კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრები "ბარბაროსებს" დაუპირისპირდა და მეტოქე 30:21 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერმა მამუკა გორგოძემ "ბარბაროსების" შემადგენლობაში მეორედ ითამაშა.

კარდიფში, "მილენიუმზე", უელსის ნაკრებთან მატჩში, რომელიც ფაქტობრივად უელსელი მორაგბეების, შეინ და მარტინ ვილიამსების გამოსათხოვარი თამაში გამოდგა, "ბარბაროსებმა" 21:30 წააგეს.

გორგოძე, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 35-ე წუთზე მას ლელოს გატანაც შეეძლო, მაგრამ ჩათვლის მოედანში შესულს მეტოქესთან ბრძოლაში ბურთი ხელიდან გაუვარდა.

"ბარბაროსებმა" იმ იერიშის ლელოთი დასრულება მაინც შეძლეს და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით - 14:13 მოიგეს.

მანამდე, სანამ გორგოძე მოედანზე იყო, "ბარბაროსები" დალაგებულად, მწყობრად თამაშობდნენ და მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდნენ. მას შემდეგ კი, რაც ქართველმა მორაგბემ მოედანი დატოვა, შავ-თეთრების იერიშების სიხშირეც შემცირდა და სიმწვავეც მოაკლდა.

ყველაზე შედეგიანი გორგოძის გუნდში ახალზელანდიელი მგეზავი სტივენ დონალდი გახლდათ.

"ბარბაროსების" მიერ გატანილი სამი ლელოდან ორი მის ანგარიშზეა. მანვე მიითვალა სამი გარდასახვაც (სულ 16 ქულა).

მასპინძლებმა მეტოქეს ასევე სამი გარდასახული ლელოთი უპასუხეს და უპირატესობას ამდენივე ზუსტი საჯარიმოს წყალობით მიაღწიეს.

ეს მატჩი ბოლო იყო ლეგენდარული უელსელი გარემარბის, შეინ ვილიამსის კარიერაში, რომელმაც ამჯერად "ბარბაროსების" შემადგენლობაში ითამაშა. თვით ეს ფაქტი, რომ დიდი მორაგბე კარიერას "ბარბაროსების" კვართით ასრულებს და არა ეროვნული გუნდის მაისურით, თავისთავად მეტყველებს, თუ რამდენად პრესტიჟულია შავ-თეთრების გუნდში თამაში.

ამ შეხვედრაში უელსის ნაკრების შემადგენლობაში მე-100 კეპი მოიხვეჭა მარტინ ვილიამსმა, რომელიც რაგბის თამაშს კი განაგრძობს, მაგრამ ნაკრებს საბოლოოდ გამოეთხოვა.

უელსი-ბარბაროსები 30:21

ბარბაროსები (15-9) მულიაინა (ემონსი 66), ნაკევა, თინდოლი, ლაულალა (ტაგიკაკიბაუ 46), შ. ვილიამსი, დონალდი, რ.რისი. (1-8) ჯოუნზი, ოგუსტი (მალმანჩი 40), სმიტი (ტიალატა 46), მ. ოდრისკოლი (ფან ზილი 40), ჩისლომი, ლოუ, გორგოძე (ქერა 58), ბითი.

3ლ: დონალდი (2), რ. რისი. 3გ: დონალდი.

უელსი (15-9) ლიამ ვილიამსი, რობინსონი (ჰარისი 68), ბიშოპი, ჰუკი, ბრეუ, ბიგარი (უორენი 64), ლოიდ ვილიამსი (ვები 51). (1-8) გილი, მ. რისი (ჰიბარი 68), როდრი ჯოუნზი, ალუნ ვინ ჯოუნზი (მ. ვილიამსი 46), ევანსი, ტურნბული, ტიპურიჩი, რაიან ჯოუნზი (შინგლერი 51).

3: რობინსონი, ჰუკი, ბრეუ. 3ს,3გ: ჰუკი.

სინბინი: გილი

მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია).

შეინ და მარტინ - მშვიდობით! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"