ზაფხულის სატრანსფერო სეზონი ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება და 31 აგვისტოს იხურება, თუმცა ესპანურ ლა ლიგაში უკვე განხორციელდა რამდენიმე ტრანსფერი
ზაფხულის სატრანსფერო სეზონი ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება და 31 აგვისტოს იხურება, თუმცა ესპანურ ლა ლიგაში უკვე განხორციელდა რამდენიმე ტრანსფერი, რომლებიც ოფიციალურადაც დადასტურდა და 1-ში მხოლოდ გაფორმდება. ჯერჯერობით "ვალენსია" და "ატლეტიკო" აქტიურობენ.

ფსკერზე დაშვებული ნავიდან გარბიან

სეგუნდა დივიზიონში გავარდნილი "ვილიარეალი" იცლება - "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" უკვე დაკარგა ძირითადი გოლკიპერი და პერსპექტიული უნივერსალი, რომელიც "ოლიმპიაკოსთან" ერთად საბერძნეთის ჩემპიონი გახდა. 24 წლის ივან მარკანო რუსულ "რუბინში" 5 მილიონ ევროდ გაყიდეს.

მარკანოს დაცვის ცენტრში, მარცხენა ფლანგზე და ნახევარდაცვაში შეუძლია თამაში. 30 წლის დიეგო ლოპესი "სევილიას", რომელსაც სამეკარეო კრიზისი აქვს, 3,5 მილიონი ევრო დაუჯდა. ლოპესი 2007 წლიდან იცავდა "ელ სუბმარინოს" კარს. თუმცა "ვილიარეალში" მატებაცაა - გუნდს "ლევანტედან" 36 წლის ხავი ვენტა დაუბრუნდა.

ვალენსია ახლებურად ეწყობა

"ვალენსიას" სამი შენაძენიდან სამივე იმსახურებს ყურადღებას - 22 წლის ხონათან ვიერა "ლას პალმასის" შემტევი ნახევარმცველი იყო, "დეპორტივოს" 25 წლის ლიდერი, მექსიკელი ანდრეს გუარდადო კი პირნათელი დაემშვიდობა გალისიურ კლუბს - ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე სათამაშოდ "ლოს ჩემ" პორტუგალიელი ჟოაო პერეირა აიყვანა. სამაგიეროდ, "სევილიაში" ჰოლანდიელი ჰედვიგეს მადურო გაუშვა.

"ატლეტიკომ" და "ხეტაფემ" 2-2 ფეხბურთელი უფასოდ ჩაიგდეს ხელში.

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

6 მაისი ხონათან ვიერა ლას პალმასი ვალენსია 2,5 მლნ ევრო

21 მაისი არუნა კონე (კოტ) სევილია ლევანტე თავ. აგენტი

22 მაისი დიეგო ლოპესი ვილიარეალი სევილია 3,5 მლნ.

24 მაისი ჟოაო პერეირა (პორტ) სპორტინგი ვალენსია 3,7 მლნ.

28 მაისი ანდრეს გუარდადო (მექ) დეპორტივო ვალენსია თავ. აგენტი

28 მაისი კრისტიან როდრიგესი (ურუ) პორტუ ატლეტიკო თავ. აგენტი

29 მაისი ემრე ბელოზოგლუ (თურ) ფენერბ. ატლეტიკო თავ. აგენტი

29 მაისი დავიდ აბრაამი (არგ) ბაზელი ხეტაფე თავ. აგენტი

29 მაისი ანხელ ლაფიტა სარაგოსა ხეტაფე თავ. აგენტი

1 ივნისი გონსალო კასტრო (ურუ) მალიორკა სოსიედადი თავ. აგენტი

1 ივნისი ხავი ვენტა ლევანტე ვილიარ. თავ. აგენტი

1 ივნისი ენრიკე (ბრა) ბარსელონა პალმეირ. თავ. აგენტი

2 ივნისი ივან მარკანო ვილიარეალი რუბინი 5 მლნ.

4 ივნისი ჰედვიგეს მადურო (ჰოლ) ვალენსია სევილია თავ. აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა