საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონელ თანატოლებს თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან ყენის გოლებით 2:1 მოუგო
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ტალინში ჯგუფის აუტსაიდერ ესტონეთს სძლია.

ამით ჩვენმა 21-წლამდელებმა ხორვატია ჩამოიტოვეს და ბოლოსწინადან მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. ამაზე მაღლა კი საქართველოს ნაკრები ვერაფრით ავა - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წარუმატებელმა სტარტმა ჩვენს ახალგაზრდულს ფინალურ ეტაპზე გასვლის ყოველგვარი შანსი მოუსპო, შესარჩევის შუა პერიოდში კი ნათელი გახდა, რომ პირველ-მეორე ადგილებს ესპანეთი და შვეიცარია გაინაწილებდნენ.

სამწუხაროდ, 5 ივნისს გამართული მატჩის ხილვის საშუალება არ მოგვეცა და ამიტომაც იძულებულნი ვართ, უეფას ოფიციალური ვებგვერდის მონათხრობს დავეყრდნოთ.

ფაქტია, რომ შეხვედრამ ქართველთა კარნახით ჩაიარა და პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლით ჩივაძის ფეხბურთელებმა მეტოქე მძიმე დღეში ჩააგდეს.

ესტონელებს თამაშის გადარჩენის შანსი ბოლოსღა გაუჩნდათ, მაგრამ სტუმრებმა ხელსაყრელი ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს.

ყველაზე გამოსარჩევი ამბავი კი, რა თქმა უნდა, ლევან ყენიას გოლია. მძიმე ტრავმის შემდეგ ახლად გამოჯანმრთელებულმა ნახევარმცველმა ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა და თავიც გამოიჩინა, რაც ეროვნულ ნაკრებში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ მისი კარიერული წინსვლისთვის უდავოდ ხელისშემწყობი ფაქტორია.

მოკლედ, ჯგუფში მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის შესაძლებლობის მაქსიმუმია და ტალინური გამარჯვებით ამ ამოცანის შესრულებისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩივაძის გუნდი ორ დარჩენილ საშინაო მატჩში ქულათა მაქსიმუმს მოიპოვებს და უსახურად დაწყებულ შესარჩევ ციკლს მაჟორულ ნოტზე დაასრულებს.

U21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი

5.06. ტალინი. ლილეკულა. 1 500 მაყურებელი

ესტონეთი-საქართველო 1:2 (იხილეთ ვიდეო)

0:1 ოქრიაშვილი (12), 0:2 ყენია (26), 1:2 ს. კვირკველია (81. ს. კ.)

ესტონეთი საქართველო

4-2-3-1 4-2-3-1

მეერტისი ნადირაძე

კულინტისი ტვილდიანი

არტიუნინი ს. კვირკველია

პოდოლუჟინი მ. კობახიძე

რეინტამი იოსელიანი

სინლაიდი პაპავა

კალიუმაე კვეკვესკირი

სუბოტინი ბეგლარიშვილი

პაპონოვი ყენია

პეიტრე ოქრიაშვილი

ალიკუ საბანაძე

მწვრთნელები

ფ. ბერნჰარდტი ა. ჩივაძე

ესტონეთი

46. არტიუნინი - მეტსი

46. სუბოტინი - პროსა

77. პეიტრე - ცეგოდაევი

სათადარიგოები: პალმი, ვეისი, ანტონოვი, ტაარი

საქართველო

46. ყენია - ჩაფიძე

61. საბანაძე - ჯიღაური

80. ბეგლარიშვილი - შარაშენიძე

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჯგერენაია, თარხნიშვილი, კუკავა

გაფრთხილება: კალიუმაე (89)

მთავარი მსაჯი: თოლგა იოზფალქა (თურქეთი)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 6 6 0 0 21-2 18

2. შვეიცარია 6 4 1 1 12-4 13

3. საქართველო 6 2 0 4 5-16 6

4. ხორვატია 6 2 0 4 6-9 6

5. ესტონეთი 6 0 1 5 1-14 1

დარჩენილი მატჩების კალენდარი

15 აგვისტო

საქართველო-ხორვატია

6 სექტემბერი

საქართველო-ესტონეთი

შვეიცარია-ესპანეთი

10 სექტემბერი

ესპანეთი-ხორვატია

შვეიცარია-ესტონეთი

ყენია ახალგაზრდულს გოლით დაუბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

barsa
მალადეც ბიჯებო ასე გააგრზელეთ,ყენია მაგარია
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად