ვერ იქნება გუნდის მთავარი მეკარე - სტეფან ანდერსენი, ანდერს ლინდეგორი თუ კასპერ შმეიხელი?
2 ივნისს დანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო რეპეტიცია აქვს - ამხანაგური მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ.

სხვათა შორის, დანიელებმა ავსტრალიელებთან სპარინგი 2010 წლის მუნდიალის წინაც გამართეს. მაშინ დანიამ 0:1 წააგო, რაც მეკარე სტეფან ანდერსენისა და დანიელ აგერის შეუთანხმებელი თამაშის ბრალი იყო, რითაც კარგად ისარგებლა ჯოშუა კენედიმ.

ანდერსენი იმედოვნებს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება - მას ხომ დანიის ნაკრების პირველი ნომრის, თომას სორენსენის შეცვლა მოუწევს.

სორენსენი რამდენიმე დღის წინათ დააკლდა გუნდს, მის ნაცვლად მორტენ ოლსენმა პეტერ შმეიხელის შვილი კასპერ შმეიხელი აიყვანა, მაგრამ, ბუნებრივია, გამოუცდელი შმეიხელი ვერ იქნება გუნდის მთავარი მეკარე, ეს მისია ანდერსენმა უნდა იტვირთოს.

თავის მხრივ, ანდერსენს სერიოზული კონკურენტი ჰყავს - "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ანდერს ლინდეგორი, რომელიც კლუბში კარგა ხანს უწევდა კონკურენციას დავიდ დე ხეას. მაგრამ ბოლოსკენ დანიელმა ესპანელთან ბრძოლა წააგო და კარგად ესმის, რომ ახლა გაუჭირდება მთავარი მეკარის სტატუსის მოპოვება:

"იმისთვის, რომ თამაში დავიმსახურო, ვარჯიშებზე კარგად კი არა საუკეთესოდ უნდა გამოვიჩინო თავი. კონკურენტებს ერთი თავით უნდა ვჯობდე, რადგან მე დიდი ხანია არ მაქვს სათამაშო პრაქტიკა და ეს დიდი მინუსია.

საერთო ჯამში, დარწმუნებული ვარ, ევროზე ის ითამაშებს, ვინც ფორმის პიკში იქნება", - განაცხადა ლინდეგორმა.

დანიის ნაკრების იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ორი წლის წინათ ავსტრალიასთან ითამაშა, მხოლოდ 6 ფეხბურთელიღაა ნაკრებში: ანდერსენი, აგერი, ლარს იაკობსენი, კრისტიან პოულსენი, თომას კალენბერგი და კრისტიან ერიქსენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის