ბათუმში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში 1 ივნისს მეოთხე-მეექვსე ტურების პარტიები გათამაშდა
სწრაფ ჭადრაკში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 ივნისს მეოთხე-მეექვსე ტურების პარტიები გათამაშდა.

ლიდერები - ჰუან ქიანი (ჩინეთი) და პია კრამლინგი (შვედეთი) მეოთხე ტურში დაზავდნენ, რითაც ისარგებლეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ჰამფი კონურემ (ინდოეთი) და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი), რომლებმაც, შესაბამისად, ნინო ხურციძე და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხეს და ქულებით მეწინავეებს გაუთანაბრდნენ.

ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: გუო ქი (ჩინეთი) - მაია ჩიბურდანიძე 1:0, ლელა ჯავახიშვილი - ჟუ ჩენი (ყატარი) 1:0, ნანა ძაგნიძე - ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) 1:0, სოფიო გვეტაძე - ნატალია პოგონინა (რუსეთი) 0,5:0,5, ანა მათნაძე (ესპანეთი) - ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია) 0,5:0,5, ბელა ხოტენაშვილი - ნონა გაფრინდაშვილი 1:0, მაკა ფურცელაძე - ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0, ნინო ბაციაშვილი - ინგა ჭარხალაშვილი 1:0, სალომე მელია - ნინო გურიელი 1:0, მაშა კლინოვა (ისრაელი) - მაია ლომინეიშვილი 0,5:0,5, მერი არაბიძე - ირინა კრუში (აშშ) 1:0, სოფიკო ხუხაშვილი - დინ ისინი (ჩინეთი) 0:1, ნათია ჯანჯღავა - მირანდა მიქაძე 1:0.

მე-5 ტური. კონერუ - ქიანი 0,5:0,5, კრამლინგი - სტეფანოვა 0,5:0,5, ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) - ჟაო სიუ (ჩინეთი) 0:1, კატერინა ლაგნო (უკრაინა) - ჯავახიშვილი 1:0, კოსტენიუკი - ძაგნიძე 1:0, ჩიბურდანიძე - ხურციძე 0,5:0,5, თან ჟონი (ჩინეთი) - ხოტენაშვილი 1:0, ჟუ ჩენი - მათნაძე 1:0, მარია მუზიჩუკი (უკრაინა) - ბაციაშვილი 1:0, ანა უშენინა (უკრაინა) - მელია 1:0, ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი) - გვეტაძე 0,5:0,5, ნატალია პოგონინა (რუსეთი) - ფურცელაძე 1:0, ლომინეიშვილი - არაბიძე 1:0, გურიელი - დანიელიანი 0:1, გაფრინდაშვილი - ჭარხალაშვილი 0:1, ისინი - ჯანჯღავა 1:0, კრუში - ხუხაშვილი 0:1, ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი) - მიქაძე 0:1.

მე-6 ტური. კარამლინგი - კონერუ 0:1, ჟაო სიუ - სტეფანოვა 0:1, ქიანი - ლაგნო 0,5:0,5, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) - ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0,5:0,5, ვალენტინა გუნინა (რუსეთი) - კოსტენიუკი 0:1, ვან იუე (ჩინეთი) - ჟუ ჩენი 1:0, ჯავახიშვილი - პეტცი 0:1, ხურციძე - პოგონინა 1:0, გვეტაძე - ძაგნიძე 0,5:0,5, კოვალევსკაია - ჩიბურდანიძე 0:1, ხოტენაშვილი - ლომინეიშვილი 0,5:0,5, დანიელიანი - მელია 0,5:0,5, მათნაძე - ისინი 0:1, ბაციაშვილი - ფურცელაძე 1:0, ჭარხალაშვილი - ხუხაშვილი 0:1, არაბიძე - ბეზგოდოვა 1:0, მიქაძე - გაფრინდაშვილი 1:0, ჯანჯღავა - გურიელი 1:0,

ექვსი ტურის შემდეგ 5-5 ქულით კონერუ და სტეფანოვა დაწინაურდნენ. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან კოსტენიუკი, ქიანი, ვან იუე და ლაგნო. 9 მოჭადრაკეს 4-4 ქულა აქვს. მათ შორისაა ნინო ხურციძე, რომელსაც კოეფიციენტით მე-12 პოზიცია უკავია.

მართალია, რაპიდში ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურია დარჩენილი, და. ალბათ, მოულოდნელობებსაც უნდა ველოდოთ, მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართველ მოჭადრაკეებს საპრიზო სამეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდებათ.

გაუწყებთ ჩვენებურთა მონაგარს 6 ტურის შემდეგ: 12. ხურციძე (4), 17. ჩიბურდანიძე (3,5), 20. ჯავახიშვილი (3), 23. ძაგნიძე (3), 24. გვეტაძე (3)1, 26. ლომინეიშვილი (3), 27. ბაციაშვილი (3), 33. ხოტენაშვილი (2,5), 37. მელია (2,5), 38. არაბიძე (2,5), 39. ხუხაშვილი (2,5), 40. ჭარხალაშვილი (2), 41. ფერცელაძე (2), 42. მათნაძე (2), 43. ჯანჯღავა (2), 44. მიქაძე (2), 48. გაფრინდაშვილი (1), 49. გურიელი (1).

2 ივნისს ბათუმში მეშვიდე-მეცხრე ტურების შეხვედრები გაიმართება. 3 ივნისს დასკვნითი ორი ტური ჩემპიონებსა და პრიზიორებს გამოავლენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა