სფფ-მ პირველი ლიგის კლუბების ფეხბურთელებისაგან დაკომპლექტებული ნაკრებების ტურნირი მოაწყო, რომლის მიზანი ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაა
ფეხბურთის ფედერაციამ პირველი ლიგის კლუბების ფეხბურთელებისაგან დაკომპლექტებული ნაკრებების ტურნირი მოაწყო, რომლის მიზანი პირველ ლიგაში ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაა.

2 ივნისს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ერთმანეთს რეგიონალური პრინციპით დაკომპლექტებული ნაკრებები შეხვდნენ - გათამაშებაში მხოლოდ 25 წლამდე ფეხბურთელები თამაშობენ.

პირველ მატჩში "სამეგრელო" "იმერეთი -1"-ს შეხვდა. სამეგრელოს გუნდი წალენჯიხის "სქურისა" და ხობის "კოლხეთის" ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდა და მოედანზე ამ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ნუგზარ ბოჯგუამ და ბესიკ შეროზიამ გაიყვანეს.

იმერლების გუნდი ვანის "სულორის", "სამტრედიას", ხონის "იმერეთისა" და წყალტუბოს "სამგურალის" ბაზაზე გიორგი გოგიაშვილმა ("სამგურალი") და დავით ჭელიძემ ("იმერეთი") შეადგინეს.

დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ტურნირის რეგლამენტი დამატებით დროს არ ითვალისწინებდა და პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ორივე გუნდმა საკმაოდ ბევრი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. საბოლოოდ კი იმერლებმა გაიმარჯვეს - 3:2.

მეორე მატჩში "თბილისი" "იმერეთი -2"-ს დაუპირისპირდა. დედაქალაქის გუნდი "ზოოვეტის", "ნორჩი დინამოსა" და სტუ-ს მოთამაშეებით გოჩა ჟორჟოლიანმა (თსუ) დააკომპლექტა. ის თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშეთა მიწვევასაც აპირებდა, მაგრამ ფეხბურთელები შვებულებაში არიან და ამჯერად მათი გამოძახება ვეღარ მოხერხდა.

მეორე იმერული ნაკრები კი ტყიბულის "მეშახტეს", "ჭიათურას", ხარაგაულის "ჩხერიმელას" ფეხბურთელებისგან შეადგინეს და მამუკა ხუნდაძე ("ჩხერიმელა") და დავით რუხაძე ("მეშახტე") მოძღვრავდნენ.

მატჩი "თბილისის" დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა. თავი გამოიჩინეს: ბაგალიშვილმა (2), მაჩაიძემ, შენგელიამ და მამულაშვილმა.

6 ივნისს "იმერეთი -2" და "სამეგრელო" ერთმანეთს მე-3 ადგილისთვის შეეჯიბრებიან, გამარჯვებულს კი "იმერეთი 1"-"თბილისის" ფინალი გაარკვევს.

აღსანიშნავია, რომ მატჩებს ეროვნული, ასაკობრივი ნაკრებებისა და უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მწვრთნელები ესწრებოდნენ და ტურნირის იდეა ძალიანაც მოეწონათ.

ზვიად ჯელაძე ("გაგრას" მთავარი მწვრთნელი):

"ეს ძალიან კარგი იდეაა და სასურველი იქნება, ასეთი ტურნირი ყოველ წელს რომ ჩატარდეს. ჩვენ დაახლოებით მსგავს შერჩევებზე ვნახეთ ნიკა ჭკუასელი, რომელიც ამჟამად 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების კანდიდატია. ასე რომ, ფედერაციამ საჭირო საქმე წამოიწყო".

მალხაზ ჟვანია ("მერანის" მთავარი მწვრთნელი):

"ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჩრდილშია მოქცეული, რადგან საქართველოში პირველი ლიგა სათანადოდ არ შუქდება. შეიძლება, სწორედ ასეთ შერჩევებზე გამოჩნდეს დიდი ტალანტი. შეხვედრებს ამიტომაც დავესწარი. არ დავასახელებ მათ ვინაობას, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე ნამდვილად მომეწონა და მათ კიდევ დავაკვირდები".

სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი):

"პირველ ლიგაზე, გვარების გარდა, ფაქტობრივად, გულშემატკივრისთვის არაფერია ცნობილი. თუ მწვრთნელი არ არის დაინტერესებული, შესაძლოა, წარმოდგენაც არ გვქონდეს, ვინ არის საინტერესო მოთამაშე.

ეს ტურნირი სწორედ ასეთ მოთამაშეებს აძლევს ჩრდილიდან გამოსვლისა და თავის გამოჩენის საშუალებას. რეგიონების ნაკრებების ჩამოყალიბება დიდი სტიმულია.

უმაღლესი ლიგის გუნდების მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ასეთ მატჩებში საინტერესო მოთამაშეების აღმოჩენა სავსებით შესაძლებელია".

ფინალისტები გაირკვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად