"მაიამიმ" თავისი არსებობის ისტორიაში პირველი ოვერტაიმი წააგო პლეი ოფში
მესამე მატჩის დროს, სამწამიანში კევინ გარნეტის დომინირების შემდეგ, ერიკ სპოელსტრამ გადაწყვიტა, სასტარტოში დაეყენებინა არა ტურიაფი ან ჰასლემი, არამედ ჯოელ ენტონი, რათა თავიდანვე შეეზღუდა სივრცეები კევინისთვის.

ამ სვლამ არ გაამართლა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გარნეტი არ ყოფილა პირველ ტაიმში "სელტიქსის" მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც მატჩის მსვლელობისას 18-ქულიანი უპირატესობა მოუტანა მასპინძლებს.

"სელტიქსის" სნაიპერები - რეი ალენი და პოლ პირსი (მათ კეიონ დულინგიც კარგად ეხმარებოდა) კარგად პოულობდნენ პოზიციებს პერიმეტრზე და პირველ ნახევარში 44-პროცენტიანი სიზუსტით ისროდნენ. სწორედ სამქულიანების სიზუსტემ, ფარქვეშ თამაშმა, შეტევების სისწრაფემ და ძალიან ხარისხიანმა დაცვამ უზრუნველყო კომფორტული უპირატესობა.

სხვაობამ კლება მეორე ტაიმში დაიწყო, როცა მოულოდნელად დამაჯერებლად ათამაშდა დაცვაში ნორის კოული და ტრადიციულად გააქტიურდა დუეინ უეიდი, რომელმაც ისევ ჩააგდო პირველი ნახევარი (11-იდან 9 სროლა ააცილა).

კევინ გარნეტი და რეი ალენი ვერ ჩაიწერენ აქტივში მესამე მეოთხედს, რადგან ამ დროის განმავლობაში მიზანი აერიათ, გუნდმა ტემპი დაკარგა, მეტოქემ კი თავის თავზე აიღო თამაშზე კონტროლი. "მაიამიმ" არა მხოლოდ შეამცირა მასპინძლების უპირატესობა, არამედ წინ გავიდა, თუმცა ბოლო მეოთხედში თანაბარი ბრძოლა წავიდა.

ამ მატჩში მსაჯებმა ზედმეტი ყურადღება და სიმკაცრე გამოიჩინეს და ისე მოხდა, რომ გუნდების ლიდერებს - პირსსა და ლებრონ ჯეიმსს სირენამდე ხუთი წუთით ადრე ხუთ-ხუთი პერსონალური ჰქონდათ.

მსაჯების გადაწყვეტილებას მატჩის შედეგზე გავლენა არ ჰქონია, მაგრამ გააფუჭა თამაში როგორც მასპინძლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის, რადგან ვერც პოლმა და ვერც ლებრონმა თამაში ბოლომდე ვერ დაასრულეს.

"ატლანტასა" და "ფილადელფიასთან" რთული სერიების შემდეგ "მაიამისთან" დაპირისპირებაში "ბოსტონი" უკვე მეორე მატჩია, ძალიან კარგ გუნდურ თამაშს აჩვენებს.

ალენი უკვე აღარ აგდებს მთელ მატჩს და იყენებს სავალდებულო რაოდენობის სამქულიანებს. რონდოს გადაცემებით მომარაგებული სხვა ბოსტონელებიც უფრო დამაჯერებლად ათამაშდნენ.

იგივე დულინგი და პიეტრუსი ღირსეულად წარმოადგენენ სათადარიგოთა სკამს, საიდანაც გუნდი უკვე სერიოზულ მხარდაჭერას იღებს.

ფრანგი, რომელმაც მატჩის ბოლოს ორი სულელური პერსონალური აიღო, რა თქმა უნდა, დისციპლინაში მოიკოჭლებს, მაგრამ ოვერტაიმის ბოლო წუთზე სწორედ მან მოიპოვა მეტოქის ფარზე ორი მნიშვნელოვანი მოხსნა. გარდა ამისა, ბოლო პერსონალური მიაღებინა ლებრონ ჯეიმსს.

ძირითადი დროის ბოლოს, ჯეიმსის სამქულიანის შემდეგ, როცა ტაბლოზე ანგარიში გათანაბრდა, მსაჯებმა საპასუხო შეტევაში გარნეტს ჯარიმა მისცეს.

შესაბამისად, ფლორიდელებს ძირითად დროში მატჩის მოგების შანსი მიეცათ, მაგრამ რეგულარული ჩემპიონატიდან ნაცნობმა კომბინაციამ (ჰასლემის სასროლად გაყვანა) არ იმუშავა - უდონისმა ცუდად მიიღო ბურთი და საშუალო ტყორცნა ააცილა.

ოვერტაიმის პირველივე შეტევაში პირსმა მეექვსე პერსონალური მიიღო. ცოტა ხანში ჯეიმსმაც დატოვა მოედანი (პირველად ბოლო ორ სეზონში). მეორე მატჩის ოვერტაიმისგან განსხვავებით, ამ დამატებით ხუთ წუთში გუნდებმა ჯამში ექვსი ქულა დააგროვეს.

ისევ "ჰიტს" ჰქონდა გადამწყვეტი შეტევის უფლება. "დიდი ტრიოდან" მოედანზე მხოლოდ უეიდი იყო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა მატჩის ბედი.

ფლორიდელებს ორი ქულა სჭირდებოდათ მეორე ოვერტაიმამდე მისაღწევად და სამი - მოგებისთვის.

საბოლოოდ, უეიდმა დაცვის ზეწოლის მიუხედავად, სამქულიანის სროლა გადაწყვიტა და მისმა უზუსტობამ გამარჯვება "ბოსტონს" მოუტანა.

"სელტიქსმა", "ოკლაჰომას" მსგავსად, შეძლო კონფერენციის ფინალში 0:2-იდან ანგარიშის გათანაბრება.

"მაიამიმ" თავისი არსებობის ისტორიაში პირველი ოვერტაიმი წააგო პლეი ოფში.

სავსებით შესაძლებელია, რომ ახლა ფსიქოლოგიური უპირატესობა "კელტების" მხარესაა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეხუთე მატჩში "ჰიტს" უბრუნდება კრის ბოში. თუმცა ეს ამერიკული პრესის ინფორმაციაა და ოფიციალურად ის არავის დაუდასტურებია.

ბოსტონი-მაიამი 93:91 (ო)

34:23, 27:24, 12:21, 16:21, 4:2

ბ: პირსი (23+6 მოხსნა), გარნეტი (17+14 მოხსნა+5 დაფარება+3 პასი), ალენი (16), რონდო (15+15 პასი+5 მოხსნა), ბასი (11+7 მოხსნა+3 პასი), დულინგი (10), დენიელსი (1), პიეტრუსი (0+5 მოხსნა+2 დაფარება).

მ: ჯეიმსი (29+6 მოხსნა+3 პასი), უეიდი (20+7 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება+3 ჩაჭრა), ჰასლემი (12+17 მოხსნა), ჩელმერსი (12+4 პასი), ბატიე (6), კოული (5), ჯონსი (3), მილერი (2), ენტონი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.2/42.5), სამქულიანები (33.3/31.6), საჯარიმოები (70/70.8).

სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია