საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5 ივნისს ტალინში ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5 ივნისს ტალინში ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

31 მაისს ესტონელები ტალინის "ლილეკიულას" არენაზე ლიდერ ესპანეთთან 0:1 დამარცხდნენ და 1 ქულით ჯგუფის აუტსაიდერები არიან; თუმცა ბალტიელებს იმედი აქვთ, რომ 3-ქულიან საქართველოს მოუგებენ და ბოლო ადგილზე გადაანაცვლებენ.

საბედნიეროდ, ჩვენს გუნდშიც ანალოგიური განწყობაა: საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სულ ახლახან მინსკში ბელარუსის 20-წლამდელთა ნაკრებს 1:0 სძლია და ტალინშიც მოსაგებად ჩავიდა.

ოპტიმისტურად არის განწყობილი ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ნიკა საბანაძეც, რომელმაც მინსკში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაისურა მეორედ მოირგო.

"მიმაჩნია, რომ ბელარუსთან კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს აშკარად ვჯობდით და მრავალი საგოლე მომენტი შევქმენით, მათ კი მთელი 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი რეალური შანსი ჰქონდათ, ისიც პირველ ტაიმში.

ასე რომ, მინსკში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ალექსანდრე ჩივაძემ თავდასხმის ცენტრში მარტო დამაყენა. საგოლე მომენტი მეც მქონდა, საჯარიმოში კუთხიდან შევედი და გატანა შემეძლო, მაგრამ მეკარემ ამიღო.

ტალინში 2 ივნისს ჩამოვფრინდით და ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით. გუნდში კარგი განწყობაა და ვფიქრობ, ესტონელებთან მოგება შეგვიძლია", - ამბობს საბანაძე.

U21. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.

V ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 6 6 0 0 21-2 21

2. შვეიცარია 5 3 1 1 10-3 10

3. ხორვატია 5 2 0 3 5-7 6

4. საქართველო 5 1 0 4 3-15 3

5. ესტონეთი 5 0 1 4 0-12 1

ჯგუფის დარჩენილი მატჩები

5 ივნისი

ესტონეთი-საქართველო

15 აგვისტო

საქართველო-ხორვატია

6 სექტემბერი

საქართველო-ესტონეთი

6 სექტემბერი

შვეიცარია-ესპანეთი

10 სექტემბერი

ესპანეთი-ხორვატია

10 სექტემბერი

შვეიცარია-ესტონეთი

ნიკა საბანაძე: ნაკრებში კარგი განწყობილებაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ბელორუსი-საქართველო 0:1 - ალექსანდრე ჩივაძის წარმატებული დებიუტი

თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა

ზაქარია ბეგლარიშვილი: მჯერა, ესტონეთის ნაკრებს მოვუგებთ!

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...