"კარლსრუეს" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელად ნიკა გელაშვილთან ერთად იბრძოლებს
გადაწყდა - მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნილი "კარლსრუეს" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი ახალი სეზონიდან "ბოხუმის" ღირსებას დაიცავს.

კონტრაქტს ხელი შუა კვირაში მოეწერება და მისი კონკრეტული პირობებიც გახდება ცნობილი. თუ გერმანულ გამოცემებს ვენდობით, კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მალე მიაღწიეს.

"რავიერსპორტის" (www.reviersport.de) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი ქართველი ფორვარდი ისევ მეორე ბუნდესლიგაში დარჩება და "ბოხუმს" პირველ ბუნდესლიგაში გადასვლაში დაეხმარება.

აღნიშნული გამოცემა დეტალურად გადმოსცემს 34 წლის იაშვილის გერმანულ და ქართულ კარიერას.

სულ ბუნდესლიგაში (პირველი და მეორე) ალექსანდრე იაშვილმა 412 მატჩი ჩაატარა ("ლუბეკი", "ფრაიბურგი", "კარლსრუე") და 79 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "ბოხუმის" ღირსებას 2012 წლიდან ნიკოლოზ გელაშვილი იცავს.

იაშვილი და ბოხუმი შეთანხმდნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

orjonikidze gio
მესმის უნდა იაროს რას ნიშნავს?? ფეხბურთი მიყვარს და ვუყურებ რაც ტავი მახსოვს! მაგრამ რამდენჯერაც საქართველოს ჩემპიონატზე ვიყავი იმდენი პირველი ტაიმიდან გამოვიქეცი!!! მე ფეხბურთის ყურება მიყვარს და არა ტრიბუნებზე ჯდომა და მესიჯობა ან მზესუმზირის შთანთქვა... ეროვნულ ჩემპიონატს პოპულარიზაცია უნდა გაუკეთოს ფედერაციამ.. ათასი აქციებით, გათამაშებებით, ხოლო ჩემპიონატის დონე იმ მილიონერებმა უნდა აწიონ მუთაქებს რომ იტენიან და 24 ტირიან! ფული უნდა ჩაიდოს ქართულ ფეხბურთში და არავინ გაიქხევა აზერბაიჯანის გუნდებში სიხარულით... გადახედეთ მსოფლიოს, თუნდაც რუსულ ფეხბურთში რომ ფული ჩაიდო შედეგიც მაშინვე მიიღეს (ზენიტი, ცსკ) გინდა სიტი და ჩელსი აიღეთ...
kukava
სადაც წავიდა ყველა გუნდი გავარდა. ბედნიერ ვარსკვლავზე არის დაბადებული. სლავა მეტრეველი სიღარიბეში გარდაიცვალა რა დრო დადგა. შეივ ცვალა დროება ჩიტმა უქნა მიმინოს აწი ვეღარ დეეწევი რაც არ უნდა ირბინო.
shota173
რატომ უნდა ვიყო მოწამე არ გინდათ გამარკვიოთ??
Temuri
სწორედაც რომ მოწამე უნდა იყოს! კორუფციულ გარიგებებს რაც შეეხება, გასული საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, მაგრამ ამის გამო ფეხბურთისთვის ზურგი არ უქცევია იმას, ვისთვისაც ფეხბურთი საკუთარი სარწმუნოებასავით სანუკვარია. უნდა იარონ!
dudu
ფეხბურთი არის პროდუქტი, რომელიც ხალხს უნდა შესთავაზო. ის უნდა იყოს ხარისხიანი და მიმზიდველად შეფუთული. ჩვენი ფეხბურთი არის სამწუხაროდ უსახური, კორუფციის ჭაობში ჩაძირული, ჩაწყობილი თამაშებით უხვად გაჯერებული და ა.შ. შესაბამისად, ვერ იზიდავს მაყურებელს. აბა, ვინმეს ჯინაზე არ დადის ხალხი თამაშებზე? იყოს ნორმალური და ნახავ, ხალხი თუ არ ივლის. ფულსაც გადაიხდიან ბილეთშიც და ატრიბუტიკაშიც. "უნდა იაროს", რას ნიშნავს? გულშემატკივარი მოწამე ხო არაა, რო ძალით იაროს სვარკის საყურებლად? მაგას მარტვილობა ქვია და არა ბალელშჩიკობა.
Temuri
ხალხმა თუ იარა რას ნიშნავს? უნდა იაროს ძმაო. წაიკითხე ევროპის ქვეყნებში როგორ იწყებოდა ფეხბურთი. საკუთარი რომ არ გაინტერესებთ, იმიტომა არის, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელის დონეცკის შახტიორის დუბლებში გადასვლა გვიხარია.
dudu
ჩამოსულიყო, რას ნიშნავს? დედა ტერეზა კი არაა, პროფესიონალი ფეხბურთელია და სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, იქ ითამაშებს. გააკეთონ მოედნები, ბაზები და ა. შ. და ნახავ, თუ არ ჩამოვლენ. თუ ხალხმაც იარა სტადიონზე და ხელფასებიც თუ ნორმალური იქნება და სხვ., ვინ არ ჩამოვა?
Temuri
მაგარი ტრანსფერია, ვერაფერს იტყვი. ჩამოსულიყო, ჩვენი რომელიმე გუნდის ახალგაზრდა გოლეადორებისთვის გაეზიარებინა გამოცდილება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა