უკრაინის ნაკრებთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 ივნისს თბილისში, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩში უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

მეორე დღეს კი "ბორჯღალოსნები" ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრებიან, სადაც ივნისის ტესტებზე ორ შეხვედრას გამართავენ აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან.

უკრაინის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაში ჩვენს ნაკრებს საიმისოდ, რომ ერთა თასს დაეუფლოს, ფრეც ხელს აძლევს. თუმცა, ცხადია, რომ გუნდთან, რომელიც უკვე გამოეთხოვა ჩვენს დივიზიონს, საქართველოს ნაკრები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

"ბორჯღალოსანთა" ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც გუშინ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყო, 32 მორაგბეს უხმო. ჰეიგი მათგან იმ 26 მოთამაშეს შეარჩევს, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში იახლებს.

ტრავმების გამო გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდნენ გიორგი შკინინი (არმია), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი) და ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, რთული სეზონის შემდეგ ისვენებენ: მამუკა გორგოძე (მონპელიე), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) და გიორგი ნემსაძე (ტარბი).

ნაკრებში წლეულს პირველად ითამაშებენ პირველხაზელები დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და აქვსენტი გიორგაძე (ტულუზი). ისინი ერთა თასის გათამაშების განვლილ შეხვედრებს ტრავმების გამო დააკლდნენ.

ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში პირველად მოხვდა ირაკლი მირცხულავა (ტარბი), თუმცა დარჩება თუ არა ის საბოლოოდ ეროვნულ გუნდში, ჰეიგი გადაწყვეტს. სხვა დანარჩენ პირველხაზელებს ეროვნულ გუნდში სხვადასხვა დროს არაერთხელ უთამაშიათ.

მეორე ხაზში ორი სიახლეა: არმიელი დავით ჩიტიძე ნაკრების საწვრთნელ შეკრებებზე ადრეც იმყოფებოდა, თუმცა ამჟამად გუნდში ადგილის დამკვიდრებაზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს. ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მასთან ერთად მიიწვია "ლოკომოტივის" მეორეხაზელი ბაჩუკი გუჯარაიძე, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულის ტურნირის მსვლელობისას შენიშნა.

მესამე ხაზში, ტრავმის მოშუშების შემდეგ, წლეულს პირველად ითამაშებს ნაკრებში ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), რომელიც ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის მზადებისას დაშავდა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

ახალი სახეები არ არიან, მაგრამ ეროვნული ნაკრების კვართი ჯერ არ მოურგიათ საქართველოს A ნაკრების წევრებს, ბექა ბიწაძეს და გიორგი თხილაიშვილს (ორივე - არმია).

უკანა ხაზში დებიუტანტები არ გვყავს. სიახლე კი ის არის, რომ ტრავმა მოიშუშა და ნაკრებში დაბრუნდა "ლელოს" მგეზავი ლაშა ხმალაძე. ჰეიგმა გუნდში დააბრუნა კიდევ ერთი ლელოელი, გარემარბი ლექსო გუგავა, რომელმაც თავი საქართველოს A ნაკრების შემადგენლობაში ბრიტანეთში გამართული ტურნეს მსვლელობისას გამოიჩინა.

უკრაინის ნაკრები, რომლის თავკაციც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მესამეხაზელი ზაზა ლეჟავაა, თბილისს, სავარაუდოდ, პარასკევს დილით ეწვევა. უკრაინელთა რიგებში ორი ქართველი მორაგბე ითამაშებს, ცხრა ნომერი ზურაბ კიკაჩეიშვილი და მესამეხაზელი ჯაბა მალაღურაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების მგეზავის, ლაშა მალაღურაძის ძმაა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" შაბათს, 17 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), აქვსენტი გიორგაძე (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ბექა შეყლაშვილი (დაქსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), ბაჩუკი გუჯარაიძე (ლოკომოტივი), დავით ჩიტიძე (არმია).

მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე - არმია), გივი ბერიშვილი, ზვიად მაისურაძე (ორივე - ლოკომოტივი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).

#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV).

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).

#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ალექსანდრე თოდუა (ალბი).

#15. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

უკრაინის ნაკრები

ტარას მარჩენკო, ოლექსანდრ პოლიანსკი, ვიტალი ორლოვი, ჯაბა მალაღურაძე, ზურაბ კიკაჩეიშვილი, მიროსლავ შულიაკი, ოლეგ კოსარევი, ვიტალი კრასნოდემსკი, მიკოლა დელეგირიევი, ვიაჩესლავ პონომარენკო, მაქსიმ კრავჩენკო, პავლო მასიუკოვი, ოლექსი ნოვოკრეშენცოვი, ოლეგ ლიტვინენკო, მიკოლა კირსანოვი, ევგენი ჩაიკა, ედუარდ ვერტილეცკი, ვიტალი კრამარენკო, ოლექსანდრ ტარასენკო, რუსლან რადჩუკი, ვიაჩესლავ კრასილნიკი, სერგეი მონასტირიოვი.

2012 წელი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 3 0 2 +33 16

2. რუმინეთი 5 3 0 2 +97 16

3. საქართველო 5 3 0 2 +70 15

4. რუსეთი 5 3 0 2 -47 14

5. პორტუგალია 5 1 0 4 -30 7

6. უკრაინა 4 1 0 3 -123 5

ორი წლის ჯამი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 9 8 0 1 +203 37

2. რუმინეთი 10 6 0 4 +194 32

3. ესპანეთი 10 5 0 5 -50 26

4. რუსეთი 10 5 0 5 -45 25

5. პორტუგალია 10 4 0 6 -15 21

6. უკრაინა 9 1 0 8 -287 5

ასევე იხილეთ:

გია ნიჟარაძე: შერკინებაში სერიოზული პრობლემები გვაქვს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

onore
რა გიწერიათ? 3. საქართველო 5 3 0 2 +70 15 უკრაინასთან უკვე წავაგეთ?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა