ჯერჯერობით ყველაზე დამაჯერებელი ნადალია
გასულ უქმეებზე მამაკაცთა ტურის ლიდერებს განსხვავებული ორი დღე ჰქონდათ.

შაბათს რაფაელ ნადალი და ენდი მიურეი მეორე წრეს ასრულებდნენ და ორივემ სეტის წაუგებლად მოიგო თავისი მატჩები.

ესპანელმა სამ პარტიაში დაამარცხა არგენტინელი ედუარდო შვანკი და მერვედფინალში კიდევ ერთ არგენტინელს, ხუან მონაკოს დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, კანადელ მილოშ რაონიჩს ხუთ სეტში აჯობა.

რაც შეეხება მიურეის, მან კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს მოუგო. ამჯერად ბრიტანელს ზურგი არ აწუხებდა და როგორც ჩანს, ამ როლან გაროსზე შორს წასვლას აპირებს. თუმცა წინ მას პირველი სერიოზული მეტოქე ელოდება - რიშარ გასკე.

ფრანგმა შაბათს ოთხ პარტიაში მოუგო ტომი ჰაასს, რომელიც ტურნირს ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან იწყებდა. რიშარმა ტაი-ბრეიკზე წააგო პირველი პარტია, მაგრამ მეორე სეტში 3:3-იდან ბრწყინვალე სერია ჰქონდა - ზედიზედ 15 გეიმი აიღო - 6:7, 6:3, 6:0, 6:0.

გუშინ კი დაიწყო მერვედფინალური ეტაპი და ტურნირი კინაღამ პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარეშე დარჩა. სერბმა კარიერაში მესამედ შეძლო 0:2-იდან მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება.

სიურპრიზის ავტორი კი კინაღამ გახდა 22-ე ნომრად განთესილი იტალიელი ანდრეას სეპი. მასთან ჯოკოვიჩს შვიდიდან შვიდი მოგება ჰქონდა და ამ შვიდ შეხვედრაში აპენინელმა მხოლოდ ერთი სეტი მოუგო სერბს.

ასე ცუდად ნოვაკს კარგა ხანია არ უთამაშია.

მან 4 საათისა და 18 წუთის განმავლობაში 81 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა და ექვსი გეიმი წააგო საკუთარ მოწოდებაზე. სერბი ძალიან ცუდად იყენებდა საკუთარ შანსებს, განსაკუთრებით, პირველ ორ სეტში. სულ კი 22 ბრეიკ-პოინტიდან ცხრა გამოიყენა.

საწყისი ორი პარტიის წაგების შემდეგ ჯოკოვიჩმა მესამე სეტის სტარტზე აიღო ბრეიკი და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. მეოთხე სეტში კი ყველაფერი 6:5-ზე გადაწყდა, როცა ნოვაკმა ისევ მოიგო მეტოქის მოწოდება და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ ცხადი იყო, რომ სერბი შანსს ხელიდან აღარ გაუშვებდა და ასეც მოხდა. კიდევ ერთი ბრეიკის წყალობით მან მეხუთე სეტიც აიღო და 4 საათისა და 18 წუთის ბრძოლის შემდეგ "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა მეოთხედფინალში.

იოლი თამაში არც როჯერ ფედერერს ჰქონია. მან მიგვაჩვია ამ როლან გაროსზე ყოველ მატჩში თითო სეტის წაგებას და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ლეგენდარული შვეიცარიელი ბელგიელ სენსაციას, "დიდი სლემის" ტურნირების დებიუტანტს დავიდ გოფენს ხვდებოდა.

ბელგიელმა მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკი გააკეთა და ამის წყალობით მოიგო პირველი პარტია. გოფენი გაცილებით კარგად თამაშობდა საკუთარ გეიმებში: პირველ სეტში ფედერერს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია - ასეთი რამ კი, პრაქტიკულად, არ ხდება.

ამ მხრივ, შვეიცარიელს უკეთესი მდგომარეობა არც მეორე სეტში ჰქონდა და, პრაქტიკულად, გაუმართლა, როცა პარტიის ბოლოს მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ის გამოიყენა. ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

შვეიცარიელი მოწოდებაზე შანსს არ აძლევდა გოფენს, თავად კი კიდევ სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და თითქმის სამ საათში მოიპოვა ზედიზედ 32-ე მერვედფინალის საგზური.

III წრე

დავიდ ფერერი (ესპ, 6)-მიხაილ იუჟნი (რუს, 27) 6:0, 6:2, 6:2; მარსელ გრანოლერსი (ესპ, 20)-პოლ ანრი მატიო (საფ) 6:4, 6:4, 1:6, 4:6, 6:1; რიშარ გასკე (საფ, 17)-ტომი ჰაასი (გერ) 6:7(3), 6:3, 6:0, 6:0; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:3, 6:4, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ჟულიან ბენეტო (საფ, 29) 6:3, 7:5, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:4, 6:1, 6:2; ხუან მონაკო (არგ, 13)-მილოშ რაონიჩი (კან, 19) 6:7(5), 6:3, 6:7(5), 6:3, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ედუარდო შვანკი (არგ) 6:1, 6:3, 6:4.

1/8-ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ანდრეას სეპი (იტა, 22) 4:6, 6:7(5), 6:3, 7:5, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-დავიდ გოფენი (ბელ) 5:7, 7:5, 6:2, 6:4; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18) 6:4, 7:6(6), 3:6, 3:6, 4:2 გადაიდო; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 7:6(6), 1:6, 6:3 გადაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს