ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი უარყოფს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისი გატაცების შესახებ

იხილეთ ვიდეო
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი უარყოფს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისი გატაცების შესახებ და აცხადებს, რომ 3 ივნისს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ავალიანმა განუცხადა.

"გვიან საღამოს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად წამიყვანეს, თუმცა ეს ძალის გამოყენებით არ მომხდარა.

საუბარი გვქონდა სპორტულ საკითხებზე. იყო რაღაც გაუგებრობები, გავარკვიეთ. ეს არ ყოფილა პოლიტიკურ თემაზე შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ სპორტთან დაკავშირებით და ეს საუბარი იყო მეგობრული", - განაცხადა ავალიანმა.

როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ამბაკო ავალიანთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მან წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან, საიდანაც ავალიანი წაიყვანეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

"ამბაკო ავალიანის წაყვანის შესახებ ერთ-ერთმა მეგობარმა გამაგებინა. ამის შემდეგ მივედი ეკლესიასთან და პატრული გამოვიძახე. მოგვიანებით თავად ამბაკომ დამირეკა და მითხრა, რომ ეკლესიასთან მალე მოვიდოდა და მოვიდა კიდეც", - განმარტა ზვიადაურმა.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, წუხელ ღამით კოალიციის წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ამბაკო ავალიანი გაიტაცეს.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, ავალიანს ძველმა თანაგუნდელმა, გვარად სინჯიკაშვილმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში გაუჩინარებული იყო.

"3 ივნისს, დაახლოებით 22.00 საათზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულ იქნა "ქართული ოცნების" წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ამბაკო ავალიანი.

თვითმხილველების ცნობით, ამბაკო ავალიანს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით უკავშირდებოდა მისი ძველი თანაგუნდელი სინჯიკაშვილი და სთხოვდა შეხვედრას, თან არწმუნებდა, რომ ჩამოშორებოდა პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას".

ბოლოს ამბაკო ავალიანი დათანხმდა და მანქანა შეაჩერა აღნიშნულ ეკლესიასთან, სადაც სინჯიკაშვილი უნდა მისულიყო.

სინჯიკაშვილი შეხვედრის ადგილას ორი ჯიპითა და სამი მსუბუქი მანქანით, დაახლოებით ოც თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. მათ ავალიანი ავტომანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მას შემდეგ ავალიანს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა",- ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამბაკო ავალიანი შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა.

იხილეთ ვიდეო

interpressnews.ge

[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს