ფოთელი გულშემატკივრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას მიმართავენ
ფოთელი გულშემატკივრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას მიმართავენ, რომ ქალაქს აღმასკომში წარმომადგენელი აღუდგინოს.

"ფოთელი გულშემატკივრები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, ფედერაციის წინაშე საკითხი დავაყენოთ: ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანია.

ჩვენს ქალაქში გაზრდილმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძემ, ვლადიმერ ჯორბენაძემ, გრიგოლ გაგუამ, ვლადიმერ ბერძენიშვილმა, ასლან ხარბედიამ, გრიგოლ ანთაძემ, ნუგზარ მიქაბერიძემ, მალხაზ არზიანმა თბილისის "დინამოში" თამაშისას ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.

ფოთის კლუბი გახდა პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის დაუვიწყარი მატჩის სენსაციის ავტორი და წლების მანძილზე ღირსეულად ასპარეზობდა ქვეყნის პირველობაზე, საქართველოს უეფას ტურნირებზე წარმოადგენდა.

სხვადასხვა კლუბში დღესაც თამაშობენ "კოლხეთში" აღზრდილები - დავით კვირკველია, ლევან აკობია, ირაკლი ძარია...

გასული წლის შემოდგომაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით და ქალაქ ფოთის ხელმძღვანელობის თანადგომით, ფაქტობრივად, ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო და ქალაქში ფეხბურთის აღორძინების იმედი გაგვიჩნდა.

ეს მიმართვა კი იმან განაპირობა, ფოთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში მუდამ ჰყავდა წარმომადგენელი, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ვითარება შეიცვალა. ფოთელ გულშემატკივრებს მიგვაჩნია, რომ სამართლიანი იქნება ამ ტრადიციის აღდგენა. ამიტომ მივმართავთ ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას:

ბატონო ზვიად, გთხოვთ გვიშუამდგომლოთ და აღმასკომის წევრების წინაშე დააყენოთ საკითხი, რომ ფოთს აღმასკომში წარმომადგენელი ჰყავდეს", - ამბობს "კოლხეთის" ყოფილი დირექტორი ვახტანგ ხაინდრავა.

მის მოსაზრებას იზიარებს "კოლხეთის" აღმასრულებელი დირექტორი ზაალ კუჭუხიძე:

"მიმაჩნია, რომ აღმასკომში წარმომადგენელი არა მხოლოდ "კოლხეთს", უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებსაც უნდა ჰყავდეთ. ასე უფრო ფართოდ წარმოდგენილი და შეჯერებული იქნება საფეხბურთო საზოგადოების შეხედულებები, უკეთ იქნება დაცული ჩვენი პოზიციები და ეს მთლიანად ქართულ ფეხბურთს წაადგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Qartveli
ფოთს ეკუთვნის აღმასკომში ადგილი !!!
irakli1805
ამათ თAვში აქვთ ავრდნილი აღAმსკომში ადგილს იმაზე იზრუნეთ პფლ რო შექმნატ DA ADGილიც გექნებათ და ყვეალფერი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა