ჩეზარე პრანდელის სენსაციური განცხადება ევრო 2012-ზე იტალიის შესაძლო არწასვლის შესახებ ცხელ გულზე გაუკეთებია
ჩეზარე პრანდელის სენსაციურმა განცხადებამ არა მარტო იტალია, მთელი მსოფლიო მოიარა და უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.

თუ ჯერ კიდევ არ იცით ან არ გახსოვთ, რა თქვა ასეთი სენიორ ჩეზარემ, აქვე გაგახსენებთ და შემდეგ განვავრცოთ თემა:

"ძალიან კარგად ვიცი, რომ მთელი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს ელოდება, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ. თუკი ეს იტალიურ ფეხბურთს წაადგება, მზად ვართ, მოვხსნათ ჩვენი გუნდი გათამაშებიდან. ეს დიდი დარტყმა იქნება ჩემთვის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ამ მსხვერპლზეც წავალ".

მოკლედ, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულმა სკანდალმა იტალიის ნაკრების ევროფორუმზე მონაწილეობაც კი დააყენა ეჭვქვეშ, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ეჭვები მალევე გაქარწყლდა.

თუ არ გჯერათ, მოუსმინეთ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ ანა მარია კონჩელიერის, რომელიც პრანდელის განცხადებას გამოეხმაურა:

"კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი უნდა გამოტოვოს. პირიქით, კალჩოს პრესტიჟის აღდგენა სჭირდება და კონტინენტის პირველობა საამისოდ იდეალური საშუალებაა. წადით და ითამაშეთ, ითამაშეთ კარგად - ისე, როგორც არასდროს და ყველას დაანახეთ, რომ ფეხბურთი ჩვენი სპორტია. FORZA ITALIA, FORZA RAGAZZI".

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ პრესას ფედერკალჩოს ვიცე-პრეზიდენტი დემეტრიო ალბერტინი გაესაუბრა და ანა მარია კონჩელიერის სიტყვები გაამყარა:

"იტალიის ნაკრები აუცილებლად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და მინდა ეს ყველამ იცოდეს.

ვესაუბრე როგორც სამთავრობო სტრუქტურებს, ისე უეფას მაღალჩინოსნებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "სკუადრა აძურას" გათამაშებიდან მოხსნას აბსოლუტურად ყველა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ველაპარაკე ჩეზარე პრანდელისაც, რომელმაც გახმაურებული განცხადება ცხელ გულზე გააკეთა - მისი თქმით, გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა და არც ამ მხრივ გვაქვს სანერვიულოდ საქმე. ასე რომ, გულშემატკივრებს მშვიდად შეუძლიათ ყოფნა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე