შვეიცარიელმა ზედიზედ მეორე მატჩში წააგო სეტი, რომელსაც ამჯერად აშკარად გაუჭირდა ფრანგი ნიკოლა მაუს დამარცხება
1 ივნისს, როლან გაროსზე მესამე წრე დაიწყო, პარალელურად წინა დღეს გადადებული მეორე წრის ორი მატჩი იყო დასამთავრებელი.

ერთ-ერთში კინაღამ "დიდი სლემის" ახალი ისტორია დაიწერა. მსოფლიოს 98-ე ჩოგანი მალეკ ჟაზირი შეიძლებოდა გამხდარიყო პირველი ტუნისელი, რომელიც ასეთი დონის ტურნირის მესამე წრეში გავიდოდა.

ჟაზირიმ რეალური შანსი ვერ გამოიყენა - მარსელ გრანოლერსთან მატჩში სამი მატჩბოლი გაანიავა და ხუთსეტიანი მარათონი წააგო მე-20 ნომრად განთესილ ესპანელთან.

მეექვსე სათამაშო დღეს კიდევ იყო ხუთსეტიანი მატჩები. მაგალითად, ერთ-ერთში კინაღამ სენსაცია მოხდა. ტომაშ ბერდიხმა 1:2-დან შემოატრიალა სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან შეხვედრა და თითქმის ოთხსაათიანი მატჩში დიდი გაჭირვებით გაიმარჯვა.

არავის ეგონა, რომ ბერდიხს ასე გაუჭირდებოდაა, რადგან ის ძალიან კარგ გრუნტის სეზონს ატარებს: 17 მატჩი მოიგო და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა, ითამაშა მონტე კარლოს მასტერსის ნახევარფინალში და მადრიდის მასტერსის ფინალში. თუმცა ჩეხმა აღიარა, რომ ანდერსონი ყოველთვის რთული მეტოქე იყო და მისგან ასეთი თამაში არ გაკვირვებია.

ისე კი კევინს შეეძლო 2003 წლის შემდეგ გამხდარიყო პირველი სამხრეთაფრიკელი, რომელიც "დიდი სლემის" ტურნირის მესამე წრეში გავიდოდა. ბოლოს ეს ცხრა წლის წინ, ავსტრალიის ღია პირველობაზე უეინ ფერეირამ გააკეთა.

ზედიზედ მეორე მატჩში წააგო სეტი როჯერ ფედერერმა, რაც კარგი ნიშანი არ უნდა იყოს. შვეიცარიელს აშკარად გაუჭირდა ფრანგი ნიკოლა მაუს დამარცხება. დათმო მეორე სეტი, მეოთხეში კი 2:3-ზე ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

რა თქმა უნდა, მაუ არ იყო იმ თამაშის მომგები, მაგრამ ორი საათი და 40 წუთი შეაყოვნა კორტზე ლეგენდარული შვეიცარიელი, რომელსაც ასეთი თამაშით გაუჭირდება მომდევნო ეტაპებზე.

1/16 ფინალში ფედერერი ბელგიელ დავიდ გოფენს შეხვდება. ეს ჩოგბურთელი ბედნიერი შემთხვევითობით მოხვდა ძირითად ბადეში. მან წააგო კვალიფიკაცია, მაგრამ რომელიღაც ტრავმირებული მოთამაშის გამო მიეცა ძირითად ბადეში თამაშის საშუალება და უკვე სამი წრე გაიარა - ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა რადეკ შტეპანეკი, არნო კლემანი და ლუკაშ კუბოტი.

როლან გაროსი. VI დღე

კაცები

II წრე

მარსელ გრანოლერსი (ესპ, 20)-მალეკ ჟაზირი (ტუნ) 7:6(1), 3:6, 6:1, 3:6, 7:5.

III წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ნიკოლა დევილდერი (საფ) 6:1, 6:2, 6:2; ანდრეას სეპი (იტა, 22)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 14) 7:5, 3:6, 6:3, 4:6, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18)-ჟილ სიმონი (საფ, 11) 7:5, 6:7(5), 6:7(3), 6:3, 6:2; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-ფაბიო ფონინი (იტა) 7:5, 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:3, 4:6, 6:2, 7:5; დავიდ გოფენი (ბელ)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 7:6(4), 7:5, 6:1; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 21) 6:3, 7:6(7), 6:1; ტომაშ ბერდიხი (სერ, 7)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 31) 6:4, 3:6, 6:7(4), 6:4, 6:4.

როჯერს ცოტა გაუჭირდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

როლან გაროსი. VI დღე: ანა ივანოვიჩმა ტურნირი ისევ ჩააგდო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...