საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მომხდარი ამბების შესახებ სისტემატურად გატყობინებთ, ახლა კი მეტოქეთა ბანაკებს გადავხედოთ და ვნახოთ...

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მომხდარი ამბების შესახებ სისტემატურად გატყობინებთ, ახლა კი მეტოქეთა ბანაკებს გადავხედოთ და ვნახოთ, როგორ ემზადებიან ჩვენი გუნდის მომავალი მოწინააღმდეგეები თბილისში გასამართი პირველი რაუნდისთვის. შეგახსენებთ, ოთხგუნდიანი მინიტურნირი ოქტომბრის ბოლოს თბილისში გაიმართება და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში თამაშის უფლებას ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საქართველოს ნაკრებს წილისყრაში აშკარად არ გაუმართლა და ინგლისის, შვედეთისა და პოლონეთის სახით ძლიერი მეტოქეები ერგო.

მეტოქეების შესახებ ბოლოს გაზაფხულზე გიამბეთ და ამიტომაც, ახლა ის ვნახოთ, როგორ გაატარეს მათ ზაფხულის პერიოდი.

დავიწყოთ ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებით. ბრიტანელებს, ისევე როგორც ჩვბენს დანარჩენ მეტოქეებს, მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში სპარინგ-მატჩები და საერთაშორისო ტურნირები არ მოჰკლებიათ. მათთვის ყველაზე დატვირთული თვე აგვისტო იყო. აგვისტოს დასაწყისში ინგლისელებმა საერთაშორისო ტურნირი მოიგეს. იქ მათ ოთხი მატჩი ჩაატარეს და ოთხივეში გაიმარჯვეს. ჯგუფში ინგლისელებმა ფინეთი 5:0 გაანადგურეს, დანიას 2:0 სძლიეს, ისლანდიას კი 2:1 მოუგეს. ფინალურ შეხვედრაში ალბიონელებმა ჩვენს კიდევ ერთ მეტოქეს, შვედეთს 2:1 სძლიეს.

აგვისტოს ბოლოს ინგლისში კიდევ ერთი შეჯიბრება გაიმართა, სადაც მასპინძლებმა ასევე დამაჯერებლად იმარჯვეს. ოთხთა ტურნირი წრიულად წარიმართა. სასტარტო ტურში ინგლისმა თურქეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა და პირველობა არავის დაუთმო. მასპინძლებმა ავსტრალია და პორტუგალია შესაბამისად, 4:0 და 3:1 დაამარცხეს.

მოკლედ, როგორც ხედავთ, ინგლისელებმა ბოლო თვეებში შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს და ერთის გარდა, ყველა მატჩი გაიმარჯვეს.

გადავინაცვლოთ შვედთა ბანაკში. სკანდინავებს მთლად ინგლისელთა დარი შედეგები არ აქვთ, მაგრამ მაინც მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ივნისში შვედეთის 17-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთს უმასპინძლა და მის წინააღმდეგ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ორივე მატჩი ფრედ, ერთნაირი ანგარიშით 2:2 დასრულდა.

როგორც უკვე გითხარით, აგვისტოს ბოლოს გამართულ ტურნირზე შვედეთი ინგლისთან 1:2 დამარცხდა, სამაგიეროდ, 2:1 სძლია შოტლანდიას, 9:0 გაანადგურა ფარერები და ფრედ, 2:2 ითამაშა ნორვეგიასთან. სექტემბრის ბოლოს შვედები სერბეთს ესტუმრებიან და 28 და 30 სექტემბერს იქაურ 17-წლამდელებს ესპარინგებიან.

პოლონელებმა აგვისტოს დასაწყისში ლიტვა 5:0 გაანადგურეს, რასაც უელსში სტუმრობა მოჰყვა. პირველი მატჩი იქ პოლონელმა 17-წლამდელებმა მასპინძლებს 2:1 მოუგეს, მეორე კი ფრედ, 2:2 დასრულდა. ამის შემდე პოლონეთმა ლიტვას 3:0 სძლია.

ამჟამად პოლონელები უკრაინაში იმყოფებიან საერთაშორისო ტურნირზე, სადაც სასტარტო მატჩში ჩეხეთი 3:2 დაამარცხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Rezo Chkhaidze
ჰოლანდია (17)14 - 0 საქართველო (17 სამარცხვინოა!!!!!!!!
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა