"სკუადრა აძურა" ინტენსიურ წვრთნებს გადის, ორჯერადი ვარჯიშებით, რამაც უარყოფითი შედეგებიც გამოიღო
იტალიის ეროვნული ნაკრები, ალბათ, ერთ-ერთი ბოლო ჩავა დანიშნულების ადგილას, ანუ პოლონეთში, რადგან გუნდი ჯერ კიდევ "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზეა დაბანაკებული.

"სკუადრა აძურა" ინტენსიურ წვრთნებს გადის, ორჯერადი ვარჯიშებით, რამაც უარყოფითი შედეგებიც გამოიღო - ერთ-ერთი წვრთნისას ანდრეა ბარცალი დაშავდა და კარგ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გამოტოვება მოუწევს...

ბარცალის ტრავმა და კრიშიტოს შანსი

დიახ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანდრეა ბარცალი ვარჯიშის დროს დაშავდა და ლაზარეთში გადაინაცვლა. ექიმების პირველადი დასკვნით, ის დაახლოებით სამ კვირამდე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ჯგუფური ეტაპის გამოტოვება მოუწევს.

7 ივნისს ანდრეას დეტალურ გამოკვლევას ჩაუტარებენ და საბოლოო დიაგნოზსაც გავიგებთ... არაა გამორიცხული, ბარცალი სახლში გაუშვან და მას სხვა ფეხბურთელი ჩაენაცვლოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ანდრეას სახლში გაშვების ალბათობა ძალიან დიდია, უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება ჩაენაცვლოს "იუვენტუსის" უკანახაზელს - საყოველთაო ვარაუდით, ეს ანდრეა რანოკია იქნება, რომელიც გაფართოებულ შემადგენლობაში იყო და სულ ბოლოსღა ამოაგდეს სიიდან.

თუმცა არის მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, ნაკრებს დომენიკო კრიშიტო დაუბრუნდება - მართალია, კრიშიტო ფლანგის მოთამაშეა, შესაცვლელი კი ცენტრი გახლავთ, მაგრამ ასეთი ვარაუდი მაინც გაჩნდა - მოვუსმინოთ თავად კრიშიტოს, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, რომ ნაკრებს დაუბრუნდეს:

"როდესაც ჩემი პერსონით სამართალდამცავი სტრუქტურები დაინტერესდნენ, მე თვითონ განვაცხადე, რომ ჯობდა სანაკრებო შეკრება დამეტოვებინა და პირადი პრობლემები მომეგვარებინა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ჩემს მდგომარეობაში უამრავი ფეხბურთელი აღმოჩნდა და მათ შორის, ნაკრების წევრებიც.

ამიტომ დაჩაგრულად ვგრძნობ თავს და კარგი იქნება, თუ სამართლიანობა აღდგება. ვარჯიში არცერთი დღით არ შემიწყვიტავს და თუ ანდრეა ბარცალის მაგივრად გამომიძახებენ, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება.

ანდრეას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ თუ მისი გაშვების საკითხი გადაწყდა, ვფიქრობ, ეროვნულ გუნდს მე უნდა დავუბრუნდე. ბარცალი ცენტრალური მცველია, მე კი ფლანგის, მაგრამ ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ - მაგალითად, ანჯელო ოგბონა თავის გუნდში ხშირად ცენტრალურ მცველად თამაშობს და სწორედ მას შეუძლია ვაკუუმის შევსება. მოკლედ, ეს საკითხი შეიძლება მარტივად მოგვარდეს.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრანდელი".

ბალოტელიც ლაზარეთში

ანდრეა ბარცალისგან განსხვავებით, მარიო ბალოტელიმ ის საბედისწერო ვარჯიში ბოლომდე ჩაამთავრა, მაგრამ შემდეგ კუნთში ტკივილები იგრძნო და ექიმთა ხელში გადაინაცვლა.

მარიოზე ჩეზარე პრანდელი უდიდეს იმედებს ამყარებს და მისთვის ეს ამბავი შოკისმომგვრელი გამოდგა.

თუმცა მალევე ითქვა, რომ მარიოს სერიოზული არაფერი სჭირს და სავარაუდოდ, პირველივე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მართალია, დეტალური გამოკვლევა ჯერ ჩასატარებელია და საბოლოო პასუხი ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ 95%-იანი ალბათობით, სერიოზული არაფერია. ამაზე თავად ბალოტელის სიტყვები მეტყველებს:

"კუნთი დამეჭიმა, რამაც ძალიან შემაშინა, მაგრამ უკვე დამამშვიდეს და მითხრეს, რომ ყველაფერი რიგზეა. მეც უკეთ ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, რომ ესპანელების წინააღმდეგ თამაშს შევძლებ. მთელი ჩემი ფიქრები ამ შეხვედრას დასტრიალებს და იმედი მაქვს, მოედანზე პირველი წუთიდან გავალ".

კომენტარები

ჩეზარე პრანდელი: "საკადრო პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ მთლიანობაში, ნაკრებში არსებული ვითარება დამაკმაყოფილებელია. რაც მთავარია, ყველანი ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ ესპანელების წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშებთ. ვინ შეცვლის ანდრეა ბარცალის? - ამაზე მხოლოდ მატჩის წინა დღეს მექნება პასუხი, რადგან დღეს თითოეულ ფეხბურთელს ვაკვირდები. ერთადერთი მოთამაშე, ვისაც გარანტირებული აქვს ძირითად შემადგენლობაში ადგილი, ჯანლუიჯი ბუფონია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს".

კლაუდიო მარკიზიო: "ესპანელებთან ბევრი განწირულად მიგვიჩნევს, რასაც ვერაფრით დავეთანხმები. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ერთხელ უკვე დავამარცხეთ და იგივეს გაკეთებას კიდევ ერთხელ შევეცდებით.

რუსეთთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ბევრი სკეპტიკურად განვაწყვეთ, მაგრამ ამხანაგური მატჩი ოფიციალური პაექრობისგან მკვეთრად განსხვავდება. პირობას გაძლევთ, რომ ესპანელებთან სულ სხვა იტალიას იხილავთ".

ანტონიო კასანო: "რუსებთან თამაშით ბევრი შევაშინეთ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ ნაადრევი დასკვნები არ გამოიტანოთ. ამ გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც დარწმუნდებიან.

ძალიან კარგია, რომ პირველივე შეხვედრაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს ვხვდებით - სტარტზევე გამოჩნდება, რომ კონტინენტის პირველობაზე ტურისტების რანგში არც ჩვენ მივდივართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს