საკადრო პრობლემები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე თითქმის ყველა ნაკრებს ექმნება და გამონაკლისი არც რუსეთის ნაკრებია
საკადრო პრობლემები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე თითქმის ყველა ნაკრებს ექმნება და გამონაკლისი არც რუსეთის ნაკრებია.

იტალიასთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში მარატ იზმაილოვმა ტრავმა მიიღო და მისი ამბავი გუშინ საღამომდე გაურკვეველი იყო. ამ ამბავზე დიკ ადვოკაატი ძალიან ნერვიულობდა და ეს არც პრესასთან საუბარში დაუმალავს, თუმცა გუშინ მანაც და რუსეთის ნაკრების ყველა გულშემატკივარმა კარგი ამბავი გაიგო - იზმაილოვი სრულიად ჯანმრთელია და შეუძლია საწვრთნელ პროცესს ხვალიდან დაუბრუნდეს.

იზმაილოვი ადვოკაატისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია, რადგან ჰოლანდიელი სპეციალისტის ახალ ტაქტიკურ მონახაზში მას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია...

შეგახსენებთ, რომ იტალიასთან რუსებმა 4-3-2-1-სქემით იასპარეზეს და ერთადერთი ფორვარდის უკან, ანდრეი არშავინთან ერთად, სწორედ იზმაილოვი გაისარჯა. მარატმა პრესას კომენტარი მისცა და შემდეგი განაცხადა:

"სრულიად ჯანმრთელი ვარ და ჩეხეთთან თამაშისთვის ვემზადები. საბედნიეროდ, ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა, რამაც შვებით ამომასუნთქა.

სიმართლე გითხრათ, ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის სურვილი აღარ მაქვს და კიდევ რომ გვიწევდეს, მწვრთნელს თადარიგში დარჩენას ვთხოვდი. დიდი შიში ვჭამე და აღარ მინდა, იგივე განმეორდეს".

რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ალეკსანდრ ანიუკოვი დაშავდა, რამაც ასევე დიდი რეზონანსი გამოიწვია.

თანაც, ანიუკოვის ტრავმა ცოტა უფრო მძიმეა და შესაძლოა, განაპირა მცველს პირველი მატჩის გამოტოვებაც მოუწიოს. ალეკსანდრმა კოჭი დაიზიანა, ჯერ კიდევ კოჭლობს და წვრთნებში მონაწილეობას ვერ იღებს.

თუმცა ანიუკოვზე მეტად რუსებს იგორ აკინფეევის მდგომარეობა ანაღვლებთ, რომელიც ასევე ვარჯიშის დროს დაშავდა და ლაზარეთში გადაინაცვლა. ტრავმა რომ მძიმე არაა, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, მაგრამ სანამ ექიმები დიაგნოზს არ დასვამენ, რაიმე დასკვნის გაკეთება მაინც რთულია. ამიტომ მთელი საფეხბურთო რუსეთი მედიკოსების სიტყვის მოლოდინშია.

ამასობაში პრესას რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაესაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ევროპის ჩემპიონატის აუტსაიდერია - მოვუსმინოთ მას:

"იტალიასთან გამარჯვების შემდეგ ბევრმა ფავორიტთა რიცხვს მიგვაკუთვნა, რასაც ვერაფრით დავეთანხმებით.

ამხანაგური მატჩით მსჯელობა არ შეიძლება და თანაც, აპენინელებთან დაფიქსირებული ანგარიში არ ასახავდა თამაშის რეალურ სურათს. თუ სინამდვილე გაინტერესებთ, რუსეთის ნაკრები კონტინენტის პირველობის აუტსაიდერია და არა ფავორიტი. აუტსაიდერი ფავორიტთა შორის? - არა, არა, აუტსაიდერი - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე