ინგლისის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში, იგივე ჩემპიონშიფში მოასპარეზე "ქოვენთრი სიტიმ" ახალი ფეხბურთელი დაიმატა – სკანდალურად ცნობილი მარლონ კინგი...

ინგლისის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში, იგივე ჩემპიონშიფში მოასპარეზე "ქოვენთრი სიტიმ" ახალი ფეხბურთელი დაიმატა – სკანდალურად ცნობილი მარლონ კინგი.

ეს იამაიკელი ფორვარდი შარშან დიდ შარში გაეხვა – გასულ შემოდგომაზე ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მავანი ქალბატონის "შებმის" უნაყოფო მცდელობა მისი გალახვითა და ცხვირის გატეხვით დააგვირგვინა. მოგვიანებით იმ ქალმა პოლიციაში იჩივლა და კინგს ხელი დაადო – ამან მცემაო. იამაიკელი კი უარობდა, ვიღაცაში ვეშლებიო, მაგრამ სასამართლომ ნაცემ ქალს დაუჯერა და იმხანად "ჰალის" ფორვარდს თავისუფლების 18-თვიანი აღკვეთა მიუსაჯა.

"ჰალმა" ხულიგანისგან თავი შორს დაიჭირა და საკმაოდ ძვირადღირებული კონტრაქტიც გაუწყვიტა. აქვე შეგახსენებთ, რომ წამყვანი ფორვარდის გარეშე დარჩენილი კლუბი სეზონის ბოლოს პრემიერლიგიდან გავარდა, ხოლო მარლონ კინგს ციხეში "სამაგალითო ქცევისთვის" სასჯელი გაუნახევრეს და აგერ, 30 წლის კაცი ფეხბურთს უბრუნდება. საინტერესოა, რომ ციხიდან გამოსულ კინგს თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა და "ქოვენთრიმ" მისი დამატება სრულიად უფასოდ მოახერხა. ბუნებრივია, დღეს იამაიკელი საუკეთესო კონდიციებისგან შორს იქნება, თუმცა ფორმაში ჩადგომის შემთხვევაში თავის ახალ კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

აქვე მოგახსენებთ, რომ კინგს იამაიკის ნაკრებში ჩატარებულ 3 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო