სერბეთთან ამხანაგურ მატჩში იან მ’ვილამ უკვე მე-5 წუთზე სერიოზული ტრავმა მიიღო
ამხანაგური მატჩი

საფრანგეთი-სერბეთი 2:0

საფრანგეთი: ლორისი, მექსესი (რამი 72), რევეიერი, კოშელნი, კაბაი (მარტენი 61), რიბერი (ჟირუ 62), ნასრი, მალუდა (ბენ არფა 77), მ’ვილა (დიარა 7), ბენზემა (მენეზი 62)

სერბეთი: ბრკიჩი, ნინკოვი, რაიკოვიჩი, ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, მლადენოვიჩი (კოლაროვი 60), იანკოვიჩი (ლაზოვიჩი 76), ფეისა (რადოვანოვიჩი 60), მატიჩი (მიაილოვიჩი 61), ტადიჩი (ტომიჩი 80), შეპოვიჩი

გოლები: 1:0 რიბერი (11), 2:0 მალუდა (16)

ისლანდიასთან მატჩის დებიუტი ფრანგებმა ძალიან ცუდად ჩაატარეს და კუნძულელებს პირველ ტაიმში 2-ბურთიანი ფორის შექმნის საშუალება მისცეს. საბოლოოდ თამაში (3:2) მაინც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

სერბეთთან შეხვედრაში ლორან ბლანმა სასტარტო შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა და გუნდმა პირველივე წუთებზე მოახერხა ისლანდიასთან შედარებით უფრო ძლიერი მეტოქის ნოკაუტში გაგზავნა. თუმცა გოლებამდე მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ იან მ’ვილამ უკვე მე-5 წუთზე მიიღო სერიოზული ტრავმა. ის შესაცვლელი შეიქნა.

მე-16 წუთისთვის საფრანგეთი ფრანკ რიბერისა და ფლორან მალუდას გოლებით უკვე 2:0-ს იგებდა. ანგარიში "ბაიერნის" ვარსკვლავმა გახსნა. მან მარცხენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქე "დაიფრინა" და გაელ კლიშის გადააწოდა, ვინც ბურთი საჯარიმოში შეაგდო, ჟელკო ბრკიჩმა კი პირდაპირ რიბერის მიმართულებით მოიგერია, ვისთვისაც ახლო მანძილიდან გატანა პრობლემა უკვე აღარ იყო. ამ მომენტში სლობოდან რაიკოვიჩის თავგანწირული ნახტომი ამაო გამოდგა.

5 წუთში ანტონი რევეიერმა სერბებს ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მოჰპარა და მალუდას გადააწოდა. უკანასკნელმა შორეული, ძლიერი დარტყმით ისე გაიტანა, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არავის უფიქრია.

ტაიმის მიწურულამდე მასპინძლებს 3-4 გოლის გატანა კიდევ მართებდათ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში კონცენტრაცია არ ჰყოფნიდათ.

მეორე ნახევარში ტემპი საკმაოდ დაეცა, თუმცა მატჩის ბოლომდე უპირატესობას ისევ ფრანგები ფლობდნენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგების წაუგებელმა სერიამ 20 თამაშს უწია.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ბოლომდე მზად. ფაქტია, ბოლო 15 წუთის განმავლობაში უკვე ძალიან გვიჭირდა, თუმცა არა უშავს, ინგლისთან მატჩამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

იმედი მაქვს, რომ იან მ’ვილა პირველ ტურამდე ტრავმას მოუშუშებს. გეტყვით, რომ ჯერჯერობით განაცხადიდან მის ამოშლას არ ვაპირებ", - განაცხადა ბლანმა.

ბლანისგან განსხვავებით, პესიმისტურად არის განწყობილი ნაკრების ექიმი ფაბრის ბრიანი, ვინც ჟურნალისტებს შემდეგი რამ განუცხადა:

"იანს მოტეხილობა ნამდვილად არ აქვს და ეს მამშვიდებს, მაგრამ დღეს ვერ გეტყვით, შეძლებს თუ არა ის ჩემპიონატზე თამაშს. სამედიცინო გამოკვლევას ჩავუტარებთ და პასუხს მხოლოდ ამის მერე მოგახსენებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა