იტალიაში აგორებული სკანდალის გამო "სკუადრა აძურას" თავკაცი ჩეზარე პრანდელი მზადაა, გუნდი ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნას
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრები მზადაა, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიდან მოიხსნას იმ სკანდალის გამო, რომელიც გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ქვეყანაში ისევ გაჩაღდა.

"თუ გვეტყვიან, რომ ეს იტალიური ფეხბურთის ინტერესებშია და ასე უკეთესი იქნება, მზად ვართ, ევროპის ჩემპიონატზე არ წავიდეთ, ეს პრობლემა არ იქნება.

რაც შეეხება მდგომარეობისადმი ჩემს პირად დამოკიდებულებას, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება. არსებობს რაღაცები, რასაც უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევ.

ამავე დროს, ჯვაროსნული ლაშქრობების მომხრე არ ვარ. ვიდრე რომელიმე მხარის აზრს გავიზიარებდე, მშვიდად ფიქრი მიყვარს. რა თქმა უნდა, ახლა მხოლოდ ფეხბურთზე საუბარს ვისურვებდი და არა ამ ყველაფერზე, თუმცა მომხდარი სხვაგვარად მოქცევას გვაიძულებს.

ახლა მხოლოდ იმაში შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მოთამაშეები, რომლებითაც გამოძიება ინტერესდება, ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების წევრები არ იქნებიან", - განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ დომენიკო კრიშიტო, რომლის საქმესაც პოლიცია იძიებს, იტალიის ნაკრების შემადგენლობიდან უკვე გარიცხეს, თუმცა ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი კვლავ განაცხადში რჩება.

ბონუჩის საქმესაც პოლიცია იძიებს, თუმცა იტალიის ნაკრების ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ "იუვენტუსის" მცველს, კრიშიტოსგან განსხვავებით, სამართალდამცველებისგან ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია.

ასევე იხილეთ:

ჯანლუიჯი ბუფონი: სამარცხვინოა, როდესაც პოლიციის დაინტერესების შესახებ ადამიანი პრესიდან იგებს

რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დააკავეს

სკანდალი იტალიაში: დომენიკო კრიშიტო ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

იტალიური პოლიცია კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს

იტალია: პოლიცია, კორუფცია, ნგრევა და 1000 უბედურება

toka
უეჭველი უნდა მიიღონ მონაწილეობა ! იტალიის გარეშე მუღამი არ ექნება Forza Italy
vato
იტალიის და წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების გარეშე ევროპის ჩემპიონატს რა ხიბლი ექნება http://trophymanager.com/?c=2101904 საუკეთესო ონლაინ საფეხბურთო მენეჯერია შემოგვიერთდით
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა