30 წლის თავდამსხმელმა პირველ ლიგაში დაქვეითებულ ნალჩიკის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა
დავით სირაძის ნალჩიკის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა და გაჩნდა კითხვა, სად გააგრძელებდა კარიერას 30 წლის თავდამსხმელი, "სპარტაკს" პირველ ლიგაში დაეხმარებოდა თუ ახალ კლუბს მოიძიებდა?

ამის თაობაზე ზუსტი პასუხი ჯერ თავად ფეხბურთელს არ აქვს. ამასობაში კი შევიტყვეთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელით საქართველოს ჩემპიონატის ორი ლიდერი დაინტერესდა - თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო".

ინფორმაციის დასაზუსტებლად კლუბების ხელმძღვანელებს მივმართეთ.

სანდრო შახოვი (თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი):

"დავით სირაძის ჩამოყვანაზე რა უნდა გითხრათ? მრავალი ვარიანტი განიხილება, მაგრამ ჯერ კონკრეტულად არაფრის თქმა შემიძლია".

გიორგი პაპიაშვილი (ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი):

"სირაძეზე სერიოზული ლაპარაკი არ ყოფილა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით".

ცხადია, სირაძეს პირველ ლიგაში თამაში არ სურდა, მაგრამ საქმეს ის ართულებდა, რომ ნალჩიკელებთან კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდებოდა და კლუბს თავისუფლად ვერ დატოვებდა. სირაძე ნალჩიკში "სპარტაკთან" ურთიერთობის გასარკვევად იმყოფებოდა. 4 ივნისს კი ნალჩიკელთა პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ქართველმა თავდამსხმელმა და "სპარტაკმა" კონტრაქტი გაწყვიტეს.

ასეა თუ ისე, მალე გვეცოდინება, გამოცდილი თავდამსხმელი საქართველოში დაგვიბრუნდება თუ კარიერას სხვაგან გააგრძელებს.

სირაძემ ნალჩიკი დატოვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იხილეთ ვრცლად

დავით სირაძე ნალჩიკელმა გულშემატკივრებმა "დაკითხეს"

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

დავით სირაძე: ქეცბაია აღარ გამომიძახებს, ხალხმა კი სიმართლე უნდა გაიგოს

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა