თბილისს კორეის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრი - სუ იონ ლი სტუმრობს
თბილისს კორეის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრი - სუ იონ ლი სტუმრობს.

სუ იონ ლიმ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად 2 ივნისს, სპორტულ კომპლექს "არენას" დარბაზში საჩვენებელი თამაშები გამართა.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილი და სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

სპორტსმენის ვიზიტის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების მაგიდის ჩოგბურთში, როგორც სპორტის სახეობაში, ჩართვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა.

მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი - სუ იონ ლიი დამსახურებულად ითვლება თანამედროვე სპორტის ახალ სახედ. თამაშის სრულყოფილი ტექნიკისა და ელეგანტური სტილის წყალობით მან სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული გახადა როგორც კორეაში, ისე მისი ფარგლების გარეთ.

სუ იონ ლიი 2010 წლიდან კორეის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირებზე პირველი ადგილის მფლობელია; გარდა ამისა, ის ჩართულია 20-ზე მეტ საქველმოქმედო კამპანიაში, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებასა და განათლებას.

"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ახალგაზრდობის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის დაძლევაა. ჯანსაღი ცხოვრება, როგორც საყოველთაო მოძრაობა, სკოლიდან იწყება; აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მაგიდის ჩოგბურთისადმი ინტერესი მსოფლიო მნიშვნელობის სპორტსმენთან ერთად გაგვეღვივებინა.

დღევანდელი საჩვენებელი მატჩი არის დასაწყისი ერთიანი სპორტული კამპანიისა, რომელიც სხვადასხვა სექტორის ძალისხმევით განხორციელდება. კამპანიის ძირითადი მიმართულება სკოლის ფარგლებში სპორტული სექტორების გაძლიერებაა, ხოლო მისი ძირითადი მიზანია კოორდინირებული ღონისძიებების შემუშავება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის" - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.

"საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩანს. დარწმუნებული ვარ, სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანია, რომელიც სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების მეტ ჩართულობას გულისხმობს, განსაკუთებულ შედეგს მოგვიტანს.

მინდა აღვნიშნო, რომ სამოყვარულო სპორტის დონეზე მაგიდის ჩოგბურთი ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობაა მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, იმედს ვიტოვებ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთის "ვარსკვლავებსაც" აღმოვაჩენთ" - ამბობს სუ იონ ლი.

msy.gov.ge

tatiaa
ვაიმე ჩემთან იყო სკოლაში და ველაპარაკეე
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!