23 წლის მცველმა გერმანიის ჩემპიონსა და თასის მფლობელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და თავისი ბედი BVB-ს 2017 წლამდე დაუკავშირა
მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ მატს ჰუმელსმა შეიძლება დორტმუნდის "ბორუსია" დატოვოს, საბოლოოდ დასრულებულია, რადგან 23 წლის მცველმა გერმანიის ჩემპიონსა და თასის მფლობელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და თავისი ბედი BVB-ს 2017 წლამდე დაუკავშირა.

"როდესაც ხელმძღვანელებმა დამიბარეს და მკითხეს, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე რა აზრის ხარო, მაშინვე თანხმობა ვუთხარი.

დორტმუნდში ბწრყინვალე გუნდი კეთდება, რომელიც წლების მანძილზე უნდა იყოს წარმატებული და ცხადია, ძალიან მინდა, რომ მეც ბოლომდე ამ კონცეფციის ნაწილი ვიყო," - განუცხადა ჰუმელსმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

შეგახსენებთ, რომ ჰუმელსი "ბორუსიაში" 2007/08 წლების სეზონში, მიუნხენის "ბაიერნიდან" გადავიდა.

მანამდე მას ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, დორტმუნდში კი 120 შეხვედრა ჩაატარა (12 გოლი, 5 პასი) და იურგენ კლოპის გუნდის დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა.

გერმანიის ნაკრებში ჰუმელსს, სავარაუდოდ, კვლავ სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწევს, რადგან ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატზე დაცვის ცენტრში პერ მერტეზაკერისა და ჰოლგერ ბადშტუბერის წყვილს მიენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

temo
ჰუმელსი კარგი ბიჭია.თუ ვინმე შეიძლება რაღაცით ბეკენბაუერ მოგვაგონოს, ეს ჰიუმელსია.
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...