ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გუნდში ნოდარ აკობიას ადგილს გიორგი დევდარიანი დაიკავებს
4 ივნისს ბაქოში "კასპიის თასის" გათამაშება დასრულდა, რომლის ფინალშიც ერთმანეთს მასპინძელი აზერბაიჯანისა და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ჩვენმა გუნდმა ტურნირი თურქეთთან მარცხით დაიწყო, მაგრამ მაინც ჩემპიონი გახდა - საქართველოს ნაკრებმა ფინალი 1:0 მოიგო, გამარჯვების გოლი კი 71-ე წუთზე რევაზ ბარამიძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:

გოშაძე, ველიაშვილი, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ზარანდია, ბერიძე, მესხი (47. ლაშხია), კერძევაძე, ხორხელი (64. ბარამიძე), შულაია.

ტურნირზე მესამე ადგილი უზბეკეთმა დაიკავა, დანარჩენი პოზიციები კი ასე განაწილდა: 4. ყაზახეთი, 5. ლიტვა, 6. თურქეთი, 7. იაპონია, 8. ყირგიზეთი.

აღსანიშნავია, რომ "კასპიის თასის" საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლუკა ზარანდია დაასახელეს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს კი უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვუწუდოთ 17-წლამდელთა ნაკრები. შეგახსენებთ, ეს ვასილ მაისურაძის გუნდის შემდეგი თაობაა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შემოდგომიდან ჩაერთვება. საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიანი ჯგუფის მასპინძელი იქნება. ელიტრაუნდში ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.

ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს მთავარი მწვრთნელი შეეცვლება და ნოდარ აკობიას ადგილს გიორგი დევდარიანი დაიკავებს. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ მას ამ ასაკობრივ ნაკრებთან მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს. დევდარიანის ბოლო სამუშაო ადგილი კი თბილისის "დინამო" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!