიც იყო ასეთი არეული თამაში და ამიტომაც შეეცადა ყველა დავეწყნარებინეთ. იმან, რაც მატჩის წინ გასახდელში მოხდა, ბუნებრივია, ფეხბურთელებზე უარყოფითად იმოქმედა.

მეორე ტაიმში ანგარიში გავათანაბრე და თამაში 1:1 დამთავრდა. მიუხედავად ცუდი შედეგისა, სტადიონზე არანაირი ექსცესი არ მომხდარა და საქართველომ გამოცდა კარგად ჩააბარა. ფიფა და უეფა დარწმუნდნენ, რომ ჩვენთან საერთაშორისო თამაშების ჩატარება არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა. ჩვენ კი ჩვენი თამაშით ვიყავით უკმაყოფილონი და მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ მომზადებას, დაწყნარებულ ნერვებს, როგორ მოქმედებს ფეხბურთელებზე ის, რაც გასახდელში ხდება...

ის დღე ყველამ კარგად დავიმახსოვრეთ... საშა ჩივაძემ კი, ჩვენი სიყვარულის გამო, მოითმინა და სცადა აეხსნა, რომ ყოველთვის ისე არ იქნება, როგორც ფეხბურთელებს სურთ... იცოდა, რომ ყველაფერი ფეხბურთის უზომო სიყვარულით მოგვდიოდა და ის ფეხბურთს ყველაფერს აპატიებდა!.. საშა ჩივაძემ კი აპატია ფეხბურთს, მაგრამ ფეხბურთმა არ დაგვინდო და მალტასთან თბილისში ფრე ვითამაშეთ!.. არც თამაში გამოგვივიდა და საერთოდ, ცუდად გამოვიყურებოდით.

ის დღე კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემთვის. მივხვდი, რომ მარტო ადამიანს კი არ უნდა მოექცე სწორად და პატივი სცე, არამედ იმ საქმესაც, რომელსაც ემსახურები და ძალიან გიყვარს...

ევროშესარჩევის პირველ მატჩში ჩვენი მეტოქე მოლდოვა იყო. თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები, პლუს საფრანგეთის ერთ-ერთ დივიზიონში მოთამაშე გია გურული და გერმანიის "აინტრახტში" მოასპარეზე კახა ცხადაძე - ასეთი გახლდათ ჩვენი ნაკრების კონტინგენტი.

ცხადია, ვნერვიულობდით, დაძაბულები ვიყავით... მეტოქის განადგურებას ვფიქრობდით.

თამაში ჩვენი დიდი უპირატესობით წარიმართა, ბევრი საგოლე მომენტის გამოყენება ვერ შევძელით, მაგრამ საერთო ჯამში არაფერი გამოგვივიდა და 0:1 წავაგეთ. მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შემეძლო, თუმცა გიოს კარგი გადაცემის შემდეგ ბურთი ძელს გავარტყი... მოლდოვასთან მარცხი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გულშემატკივარი ძალიან უკმაყოფილო, გაწბილებული დარჩა. გასახდელში შესულებმაც ვერაფერი ვთქვით, ყველანი ჩუმად ვიყავით, მათ შორის ჩივაძეც...

მეორე შესარჩევში მატჩი სტუმრად - ბულგარეთთან გვქონდა - მსოფლიო პრიზიორ და ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდთან, რომელსაც ხრისტო სტოიჩკოვი კაპიტნობდა.

ჩვენ ტრავმირებული თემურ ქეცბაია შემოგვემატა, რომელმაც შეტევა უფრო გააძლიერა და საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ... სანამ ანგარიში 0:0 იყო, ყველაფერი კარგად მიგვდიოდა, მეორე ტაიმის ბოლოს კი მოედანზე ემილ კოსტანდინოვი შემოვიდა, ორი გოლი გაგვიტანა და 0:2-ით წავაგეთ.

გამოცდილება არ გვეყო, თორემ არ იყო წასაგები თამაში. დავმარცხდით, მაგრამ თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაინც კმაყოფილები ვიყავით იმით, რომ ბულგარეთმა თავში ხელი კი არ წამოგვარტყა, არამედ ძლივს, მხოლოდ გამოცდილების ხარჯზე მოგვიგო. ჩვენი თამაშის ხარისხმა იოლად გადაგვატანინა ეს წაგება, მაგრამ ამან ჩვენი გუნდის ხასიათზე იმოქმედა.

მესამე შესარჩევი შეხვედრა თბილისში გვქონდა - უელსთან. თემურ ქეცბაიაც უკვე იდეალურ ფორმაში იყო და მისი დიდებული გოლით დავწინაურდით - 5:0 მოვიგეთ!.. ერთი გოლი მეც გავიტანე. არადა, უელსს სერიოზული შემადგენლობა ჰყავდა. ბრიტანული ფეხბურთის ორი დიდი ლეგენდა: მარკ ჰიუზი და იან რაში. მთელმა საქართველომ ძალიან გაიხარა. ყველა გოლი განსაკუთრებულად ლამაზი გამოვიდა (იხილეთ ვიდეო).

უელსის მერე ალბანეთსაც ვესტუმრეთ ტირანაში და 1:0-ით დავამარცხეთ. გოლი ზაზა რევიშვილის პასით შევაგდე. ზედიზედ ორმა გამარჯვებამ ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალისტად აქცია. ხალხმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩვენი მოხვედრა რეალობად მიიჩნია.

მოლდოვას, ალბანეთის, უელსის და ბულგარეთის გარდა, შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქე გერმანიაც იყო.

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დევიდ აირონს

ეს თამაშები გუშინდელი დღესავით მახსოვს... როგორ გაგვიტანა ბუზუტილმა პირველ ოფიციალურ მატჩში გოლი.... შემდეგ შესარჩევში მოლდოველმა ოპრიამ... მაგ თამაშმა ფაქტიურად ბევრი რამ გადაწყვიტა, რასაც არერთხელ სინანულით ვიხსენებდით გულშემატკივარი თუ კომენტატორი...ცხონებული კოტე მახარაძე... მასეთი ძლიერი ნაკრები, მას შემდეგ მე არ მახსოვს....იმედია, ისევ ისე და უკეთაც ითამაშებენ ჩვენი ბიჭები...

• ნინო

ვგიჟდები ამ ძმებზე

• Gio

მე ამ კაცს ძალიან დიდ პატივს ვცემ,და მომავალ საქართველოს ნაკრების მწვრთნელადაც მას მოვიაზრებ !

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა