ბევრისთვის მოულოდნელად "ფურია როხამ" ჩინეთს მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო
ესპანეთი-ჩინეთი 1:0

ესპანეთი (4-1-4-1): კასილიასი (46. ვალდესი) - არბელოა, რაულ ალბიოლი, სერხიო რამოსი (55. პიკე), ალბა - ბუსკეტსი (46. ინიესტა) - სილვა, ჩაბი ალონსო, ჩავი (46. ხესუს ნავასი), კასორლა (71. მატა) - ნეგრედო (46. ტორესი).

გოლი: 1:0 სილვა (84)

მაყურებელი: 45 000

ევროპის ჩემპიონატის ნომერ პირველ ფავორიტად აღიარებულმა ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში ჩინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა - "ფურია როხამ" ჩინეთს მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო.

ესპანელებმა ეს ერთადერთი გოლიც მატჩის მიწურულს გაიტანეს - ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს დავიდ სილვამ (84-ე წუთზე) მოაგებინა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მას საგოლე პასი ანდრეს ინიესტამ მისცა.

დელ ბოსკემ ძირითად შემადგენლობაში ხუთი ბარსელონელი არ გაამწესა: მსუბუქად, მაგრამ სარისკოდ დაშავებულ სესკ ფაბრეგასთან ერთად, სასტარტოში ვერ ვნახეთ როგორც ვიქტორ ვალდესი (რაც ლოგიკური იყო), ასევე ინიესტა, პედრო და ჟერარდ პიკეც.

საინტერესოა ისიც, რომ ესპანელთა თავკაცმა დაცვის ცენტრში რაულ ალბიოლისა და სერხიო რამოსის დუეტი გამოსცადა.

დელ ბოსკემ ფერნანდო ტორესიც სკამზე დატოვა და 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემაში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ალვარო ნეგრედო გაამწესა. სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალება და შესაძლებლობების დამტკიცების შანსი მიეცა სანტი კასორლასაც.

ნავსი სილვამ გატეხა

ჩინელები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტს საკმაოდ აგრესიულად ეთამაშებოდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დელ ბოსკეს გუნდს მათი დაცვის ხაზის გარღვევა უჭირდათ, თუმცა ვერც იმას დავიჩემებთ, რომ "ფურია როხას" წინა ხაზზე დიდი მონდომება ეტყობოდა. თუ ესპანელები შეტევაში რამეს ახერხებდნენ, ეს, პირველ რიგში, სილვას, ჩავისა და ნეგრედოს დამსახურება გახლდათ.

სამაგიეროდ, კონტრშეტევებზე კონცენტრირებული ჩინელები იმდენს ახერხებდნენ, რომ ესპანელთა მცველები რამდენიმე მომენტში მაგრად ანერვიულეს.

მეორე ტაიმში სულ სხვა, გაცილებით მონდომებული და რაც მთავარია, უკეთ შეთამაშებული ესპანეთი ვიხილეთ, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით ინიესტას, ხესუს ნავასსა და ტორესს, რომლებიც დელ ბოსკემ მოედანზე შესვენების შემდეგ შეუშვა.

ესპანელებმა ჩინელები თავიანთ საჯარიმოს მიაჯაჭვეს და ბურთის ფლობის 75-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, გოლის გატანა მაინც უჭირდათ. ბოლოს, საფინალო სასტვენამდე 6 წუთით ადრე, ესპანეთს გამარჯვება სილვას გოლმა მოუტანა.

სილვა: კარგად ვითამაშეთ

მიუხედავად ჩინელებთან მოკრძალებული 1:0-ისა, მოგება მოგებაა - ფაქტია, რომ დელ ბოსკეს გუნდმა სამივე ტესტ-მატჩში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

ამასთან, 1:0 უკვე "ფურია როხას" უსაყვარლესი ანგარიშია (შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა როგორც ევრო 2008-ის, ისე 2010 წლის მუნდიალის ფინალები 1:0 მოიგეს).

საინტერესოა ისიც, რომ სილვას გოლამდე ესპანეთის ნაკრებს მხოლოდ 6 წუთი აშორებდა პირველ 0:0-ამდე მას მერე, რაც გუნდს დელ ბოსკე ავარჯიშებს და სხვათა შორის, ამ მწვრთნელის ხელში გუნდს უკვე 55 მატჩი აქვს ჩატარებული.

მეორე ტაიმში ინიესტა კარგად გამოიყურებოდა, მიუხედავად ერთი-ორი პოზიციური შეცდომისა. რაულ ალბიოლიც კმაყოფილი დარჩა იმის გამო, რომ მოედანზე 90 წუთი გაატარა. იკერ კასილიასმა კი თავისი რეკორდი (ყველაზე მეტი მოგება და მშრალად შენახული კარი ყველაზე მეტი მატჩში) გააუმჯობესა.

ხოსე ანტონიო კამაჩოს მიერ გაწვრთნილი ჩინელები დაცვაში იდგნენ და სავარაუდოდ, სწორედ ასეთ ტაქტიკას აირჩევენ ესპანელებთან იტალია და ირლანდია. ცუდი ის იყო, რომ ესპანელებს (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში) წინა ხაზზე გადამწყვეტი მონდომებაც აკლდათ და მეტწილად უხარისხო შეტევები გამოსდიოდათ.

"საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, - თქვა მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა სილვამ, - ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის. ვიცით, რომ ევროპის ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა